არქიმანდრიტი ანთიმოზი: "არ ვიგინები, ეს ჩემი ხმა არ არის"
20-05-2013
არქიმანდრიტი ანთიმოზი: "არ ვიგინები, ეს ჩემი ხმა არ არის"
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"

"პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი"


17 მაისის მოვლენების შესახებ უამრავი ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტით. მათ შორის განხილვის თემად იქცა კადრები, სადაც სასულიერო პირი იგინება. არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს ხმა მისი არ არის...

- როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი, ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები.
ეს ჩემი ხმა არ არის. ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას ვებრძვი და ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემი თანდასწრებით არ შეიგინონ.
30-30-ჯერ გაუშვეს "I არხმა" და "რუსთავი2"-მა ეს სიუჟეტი. რატომ არ დაადგინეს, ხმა ნამდვილად ჩემი იყო თუ არა? რატომ ბილწავენ საზოგადოებას?

- შესაძლოა თქვენ არ იგინებოდით, არ ჩხუბობდით,
მაგრამ სასულიერო პირების მონაწილეობით ძალიან არასასიამოვნო კადრები ხომ დაფიქსირდა.

- ვეცადეთ, რაც მოხდა, არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთი საათი ვეხვეწებოდით 30-40 გასულელებულ ბავშვს, რომ არ ჩაეტარებინათ აქცია, რათა მათ წინააღმდეგ გამოსვლას აგრესიული ფორმა არ ჰქონოდა, მაგრამ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, არ დაიშალოთ, უნდა გამოხვიდეთო...
საქმე იმაშია, რომ ათასობით ადამიანი გამოსული იყო არა იმ ბავშვების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ცდილობს ცოდვის, ანტიქრისტეს იდეოლოგიის გაბატონებას. მათ წინ აფარებული ჰყავთ ეს გასულელებული ბავშვები.

- ასეთი კადრიც დაფიქსირდა, რომ სასულიერო პირი ტაბურეტით გარბის.
- ამ სასულიერო პირს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა, თავს სუსტად გრძნობდა და აქციაზე ტაბურეტით იმიტომ წამოვიდა, რომ დაღლილობისას ჩამომჯდარიყო. გეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვართ იმ ხალხის გენის, ასი ათასი ქართველის, რომელმაც მეტეხთან ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებს არ დაადგა ფეხი.

- ისინი შეეწირნენ რწმენას და ასე გახდნენ სამაგალითონი. 17 მაისის ამბები სამაგალითო იყო?
- დიახ. ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ანტიქრისტემ ვერ დაიდგას ტახტი და ივერია გაბრწყინდეს. პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მანკიერება.

- ბრძოლის ქრისტიანული მეთოდები თავ-პირის მტვრევისგან ცოტა განსხვავებული ხომ არ არის?
- არავისთვის დაგვიმტვრევია თავ-პირი. პატრულს ვეხმარებოდი, რომ მშვიდობიანად გასულიყო მიკროავტობუსი, რომელსაც ხალხი მივარდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ, ვერ გავაკონტროლებდით ყველაფერს. სასულიერო პირი რომ ვინმეს სცემდეს, ასეთი კადრი არ არსებობს.

- ორგანიზატორებმა ვერ გათვალეს, რომ ვერ გააკონტროლებდნენ ხალხის მასას?
- არანაირი ორგანიზატორი არ გვყოლია. ითქვა და შევიკრიბეთ. აბა, როგორ ვებრძოლოთ ასეთ მანკიერებებს? სახარებაში წერია, რომ ბზობას იესო ქრისტე დიდებით რომ შევიდა იერუსალიმში, პირდაპირ სოლომონის ტაძარს მიადგა, შოლტი გააკეთა და დაერია იქ გამართულ ბაზარს, ეს არის ღმერთის სამლოცველო სახლი და თქვენ ქვაბის ავაზაკნი ხართო...

ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, იმ წიაღიდან, საიდანაც თქვენ, ერთნაირები ვართ. ციდან ჩამოფრენილები არ ვართ და გადაცდომა ემოციისას ყველას შეიძლება დაემართოს.

- თქვენ ხომ ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ?
- გეთანხმებით, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ.
lado
01 ივნისი 2013 08:26
ქცხვენოდეთ ყველას!!!!!!! ვინც ასეტ კომენტარებს დებთ,, როცა გაიგებთ რო ეს ნამდვილად არიყო არქიმანდრიტის ნამდვილი კადრები მაშინ გმერთს შენდობა თხოვეთ! დებთ დგეს აქ კომენტარებს და სასულიერო პირებს შეუროცხობთ,, იმალებით და ნამდვილ სახელსაც არ დებთ კომენტარში, ქართველი სასულიერო პირები კოველთვის იცავდნენ საქართველოს მტრისგან!!! და ეს საცოდავი ხალხი მარტლა რო საცოდავი! გამოდიან და ქვეყანას ყვრნიან? მტრების მეტი არარიან? ამატზე მეტი მტერი რუსეთია? თუ რომელიმე ქვეყანანა,, ეს ნამდვილი მართმადიდებლაბა რომ საქართველოს იცავ ასეთი ხალხისგან.. ყველამ წაიკითხეთ ეს კომენტარი დაუპიქრდით ყველაფერს! ქცხვენოდეთ მღვდლებს უყურებთ და სხვა დანარჩჰენს იქ რაც იყო? იმაზე არაფერს ამბობთ.ფუი თქვენ ქართველობას
mari
25 მაისი 2013 15:15
ევროკავშირი ინცესტის ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს _______ ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანის ლეგალიზაციის შემდეგ, ევროკავშირი ინცესტის (სისხლის აღრევა) ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ, უცხოური მედია იუწყება.

ევროპელი პოლიტიკოსები ინცესტზე, როგორც "გენდერულ ნორმაზე" საუბრობენ. ზოგიერთების შეფასებით, "ჰომოფობიასთან" ერთად საჭიროა "ინცესტოფობიის" მნიშვნელობის დამკვიდრებაც.

"ახალი გენდერული საზოგადოება" ინცესტის ლეგალიზებას თავდაპირველად შვედეთში, დანიასა და შვეიცარიაში გეგმავს.

ევროპელ პოლიტიკოსთა აზრით, "გენდერულ ნორმად" უნდა იყოს მიღებული, სექსუალური კავშირი დედ-მამასა და შვილს შორის, დასა და ძმას შორის და ასევე ყველა სისხლით ნათესავს შორის. ამასთანავე, ყველა "ინცესტოფობი" უნდა დაისაჯოს.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის მთავრობის ინიციატივამ ჯერ კიდევ 2010 წელს გამოიწვია სკანდალი, როდესაც ინცესტის ლეგალიზაციის საკითხი დააყენა. მაშინ, შვეიცარიის სახალხო და ეროვნულ-ევანგელისტურმა პარტიამ აღნიშნულმა ინიციატივამ აღაშფოთა.

2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესმა "ასეთ სექსუალური ორიენტაციის" სტატუსის მქონე პირებს, ისეთებს როგორიცაა: ზოოფილია, ინცესტი, პედოფილია, ნეკროფილია, ფედერალური და იურიდიული დაცულობის პირობა მისცა.

მოემზადეთ მომხრეებო მალე დედის და შვილის ერთად დაწოლასაც მოგთხოვენ ევროპელები ფუი!!!!!
mari
25 მაისი 2013 15:14
союз воинствующих БЕЗБОЖНИКОВ С С С Р___________ესენი ხართ თქვენ მართლა, კომუნისტებმაც ეკლესიასთან ბრძოლით დაიწყეს!!!!

რედაქტორის რჩევით