"მე სხვა გეგმები მაქვს" - კვირის პალიტრა

"მე სხვა გეგმები მაქვს"

ეტყობა, დემოგრაფიულმა პრობლემებმა თბილისელი ვასასების საჭორაო თემებზეც იქონია ზეგავლენა. ძირითადად, გაიგებთ, ეს გათხოვდა,

იმან ეს შეირთო, ან ესა და ეს ქალი შვილს ელოდებაო.  ცხადია, ბოლო ჭორი ყველაზე სასიამოვნოა, თუ იგი სიმართლის ნატამალს შეიცავს.

ჯეოსტარელ სალომე ბაკურაძეზე ჭორმა ნამდვილად გამახარა და გამაოცა კიდეც. ერთ-ერთ მუსიკალურ თავყრილობაზე ერთმა ჭორებში გაწაფულმა ბრძანა, სალომე ბაკურაძე მალე ტყუპის დედა გახდებაო. ჯერ გათხოვების ამბავი არ გაგვიგია და ამიტომაც მომავალმა დედობამ დაგვაეჭვა. ერთი მოგესმინათ, სალომეს რა ხმა აღმოხდა, როდესაც მასთან ჭორის გადამოწმება ვცადეთ.

- ყველანაირი ჭორი მომისმენია ასეთის გარდა.

-  ალბათ, გიფიქრიათ მაინც ამ საკითხზე, რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

- ძალიან მიყვარს დიდი ოჯახი, მე კი მხოლოდ ერთი დედმამიშვილი მყავს.

- ისე, როგორ ფიქრობთ, მზად ხართ დედობისთვის?

- ჯერ არც გათხოვებისთვის ვარ მზად და არც დედობისთვის. სულ სხვა გეგმები მაქვს.