უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა სურს - კვირის პალიტრა

უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა სურს

მულტიმედიური კურსის ყოველი ნაწილი: წიგნი, DVD და აუდიოფაილები მხოლოდ 6 ლარი ღირს. მათი შეძენა შესაძლებელია გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად

გამომცემლობა "პალიტრა L" მალე კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს. ეს არის ინგლისური ენის მულტიმედიური კურსი - English today.

უცხო ენის შემსწავლელი ახალი მულტიმედიური კურსი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაეუფლოთ ინგლისურ ენას. 26 წიგნად დაყოფილ სახელმძღვანელოს თან ახლავს ამდენივე DVD და აუდიოდისკი, რომელიც დამწყებს ან გარკვეული ენობრივი საფუძვლის მქონე ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ელემენტარული საწყისებიდან ცოდნა ბიზნესინგლისურამდე გაიღრმავოს.

მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური ენის შემსწავლელ თემატურ ფილმებს თან ახლავს ქართული თარგმანი სუბტიტრებით, რომლის ჩართვა ან გამორთვა შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციური ღილაკის დახმარებით.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი English today იტალიური გამომცემლობა ScalaGroup international -ის მიერ არის შემუშავებული და აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში. მხოლოდ იტალიაში ამ კურსის დახმარებით ინგლისურ ენას მილიონზე მეტი ადამიანი დაეუფლა.

ეს კურსი ასევე დაეხმარება მათ, ვისაც ტოეფელისა და სხვა საერთაშორისო ტესტის ჩაბარება სურს.

ნინო დეკანოსიძე, რედაქტორი: "ეს არის ინგლისური ენის ახალი, მულტიმედიური კურსი, რომელიც მოიცავს 6 დონეს და 26 ნაწილად არის დაყოფილი.

პირველი არის საწყისი, ელემენტარული დონე, ხოლო ბოლო დონე - ბიზნესინგლისური. ყოველ წიგნს ახლავს DVD-ვიდეო და აუდიოფაილები, აგრეთვე სამუშაო რვეული. English today კვირიდან კვირამდე, დინამიკურად და ეტაპობრივად, მსმენელს ენის სრულყოფილად დაუფლებაში დაეხმარება და ყოველ ჯერზე ენის ცოდნის უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს.

ეს არის სამი, ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტი: ვიდეო, აუდიოფაილი და წიგნი სამუშაო რვეულითურთ, რაც დასახული მიზნის მიღწევას უფრო სასიამოვნოსა და შედეგიანს გახდის. DVD-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც ტელევიზორში, ასევე კომპიუტერში.

ვიდეოფაილები ამ სასწავლო კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია და შედგება სკეტჩებისგან, სადაც ეპიზოდებში მოთხრობილია ხუთი ახალგაზრდის თავგადასავალი. ეს მოკლე ფილმები სპეციალურად ამ კურსისთვის შეიქმნა. ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრებისა და თავგადასავლების თვალის მიდევნება მსმენელს ენის ძირითადი მახასიათებლებისა და გავრცელებული გამოთქმების შესწავლაში დაეხმარება.

ამრიგად, ადამიანს ჩვევად უყალიბდება ინგლისური ენის სწორი ფორმების გამოთქმა. ფაილები დაყოფილია თავებად: კინოს, მუსიკის, სპორტის, სამზარეულოს, თანამედროვეობის შესახებ.

ეს არის სწორად გააზრებული გაკვეთილები, სადაც მაღალკვალიფიციური პედაგოგები გრამატიკის, სინტაქსის, ლექსიკის, გამონათქვამებისა და ფრაზეოლოგიის სწორად დაუფლებაში დაგეხმარებიან. აუდიოფაილს კი შეგიძლია მოუსმინო ყველგან, მათ შორის ავტომობილში ან მოცალეობის ჟამს.

მულტიმედიური კურსის ყოველი ნაწილი: წიგნი, DVD და აუდიოფაილები მხოლოდ 6 ლარი ღირს. მათი შეძენა შესაძლებელია გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად.