"მის საქართველო" "მის მსოფლიოსთვის" ემზადება - კვირის პალიტრა

"მის საქართველო" "მის მსოფლიოსთვის" ემზადება

"მის საქართველომ", ცირა სუქნიძემ, უკვე დაიწყო სერიოზული მზადება "მის მსოფლიოსთვის". სხვადასხვა ქვეყნის "მისები" ლონდონში

შეიკრიბებიან, სადაც გაემგზავრა კიდეც ყველაზე ლამაზი ქართველი გოგონა. კონკურსის მონაწილენი ერთ კვირას გაატარებენ ლონდონში, სადაც უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, შემდეგ ყველანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში გაემგზავრებიან, სადაც "მის მსოფლიო" გაიმართება. ღონისძიების ფინალს 12 დეკემბერს ვნახავთ პირდაპირ ეთერში. ცირას ჩაცმულობაზე "მარიონელამ" იზრუნა, შექმნა საღამოს კაბები, ნაციონალური სამოსი და ასევე საგანგებო კაბა "დავლურისთვის".

"ტალანტშოუში" კი, რომელსაც "მის მსოფლიოს" გამოსავლენად სერიოზული როლი აკისრია, "მის საქართველო" უიტნი ჰიუსტონის სიმღერით წარდგება.