პრემიერ-მინისტრი დაქორწინებას გეგმავს?! - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრი დაქორწინებას გეგმავს?!

ამბობენ, რომ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წამოსული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაინიშნა და ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავს. სიძე ცნობილი პიროვნება ყოფილა და არ სურს ქორწინებამდე პრესა ახმაურდეს. სოფოს "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა და მოარული ხმის გადამოწმება სცადა:

- სოფო, ამბობენ, რომ დაინიშნეთ. საქმრო პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ყოფილა.

- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

- ნიკა გილაური არ არის საქმრო თუ საერთოდ არ დანიშნულხართ?

- თუ რამე იქნება, აუცილებლად გეტყვით, ჯერჯერობით კი არაფერი ხდება.

- და მაინც, ამბობენ, რომ თქვენ და ნიკა გილაურს ერთმანეთი გიყვართ.

- შეუძლებელი არაფერია, მაგრამ გარწმუნებთ, ამჟამად ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი ხდება. თუ გავთხოვდები, აუცილებლად გაიგებთ.

- საქართველოდან ისევ წასვლას ხომ არ გეგმავთ?

-  სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შემოთავაზებები, რუსეთიდანაც მეხმიანებიან როგორც კინოდან, ისე თეატრიდან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემს ქვეყანაში დავრჩენილიყავი. ასე რომ, ჯერ აქედან წასვლას არ ვაპირებ, მით უფრო, მოსკოვში.