პალიტრა TV მაუწყებლობას აფართოებს - კვირის პალიტრა

პალიტრა TV მაუწყებლობას აფართოებს

ამიერიდან ტელევიზიის გადაცემების ნახვა საკაბელო ოპერატორ "ა+ბ"-ს აბონენტებსაც შეეძლებათ.

როგორც "პალიტრა TV"-ს დირექტორმა ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია სამი თვეა, რაც საკაბელო ოპერატორ "გლობალ TV"-ს მეშვეობით მაუწყებლობს, იმავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე საკაბელო ოპერატორთან, რომლებიც უახლოეს მომავალში "პალიტრა TV"-ს” ქსელში ჩართავენ.

დღის განმავლობაში ეთერი მრავალფეროვან გადაცემებს ეთმობა. გადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუები და საინფორმაციო გამოშვება 12:00, 14:00 და 16:00 საათზე.

გადაცემების წამყვანებს შორის არიან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები, ასევე ახალი სახეები. "პალიტრა ტვ"-ზე საავტორო გადაცემები მიჰყავთ თამარ ცაგარეიშვილს, მარიკა დარჩიას, კოტე ჟღენტს, მერაბ მეტრეველს, გიორგი კალანდაძეს, სალომე ლილუაშვილს, "პროვოკატორსა" და სხვა წამყვანებს.

ამასთან, გაზაფხულიდან იგეგმება ქართულ ენაზე გახმოვანებული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენება.