უნიკალური შესაძლებლობა - კვირის პალიტრა

უნიკალური შესაძლებლობა

ინგლისური ენის შესწავლა უკვე ძალიან იოლია

მულტიმედიური კურსის ყოველი ნაწილი: წიგნი, DVD და აუდიოფაილები მხოლოდ 6 ლარად!

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და გაზეთმა "ყველა სიახლემ" თითქმის ერთი თვეა, რაც საინტერესო სიახლე შესთავაზა მომხმარებელს - ინგლისური ენის თვითმასწავლებელი - English today. მულტიმედიური კურსის ყოველი ნაწილი: წიგნი, DVD და აუდიოფაილები მხოლოდ 6 ლარი ღირს. მათი შეძენა შესაძლებელია გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად.

ეს ძალიან მოხერხებული და შედეგიანი კურსი უკვე გამოცადა ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა და დარწმუნდა კიდეც, რომ განსაკუთრებული ძალისხმევისა და დიდი დროის ხარჯვის გარეშეც შესაძლებელია დღეს ინგლისური ენის შესწავლა.

- ეს მულტიმედიური კურსი მათაც კი ასწავლის ენას, ვინც ადრე ცდილობდა და არ გამოუვიდა, - მხიარულად მითხრა ბატონმა ელიზბარ ნინუამ, რომელიც დილიდან დაღამებამდე ტაქსის მძღოლად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, სწავლის ასაკიც კარგა ხანია გავლილი ეგონა, - მაგას რას წარმოვიდგენდი, რომ მე, 57 წლის კაცი, ენას ვისწავლიდი და ორი წინადადების გადაბმას მაინც შევძლებდი... ერთხანს, როცა მთავრობა გვიცხადებდა, ინგლისური ენა ისწავლეთ და სამსახურს იშოვითო, ძალიან ვეცადე, ვიფიქრე, ცოტას მაინც თუ ვისწავლი, ეგება მართლა ჩემი განათლების შესაფერისი სამსახური მივიღო-მეთქი... ორი თვე ვიწვალე და დავყარე ფარ-ხმალი. შვილებმაც მითხრეს, რაღა დროს შენი უცხო ენის სწავლააო... ტაქსის მძღოლად ვმუშაობ და ვიდრე კლიენტს ველი, პრესას გადავავლებ ხოლმე თვალს, იმ დღესაც “"ყველა სიახლე" მინდოდა მეყიდა. გამყიდველმა მკითხა, ენის სწავლა გინდათ თუ მხოლოდ გაზეთიო. ჯერ მეგონა, მეხუმრებოდა. რომ ამიხსნა, რაში იყო საქმე, გადავწყვიტე English today შემეძინა, 6 ლარი ისეთი თანხა არ არის, ვერ გაიმეტო... დავდივარ ქალაქში და ჩართული მაქვს აუდიოგაკვეთილები... იცით, რა მოხდა? დღეს უცხოელი მგზავრები ჩამისხდნენ და თავისუფლად შევძელი მათთან ორიოდე წინადადების თქმა. გაოცებული ვარ!

როგორც მადლიერი მკითხველისგან შემოსული ზარები გვატყობინებს, English today მართლაც არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.

- რაც მთავარია, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გარეშე ვსწავლობ, - გვითხრა ნატალია ალავერდაშვილმა, - მასწავლებლის დაქირავება ძალიან ძნელია, სულ დამოუკიდებლად სწავლაც არ არის ადვილი... English today ის შემთხვევაა, როცა არც მასწავლებელი გჭირდება და დამოუკიდებლადაც ისე სწავლობ, თითქოს პედაგოგი თავზე გადგას. თანაც, რამდენჯერაც გინდა გაიმეორე გაკვეთილი...

ინგლისური ენის შემსწავლელ თემატურ ფილმებს თან ახლავს ქართული თარგმანი სუბტიტრებით, რომლის ჩართვა ან გამორთვა შენს ნებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი English today იტალიური გამომცემლობა ScalaGroup international-ის მიერ არის შემუშავებული და აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში. მხოლოდ იტალიაში ამ კურსის დახმარებით ინგლისურ ენას მილიონზე მეტი ადამიანი დაეუფლა. ეს კურსი ასევე დაეხმარება მათ, ვისაც ტოეფელისა და სხვა საერთაშორისო ტესტის ჩაბარება სურს.

ეს არის სწორად გააზრებული გაკვეთილები, სადაც მაღალკვალიფიციური პედაგოგები გრამატიკის, სინტაქსის, ლექსიკის, გამონათქვამებისა და ფრაზეოლოგიის სწორად და ადვილად დაუფლებაში დაგეხმარებიან. DVD-ზე ჩაწერილია სახალისო ფილმი, სერიალი, რომელიც სპეციალურად ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის შეიქმნა. აუდიოდისკს კი შეგიძლია მოუსმინო ყველგან, მათ შორის ავტომობილში, სამზარეულოში საქმიანობისას ან ბავშვის მოვლისას... მით უმეტეს, რომ ინგლისური ენა თქვენს პატარაშიც დაილექება როგორც პოტენციური ცოდნა და მომავალში მას ძალიან გაუადვილდება ენის შესწავლა.

უცხო ენის შემსწავლელი ახალი მულტიმედიური კურსი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაეუფლოთ ინგლისურ ენას. 26 წიგნად დაყოფილ სახელმძღვანელოს თან ახლავს ამდენივე  DVD  და აუდიოდისკი, რომელიც დამწყებს ან გარკვეული ენობრივი საფუძვლის მქონე ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ელემენტარული საწყისებიდან ცოდნა ბიზნესინგლისურამდე გაიღრმავოს.

ლელა გაგუა