უგულავას კვარტეტი - მღეერიან, მღეერიან, ალპინისტები მღეერიან!
04-02-2013
უგულავას კვარტეტი - მღეერიან, მღეერიან, ალპინისტები მღეერიან!
"კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში და ამ ფორმით ვიღებდით ანაზღაურებას სხვადასხვა კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვის-ჯგუფში", რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა, დასაქმებულებს შორის "თეატრალურის კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა. როგორც გამომძიებელმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა "თბილსერვისჯგუფში" ისინი ფიქციურად იყვნენ გაფორმებული 2010-დან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით, როგორც სპეცალპინისტ-დამგველები (მაღალსართულიანი შენობის  მინების მწმენდავი) და ხელფასის სახით ამ პერიოდში დარიცხული აქვთ 70 ათასი ლარი"


ამ თემაზე
კომენტარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანმა გააკეთა:
"თეატრალურის კვარტეტის" ბიჭები  ჩემი რეკომენდაციით მიიღეს  შპს "თბილსერვისჯგუფში". ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ასპარეზზე გამოსვლას იწყებდნენ და მატერიალური პრობლემა ჰქონდათ(?!). თუ დანაშაულია ის, რომ ამ ფორმით იყვნენ დასაქმებული, მაშინ ვაგებთ კანონის წინაშე პასუხს. ჩვენი თხოვნაა, მივხედოთ საქმეს,
იმას, რაც ამ ქალაქსა და ქვეყანაშია გასაკეთებელი და სამართალდამცველ ორგანოებს მოვუწოდოთ, რომ "თეატრალურის კვარტეტის" ბიჭებს კი არ სდიონ, არამედ იმ კრიმინოგენული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, რომელიც  დედაქალაქში ძალზე გაუარესდა".

ოთო კოვზირიძე, კობა ჭეფხოძე, ლაშა კერვალიძე და ირაკლი აბჟანდაძე - სწორედ ეს ადამიანები შეადგენენ "თეატრალურის კვარტეტს". "კვირის პალიტრა" მათ დაუკავშირდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ისინი თავს იკავებენ, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ფაქტს:

ოთო კოვზირიძე: - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერაფერზე ვისაუბრებ.

- იქნებ ის მაინც დაგვიდასტუროთ, იყავით თუ არა გაფორმებული "თბილსერვის-ჯგუფში"?
- სანამ გამოძიება არ დასრულდება, განმარტებებისაგან თავს შევიკავებ.

ამ საუბრიდან რამდენიმე საათში მათი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე კვარტეტმა განცხადება გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით ყველას - ჩვენს ერთგულ მსმენელსა და გულშემატკივარს. გვსურს მოგაწოდოთ რამდენიმე განმარტება:
პირველ რიგში, გვსურს ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას  მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, გაგებით მოეკიდოთ და გაიზიაროთ ჩვენი გულწრფელი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით; ვადასტურებთ, რომ კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში და ამ ფორმით ვიღებდით ანაზღაურებას სხვადასხვა  კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „"თეატრალურის კვარტეტის" წევრები არასოდეს ვყოფილვართ არც ერთ პარტიაში, მით უმეტეს, აქტივისტები, არც არანაირი „პარტიული“ დავალება არასოდეს შეგვისრულებია. ჩვენი წადილი და გულწრფელი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სიმღერის სამსახური და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რისთვისაც არასოდეს ვიშურებდით ენერგიას; ყოველთვის ვცდილობდით მაღალ დონეზე წარმოგვეჩინა ქართული სიმღერა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, მუდამ მზად ვართ ვემსახუროთ ქართულ სიმღერას და საქართველოს!".


P.S. ჩვენი მხრივ საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ ვიჩქარებთ საბოლოო დასკვნების გაკეთებას და დაველოდოთ გამოძების დასრულებას.

ქეთი საგინაშვილი
tamari
12 თებერვალი 2013 15:43
გიგილოოოოოოოოოოოოოოოო,რა უნამუსო ხარ ბიჭო??? ფუ,რა საძაგელი ხალხი ვართ ეს ქართველებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!
tvalsazrisi
06 თებერვალი 2013 14:08
Tamuna martia და სხვებო
ვეთანმხები თქვენს კომენტარებს.

რა კარგია, პირადი სიმპათია ჰქონდათ ახვლედიანს და უგულავას და ქალაქის ბიუჯეტიდან აფინასნებდნენ მომღერლებს.
ეგრე სადაა?
რა, ქალაქის ბიუჯეტი პირადი მოხმარების ქისა იყო?!
კიდევ ბევრს ტლიკინებენ უშნოდ.
მომღერალი ცალკე ფონდით ფინანსდება და არა ქალაქის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ ბიჭებს რაღაც დავალებებს ასრულებინებდნენ, ალბათ.
ისინი ცრუობენ, პოლიტიკისგან შორს ვართო,-სწორედ პოლიტიკური დავალებებისთვის იყენებდა უგულავა მათ, ხელფასს კი თბილიესელების ჯიბიდან უხდიდა.
კარგია,მამა უცხონდათ მერს და მის მარჯვენა-მარცხენა ხელებს.
თვითონ ხომ იყვნენ მოსახლეობის მძრცველები, თვითონ ხომ დასუქდნენ ხალხის კუთვნილით, ახლა პატარა ნაცუკებიც გაამუქთახორეს და კიდევ ბევრს ტლიკინებენ უგულავები.

რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია თბილისში, ვისაც სკოლისთვის რვეულებიც ვერ შეუძენია!
უსირცხვილო ხარ, გიგიიიიიი



მარტია, მიხარია თქვენი გამოჩენა :)))
martia
06 თებერვალი 2013 09:14
გასაკვირია პირდაპირ!

ვინ ეკითხება გიგის და მამუკას ვინ როგორ დაიმკვიდრებს ადგილს შოუბიზნესში?!

რატომ უნდა ეხადათ ფული?! მერიაა თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია?!

მასე, რამდენ ნიჭიერ ადამიანს უჭირს (ზოგი ინვალიდიცაა და ვერ უკეთებს საკუთარ ნიჭს რეალიზაციას) და რატომ მათთვის არ შექმნეს რაიმე ფონდი (სამსახურში გაფორმება არის კრიმინალი და საბჭოთა გადმონაშთი), რომ ამ ადამიანებს დახმარებოდნენ! უფრო კანონიერი არ იქნებოდა?

მაგრამ არა! ნაცებს გასდიოდათ ყველაფერი და ფიქრობდნენ მინიმუმ 50 წელი იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში! ვითომ მამამისის ქონება იყო, ისე იყენებდნენ ქვეყნის ბიუჯეტს!

ჩააგდე გიგიაც, გივიაც, მამუკაც და მიშაც ციხეში! ვანო არ დაგავიწყდეთ!

რას ეფერებით?!

ჯანდაბას ყველა ევროპელი, ვინც ჩვენს საოჯახო საქმეებში ერევა, ვინ ეკითხებათ!

დაიჭირეთ!!! დასაჭერი ციხეშიიიი!

მაინც გვაკრიტიკებენ უცხოელები უსამართლოდ და დაიჭირეთ!

ძლივს სუნთქავს ხალხი თავისუფლად!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?