"გაიტანეთ სტრიპტიზბარი! - ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"
20-05-2013
"გაიტანეთ სტრიპტიზბარი! - ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"შანგრილა" არ დახურეს და ამას დახურავენ?"

"ეს ბიზნესია, ფული ჩავდეთ და ხომ უნდა ამოვიღოთ?!"


"ერთი თვეა, რაც რუსთავში "სტრიპტიზბარი" გაიხსნა და ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. კომპეტენტური ორგანოები თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, იძულებული გავხდებით, ამ ბარის კარი ავჭედოთ. პირველივე დღეებში მოვიქცეოდით ასე, მაგრამ მერე ვიღაც პროვოკატორი იტყოდა, - აი, ნახეთ, ახლოს ეკლესია დგას და ხალხი მღვდლებმა წააქეზესო. მით უმეტეს, რომ ბარის მეპატრონე აზერბაიჯანელია, არ არის გამორიცხული, ვისაც ძალიან უნდა ქართული ეკლესიისთვის
მოძალადის იმიჯის შექმნა, ჩვენი პროტესტიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენოს. არადა, ჩვენ მხოლოდ ძილი და სიმშვიდე გვინდა. გაიტანეთ ეს სტრიპტიზბარი!" - ასეთი წერილით მიმართეს სამართალდამცავებს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩა #16-ში მცხოვრებლებმა.


რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის ერთ მხარეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დგას, მის წინ კი სტრიპტიზბარია, რომელსაც მოცეკვავე, შიშველი ქალის
გამოსახულებიანი უზარმაზარი აბრა "ამშვენებს".
გოგიტა მელიქიძე, რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი: - ეკლესიიდან გამოსულს შიშველი ქალის ეს უზარმაზარი აბრა გეფეთება. მეჩეთის და სინაგოგის წინ მსგავსი ტიპის დაწესებულების არსებობას დაუშვებენ?! სტრიპტიზბარამდე აქ აზარტული თამაშების სახლი იყო, სადაც ათასგვარი უბედურება ხდებოდა. ის დახურეს და უარესი გახსნეს. თითქოს ვიღაც განგებ ცდილობს, ხალხს მოთმინება დააკარგვინოს. ვიღაც იტყვის, ნუ შეხვალ და აზარტული თამაშების სახლიც დაიხურება და სტრიპტიზბარიცო, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ არ არის სრულყოფილი,  ყველას არ შეუძლია, ცდუნებას გაუძლოს. გვიან ღამით აქ საშინელი ჩხუბი იმართება, მთვრალები მეძავებს ვერ იყოფენ და ხოცავენ ერთმანეთს.

ნანა ნანობაშვილი, მესხიშვილის ქუჩის მობინადრე: - შენობა, რომელშიც სტრიპტიზბარი გახსნეს, რამდენიმე წლის წინ კანონდარღვევით აშენდა. ბევრი ვიყვირეთ, მაგრამ... საცხოვრებელ კორპუსსა და მის გვერდით მდგომ შენობას შორის დაშორება ხომ უნდა ყოფილიყო. ნებართვის გამცემმა არაფრად ჩააგდო საკანონმდებლო ნორმები და მეპატრონე თავზე დაგვასვა. ისიც ისე აქირავებს, არ აინტერესებს, შევწუხდებით თუ არა.

ლელა ღონღაძე, პედაგოგი: - სტრიპტიზკლუბი იხსნება ქალაქში, სადაც მოსწავლეებისთვის ნორმალური სასწავლო დაწესებულებები არ გვაქვს. ყოველ ღამით ყვირილი, ჩხუბი, უწმაწური სიტყვების კორიანტელი ისმის. ასეთი ხოცვა-ჟლეტა იყო მაშინაც, როდესაც აქ აზარტული თამაშების სახლი იყო, მაშინ ფულს ვერ იყოფდნენ, ახლა - მეძავებს. აღკვეთონ ეს ღრიანცელი და უზნეობა! თუ პოლიცია ვერ მოგვიგვარებს ამას, სასამართლოს მივმართავთ!

ნინო შუბითიძე, მესხიშვილის ქუჩის მობინადრე: - რამდენჯერმე პედაგოგმა მისაყვედურა, რატომ დროზე არ აძინებთ შვილს, გაკვეთილზე ეძინებაო. ჩემი შვილი ღამით ტირის, ხმაური არ მაძინებსო.  მობრძანდით და ნახეთ, რა ხდება-მეთქი. აქაურობა სასაკლაოდ არის ქცეული, დილით სისხლის გუბეები გვხვდება. ერთი ბიჭი მოკლეს, დაჭრის შემთხვევებს ვეღარც ვითვლით.

გელა სალუქვაძე, მესხიშვილის ქუჩის მკვიდრი: - ბავშვებს ინტერესი უჩნდებათ, ცდილობენ, დაწესებულებაში შეაღწიონ და ნახონ, რა არის სტრიპტიზი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ასეთი კლუბი ეკლესიის წინ დგას. სირცხვილია ადამიანების აზრისა და აღმსარებლობის ასეთი უპატივცემულობა. ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსნიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?

"კვირის პალიტრა" სტრიპტიზკლუბსაც ეწვია. მეპატრონე არ დაგვხვდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, რომ მათი დაწესებულება არც ბორდელია და არც მეძავები ჰყავთ.
- ჩვენთან ღირსეული ხალხი დადის, განსხვავებით იმ ბარებისგან, სადაც სპეციალური მაგიდებია მეძავებისთვის. მუსიკის ვიბრაციის პრობლემა გვაქვს, ვერაფრით ჩავახშვეთ, თუმცა ვეცადეთ. რაც შეეხება ბორდელს, ეს ცილისწამებაა. ვერ გავთვალეთ, რომ ეკლესიის წინ არ გაგვეხსნა კლუბი, მაგრამ სხვა ადგილზე შენობა ვერ დავიქირავეთ. ვეძებთ ფართს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ამასთან, ეს ბიზნესია, აქ ფული ჩავდეთ და ხომ უნდა ამოვიღოთ?! ეს აბრაც ხალხის მოსაზიდად არის, თორემ რა სტრიპტიზი, ერთი მოცეკვავე გვყავს, ხუთი წუთი ტრიალებს ბოძის გარშემო და მერე ყველა თავისთვის ცეკვავს. ეს ბიზნესიც რომ არ გვქონდეს, რა ვაკეთოთ?" - დაიჩივლა კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მესხიშვილის ქუჩელთა ერთი ნაწილი ეჭვობს, მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღოს. საპატრიარქოს გვერდით "შანგრილა" არ დახურეს და ამ კლუბს დახურავენო? - აAმბობენ შეწუხებულები.
lika
28 მაისი 2013 20:42
რატომ ვიბლოკები?რამე ცუდი დავწერე?ვიცი რაც მანდ ხდება მეთქი და რა სამნარცხვინო ამბავია,რომ წლებია ნაცებმა მიუშვეს ყველანაირი უზნეობა თავის ნებაზე და პირიქით-ხელი შეუწყეს.
lika
28 მაისი 2013 19:01
ნამდვილად სიმართლე წერია ჩემო კარგებო,სამწუხაროდ,ჩემთვის ცნობილია ეგ ფაქტები!ეს იმიტომ ხდება რომ ყველანაირი უწესობა შემოიღო მიშამ და "გააბლატავა" ყველა ამის ჩამდენი.ხალხი კი დააჩლუნგა,გააღარიბა,მუცელზე დამოკიდებული გახადა,ყველას არ ეხება ეს.მე არ ვმალავ 8 წელია მაგათ მიმართ სიძულვილს და კარის ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებენ და კარზე მაყურადებდნენ თურმე ნაცების აგენტები,უბნის,რომ გაეგოთ ვისთან რას ვლაპარაკობდი და რა კავშირი მქონდა.ამ ეკლესიის მამაომ კი რა ქნას?კანონი არ აძლევს არაფრის საშუალებას.ბარი ღამის 11-12 საათზე იხსნება. ქადაგებაში ყველაფერს ეხება რაც საჭირბოროტოა ქვეყანაში,-სათანადოდ განიხიოლავს,ინტელექტუალური პიროვნებაა.
გიორგი.
27 მაისი 2013 22:21
ჯობია მაგ ბარდელში იაროს ახალგაზრდობამ ისევ ვიდრე ათასი სისულელე აკეთოს :)) ლგბტ–ს წინაამღდეგი ვარ მაგრამ საქართველოში სექსის ნაკლებობა რომ არის ცხადია

რედაქტორის რჩევით