"საოჯახო პრესა"... - მთელი ოჯახის საკითხავი - კვირის პალიტრა

"საოჯახო პრესა"... - მთელი ოჯახის საკითხავი

"პალიტრის" ახალი პროექტი

3 გამოცემა მხოლოდ 3 ლარად

"საოჯახო პრესის" კომპლექტის შეძენას მომხმარებელი უკვე 25 მარტიდან შეძლებს

"პალიტრამედიამ" უკვე ტრადიციად დაამკვიდრა, დროდადრო თავის მრავალრიცხოვან მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები შესთავაზოს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელს თუ გადავავლებთ თვალს, ბევრმა ოჯახმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა და გადაახალისა საოჯახო ბიბლიოთეკა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მრავალფეროვანი წიგნებით, რომლის შეღავათიან ფასად შეძენა პერიოდულ გამოცემებთან ერთად იყო და არის შესაძლებელი. ყველა ეს პროდუქტი ზედმიწევნით ითვალისწინებდა მკითხველის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ამიტომაც დიდ მოწონებას იმსახურებდა და ახლაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

მედიასახლმა კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი შექმნა, რომელიც ამჯერად არა ცალკეული მკითხველის, არამედ მთელი ოჯახის გემოვნებასა და ინტერესებზეა მორგებული. "საოჯახო პრესა" - ეს  არის ის, რაც ოჯახურ საღამოებს კიდევ უფრო საინტერესოს  გახდის, რაც კიდევ უფრო დააახლოებს მამებსა და შვილებს, ხოლო მომავალ თაობებს კითხვას შეაყვარებს.

"საოჯახო პრესა" - სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, გამორჩეული და საინტერესო გამოცემისგან შედგება. "კვირის პალიტრა" - ყველაზე აქტუალური, ობიექტური, კომპეტენტური და მრავალფეროვანი ინფორმაციის მაცნე. შემეცნებით გასართობი ჟურნალი "რეიტინგი" ერთნაირად მოეწონება, როგორც ახალგაზრდა თაობას, ასევე ყველა ცხელ-ცხელი და კულუარული ამბების მოყვარულს. ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" კი თქვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრებს ხალისით შეუძღვება კითხვის სამყაროში, სადაც ბევრ სახალისო ამბავთან ერთად, სასარგებლო ცოდნასაც შეიძენენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ამ პერიოდული გამოცემის ერთად შეძენა ხელსაყრელ ფასად, მხოლოდ 3 ლარად იქნება შესაძლებელი.

ავთანდილ წერეთელი, "პალიტრამედიას" მარკეტინგისა და ბაზარზე განვითარების დირექტორი: - "გვსურდა შეგვექმნა პროდუქტი ოჯახისთვის, რომელიც ჟანრობრივად და თემატურად, პრესის ისეთ ნაკრებს გააერთიანებდა, რომელიც ყველა თაობის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მედიასახლი აერთიანებს 5 გაზეთს, 15 ჟურნალს, 15 ვებპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მულტიმედია ჰოლდინგია საქართველოში. შესაბამისად, არჩევანი დიდი გვქონდა იმისთვის, რომ ოჯახისთვის საკითხავი პრესის სრული კომპლექტი შეგვექმნა. პირველ რიგში გავითვალისწინეთ ის, თუ რა ინფორმაცია აინტერესებს ოჯახს, მის ყოველ წევრს და არჩევანი ჩვენი მედიაჰოლდინგის სამ გამოცემაზე შევაჩერეთ. ეს არის ყოველკვირეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "კვირის პალიტრა", სადაც მკითხველს შეუძლია მისთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე მიიღოს კვალიფიციური, ანალიტიკური, კომპეტენტური ინფორმაცია. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა საქართველოში და მისი, როგორც ლიდერის პოზიცია ბეჭდურ მედიაში არ არის შემთხვევითი. შესაბამისად, ამ გაზეთს მკითხველთა მრავალათასიანი არმია ჰყავს. პრესის საოჯახო პაკეტში შევიდა ასევე ჟურნალი "რეიტინგი", რომელიც, ისევე როგორც "კვირის პალიტრა", ყოველ ორშაბათს გამოდის და ექსკლუზივებით გამოირჩევა ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ცხოვრების, ახალი ამბებით - შოუბიზნესის, კულტურისა და სპორტის შესახებ.

ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის კი  შევარჩიეთ ილუსტრირებული, ფერადი, შემეცნებითი და გასართობი საბავშვო ჟურნალი "საბავშვო კარუსელი", რომელიც დახუნძლულია მათთვის საყვარელი გმირების ისტორიებით, ზღაპრებით, ლექსებითა და საბავშვო კროსვორდებით. საბოლოოდ კი გამოვიდა ლამაზად შეფუთული საოჯახო პრესის სრულყოფილი ნაკრები, რომელსაც მომხმარებელი მხოლოდ სამ ლარად შეიძენს, მაშინ, როცა ცალ-ცალკე ყველა ამ პერიოდული გამოცემის შეძენისას 4 ლარი უნდა გადაეხადა.

- როდის გამოვა ქსელში საოჯახო პრესის ნაკრები?

- საოჯახო პრესის კომპლექტის შეძენას მომხმარებელი უკვე 25 მარტიდან შეძლებს და, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ასევე მისი გამოწერა.

- ეს არის ერთგვარი ნოუ-ჰაუ ბაზარზე?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს პირველად "პალიტრამედიამ" შესთავაზა. ეს არის ოჯახზე ორიენტირებული მარკეტინგის ერთ-ერთი მაგალითი. მართალია, ჩვენ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს, ბეჭდური მედიის როლი მაინც შეუცვლელია. პრესით, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას იმსახურებს, ჩვენ ვეცნობით ყველაზე აქტუალურ, ობიექტურ ინფორმაციას ცხოვრების ნებისმიერი სფეროდან, შემდეგ ამ ინფორმაციას ოჯახის წევრებს, ახლობლებს ვუზიარებთ და პრესა ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს, მათ შორის კონკრეტულად ამ პროდუქტთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ჯერჯერობით ეს სიახლე საიდუმლოდ დავტოვოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება ნებისმიერი ოჯახისთვის და მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.