სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან
01-04-2013
სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან
თემის გაგრძელება: კანფეტებიანი მძღოლი

ძია თემომ საჩუქრის შესახებ palitratv.ge-ის ეთერში სტუმრობისას შეიტყო და ბედნიერების ცრემლი მოერია...

კომენტარების რაოდენობამ ორ დღეში ორასს გადააჭარბა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდებზე კი სტატია სამი ათასზე მეტმა კაცმა გააზიარა


სიკეთეს საოცარი ძალა აქვს, არ იკარგება, გადამდებია და მრავლდება. ამაში დაგარწმუნებთ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატია - "კანფეტებიანი მძღოლი" (იხ. kvirispalitra.ge). ეს არის ამბავი ძია თემურისა, რომელიც, უამრავი სხვა მძღოლის მსგავსად, მთელი დღე საჭეს უზის და მგზავრებს
ემსახურება. თუმცა, მათგან განსხვავებით, მიკროავტობუსში ასვლისთანავე კანფეტსა და ღიმილს გჩუქნის. მისი მოულოდნელი ჟესტით გაოცებული კი იძირები "პინკ ფლოიდის" ან Deep Purple-ს მუსიკაში, რომელსაც მელომანი მძღოლი მუდმივად უსმენს.

"ბედნიერების მატარებლად" მონათლული ყვითელი "მარშრუტკის" კეთილი მძღოლის ამბით ძალიან დაინტერესდა საზოგადოება - ყველა ეფერება მძღოლს, რომელმაც სიყვარულის თავისებურად
გამოხატვის ტრადიცია დაამკვიდრა. სტატიის შესახებ კომენტარების რაოდენობამ ორ დღეში ორასს გადააჭარბა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე კი სტატია სამი ათასზე მეტმა კაცმა გააზიარა. პირველად მოხდა, რომ კომენტარებში "ამისტები" და "იმისტები" ერთმანეთს არ ლანძღავენ და ერთსულოვნად გამოხატავენ სიყვარულს მძღოლის მიმართ.
ხალხს სიკეთე ახარებს, როგორც ჩანს, ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია და თუ ვინმე გამოხატავს ამას, ხალხი ბედნიერია...

"კარგი იქნება, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნოთ. ასეთ კაცს დაფასება სჭირდება, ეგებ, მისი პრობლემაც მოგვარდეს. დაწერეთ ანგარიშის ნომერი, ხალხი ვითხოვთ!".

"სიყვარული, იმედი და შრომისმოყვარეობა - ეს არის ის ჯადოსნური სამი ელემენტი, რაც გადაარჩენს კაცობრიობას. აუცილებლად შევეცდები, გავიცნო ეს ადამიანი და ვუთხრა, რომ ყველაზე ძლიერი კაცია ამქვეყნად".

ძლივს არ წავიკითხე მადლით სავსე კომენტარები... ამდენმა უხამსობამ, წყევლამ და კრულვამ თავი მომაბეზრა. თურმე შეგვძლებია ერთმანეთის მოფერება. გაიხარეთ, კეთილო ხალხო, გკოცნით და გეხუტებით ყველას და თემო ძიასაც! თუ მეღირსება საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად მოვძებნი ამ ღვთისნიერ კაცს და გულში ჩავიხუტებ!"


ვინმე ლაშას გაუჩნდა აზრი:


"მგზავრებისგან ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება, თუ 5 ივნისს Deep Purple-ს კონცერტის ბილეთს ვაჩუქებთ! ვინც ხშირად მგზავრობს მისი "მარშრუტკით", იცის, რაც უნდა უგუნებოდ იყოს, არ არსებობს, მისმა დახვედრამ და მუსიკამ კარგ განწყობაზე არ დააყენოს! ვინც იზიარებთ ამ იდეას, რამე მოვახერხოთ:) ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქარი:)"
ამის თქმა და "ფეისბუკზე" სასწრაფოდ გაჩნდა "ივენთი" საგანგებოდ ძია თემურისთვის. მადლიერი მგზავრების თაოსნობა განხორციელდა: - "მეგობრებო, ვინც ხშირად მგზავრობთ N#66 სამარშრუტო ტაქსით, გხვდებათ მძღოლი, რომელიც კანფეტებს არიგებს: - ეს კომენტარი აღმოვაჩინე ინტერნეტში და გადავწყვიტე, ივენთი გამეკეთებინა. ვინც იზიარებთ, შემოგვიერთდით:) თანხის შეგროვების დეტალებს 1-2 დღეში მოგაწვდით", - იუწყებოდა "ივენთის" ავტორი, რომელმაც მალევე გაარკვია, რომ თურმე მგზავრების ინიციატივა ძია თემურის დამსაქმებელ კომპანიას აუტაცია და უკვე შეუძენია კონცერტის ბილეთი მისთვის(!). ამიტომაც "ივენთის" თაოსნებმა გადაწყვიტეს, სხვა საჩუქრები უძღვნან. თუმცა, როგორც პოპულარულმა მძღოლმა გვითხრა, კომპანიიდან ჯერ არაფერი მიუციათ: - ვფიქრობ, უფროსობას სიურპრიზის გაკეთება სურდა და ეგონა, ამ ამბავს მხოლოდ მათგან გავიგებდი, - ღიმილით ამბობს კეთილი მძღოლი, რომელმაც მგზავრების აქტივობისა და საჩუქრის შესახებ პალიტრატვ.გე-ის ეთერში სტუმრობისას შეიტყო და ბედნიერების ცრემლი მოერია (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).

ცნობისთვის: კეთილმა მძღოლმა ტრადიციას არ უღალატა და სტუდიაში გადაცემის წამყვან სალომე ლილუაშვილს კანფეტები მიართვა. 

მკითხველო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ფაქტს, რის გამოც ძია თემურის სიკეთე განსაკუთრებულ ელფერს იძენს - მას საკუთარი ჭერი არ აქვს, სამადლოდ არის შეკედლებული მუხიანში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან. ენატრება ქუთაისში, სხვის ბინაში მცხოვრები ცოლ-შვილი და მოხუცი დედა.

დაწვრილებით მისი ცხოვრების შესახებ წაიკითხავთ 25 მარტის "კვირის პალიტრის" სტატიაში "კანფეტებიანი მძღოლი" და მოუსმენთ palitratv.ge-ზე გადაცემა "სოციოგრამაში", საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:
- ყველგან ვარიგებ კანფეტს, გზაჯვარედინებზე, სამრეცხაოებში, ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც კი წავეწევი ვინმეს... ზოგჯერ მანქანით წამომწევიან და ღიმილით უთხოვიათ, მოგვეცი კანფეტიო... მე თბილისი მახსოვს თბილი, ერთმანეთის პატივისცემით სავსე სახეებით. ახლა ცივად გამოგხედავენ.

"დაყენებული" სახეებით დადის ხალხი, თითქოს ყველაფერი სადღაც მიიმალა. გაღიმებული სახეები სჯობს ყველაფერს და ამიტომაც ვცდილობ, ჩემს პატარა სამყაროში - ჩემს მანქანაში - მხოლოდ გაღიმებული სახეები იყოს.
ახალგაზრდები მახალისებენ. ვხუმრობთ, ანეკდოტებს ვყვებით. ხშირად თავის გაჩერებაზე ავიწყდებათ ჩასვლა. ერთმა პატარა გოგომ, რომლის ტოლებსაც ფულს არ ვართმევ ხოლმე, მითხრა, - თქვენს ავტომანქანაში ფულის გადახდა ალალიაო, 50 ლარი დატოვა და გაიქცა... ერთხელ ვიფიქრე, აბა, ორი დღე არ დავარიგებ კანფეტებს-მეთქი... მეც ცუდად ვიყავი და ხალხიც, კინაღამ წამეჩხუბნენ, - სად არის კანფეტებიო... სამაგიეროსაც მიხდიან - დღეს სუნამო და ყავა მაჩუქეს, ხან რა მოაქვთ, ხან - რა. ზოგი ბაზრიდან მგზავრობს და ხილს მჩუქნის. ვხუმრობ ხოლმე, - ცოტა ხახვი, ცოტა კარტოფილი და ბაზარში წასვლაც არ დამჭირდება-მეთქი"

მედიასახლმა "პალიტრამაც" დაასაჩუქრა ძია თემური ჩვენი ყველა გამოცემით. ამიერიდან ჩვენთან ერთად გადაავლებს ხოლმე თვალს სიახლეებს.

დაინტერესებული მკითხველისა და მგზავრებისთვის, ვისაც ძია თემურის საბანკო ანგარიშის ნომერი აინტერესებდა, სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს: - იმის გამო, რომ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ გაკოტრებულს ბანკებმა ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს და ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი ვალი, მის ანგარიშზე შესული თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება და კეთილი ხალხისგან გაწეული დახმარებით ვერ ისარგებლებს...
natali
08 აპრილი 2013 22:19
chemo ketilo adamianebo tqven martad gjerat siketis mtesveli " temuri dziasi " ? tqven namdvilad icit misi cxovrebis istoria? es rom icodet aset ketil adamianad ar warmoidgendit am pirovnebas... es aris pirovneba romelsac sindisi saertod ar awuxebs, romelmac ar icis raari sikete, da romelsac araaqvs upleba saertod siketeze da siyvarulze isaubros .. am borotma adamianma gza sharaze datova misi uaxloesi megobari 2 mwirewlovan bavshvebtan ertad... dges ki siketeze, siyvarulze, da madlierebaze saubrobs... am pirovnebas saertod araaqvs upleba bednierma iaros qveyanaze.. dges ki siketes mtesvel pirovnebad moaqvs tavi.. ess aris mcire kmentari mis shesaxeb , romelzec shemidzia dzalian bevri gesaubrot da kargad agixsnat tu rogori pirovneba brdzandeba sinamdvileshi igi ...
nata
08 აპრილი 2013 22:16
" temuri dzia " ketilo mdzgolo nutu ar grcxvenia gvtis shvilad rom mogaqvt tavi kargad gaixsene kutaisi da sheni warsuli... avtoqarxana dzveli megobrebi.. da amis shemdeg upleba gaqvt siketeze ilaparakot? gmertis geshinodes .... shens gamo shens uaxloes megobars sasamartloshi aqvs saqme da eqimidan eqimshi gadadis daa jer kiddev ver gamosulan shokis mdgomareobidan ... shengan mat ekutvnit moraluri tu psiqologiuri zaralis anazgaureba... amas emateba bavshvebis sulieri mdgomareobac tu vinme karze daakakunebs patarac ki imis molodinshia saxli ar wagvartvanoo... shen ki viton sauketeso pirovneba xar da turme saqartvelo shenistana mdzgoli arc yolia dges ise mogaqvs tavi ... shen rom ketili da patiosani yopiliyavi unamusod ar gaiqceodi da megobars gasachirshi ar miatovebdi.. megobarss romelmac shentvis ukanaskneli lukmac kii gaigo chado bina da shen unamusod mokitxvis girsic ar gaxade.. mtell saqartvelos gavagebineb rom shen ar xar ketili dzia temo romelic ase guluxvad arigeb kampetebs... shegrcxves, shens gulshi chaixede tu martla aseti ucodveli xar qveynad
andro
06 აპრილი 2013 16:04
აი ძლიერი კაცი კაცი,მუჰამედ ალი,კლიჩკო,ლენოქს ლუისი...ყველაზე ერთად აღებულზე ძლიერი.სულით ძლიერი და სულით ლამაზი.მოდელი ადამიანის,რომელიც ღმერთმა შექმნა.

რედაქტორის რჩევით