"ბატონო ელჩო, მთელ ერს ამ გზით ნატოში მისაღებად ვერ წაკ...ზავთ!"
03-06-2013
"ბატონო ელჩო, მთელ ერს ამ გზით ნატოში მისაღებად ვერ წაკ...ზავთ!"
რატომ დაუბლოკეს თამარ ივერს კონცერტი

"გამაოგნა პრეზიდენტის ცალსახა, შავთეთრმა განცხადებამ, "არიქა, თავი მოგვეჭრა, ევროპა და მსოფლიო ჩვენზე რას იფიქრებს, წლების მანძილზე ძლივს მივაღწიეთ ევროპის ოჯახში გაერთიანებასო"... ბატონო პრეზიდენტო, გასაგებია, რომ წლების მანძილზე დასავლეთის, განურჩევლად მისი კარგის თუ ცუდისა, გუნდრუკის კმევით არ იღლებოდით და არც ახლა იღლებით, მაგრამ პირადად მე, ადამიანი, რომელიც ყველანაირ ძალადობას ვგმობ, ბევრი გეიმეგობარი მყავს, აბსოლუტურად ამაყი ვიყავი იმ ფაქტით, თუ რა გვარიანად შეაფურთხა ქართველმა საზოგადოებამ თქვენი (და
არა მხოლოდ თქვენი) გუნდის ხელშეწყობით გამართულ აქციას. აპატიეთ ერს, რადგან აქციის ორგანიზატორებს ამჯერადაც კოვზი არა ნაცარში, არამედ... სოფლის ტუალეტების ფსკერზე რომ მასაა, იმაში ჩაუვარდათ. თუ ვინმე თქვენ მიერ უცხოეთში "შებმულ" ფრენკს ან ჯონს "მაყუთის" და ინვესტიციის ჩადება სურს საქართველოში, კი ბატონო, ჩადოს, თავადაც იხეირებს და
ჩვენს ქვეყანასაც ახეირებს, მაგრამ ერთს გთხოვთ:

გამალებული ნუ ეწევით ხალხის მენტალიტეტში დასავლეთის "ფეკალური მასების" შემოტანა-პროპაგანდას. ნუ გსურთ, ეს მასა ლამაზ პაკეტში შეფუთოთ, "შანელის”სუნამო მოაპკუროთ და ხალხს სამკურნალო, გამაჯანსაღებელ ტალახად წარმოუჩინოთ.

რაც უნდა ეწყინოს "მეგობარ დასავლეთს", ქართველმა ხალხმა გენიალურად იცის, რომელი ხილი ჭამოს დასავლეთის მიერ შეთავაზებული მენიუდან და რომელი - არა. რას იზამთ, ასეთი უზრდელი და მოძალადეა ქართველი ერი, რომელსაც თქვენსავით მიკროფონიანი ტრიბუნის აქეთ-იქით გორიალი, გრძელი სიტყვები და "ძიპლამაწიჩნი" საუბარი არ ეხერხება. რა ამბავიც არ მოსწონს, იმ ამბავს მოკლედ და კონკრეტულად "ყბაში ადებს"! ხშირად კი, სწორედ "ყბაში მოდებაა" საჭირო, რომ მომავალში როგორც ერი უფრო დაფასდე და ანგარიში გაგიწიონ. დღეს კიდევ ბატონმა ამერიკის ელჩმა განაცხადა, ვინც აქციას არბევდა, ის ხალხი ნატოს წინააღმდეგიაო. არა, ბატონო ელჩო, ვინც აქციას არბევდა, ისინი ჯერ კიდევ თქვენგან გაურყვნელი "სუფთა სისხლის" ქართველი ახალგაზრდები იყვნენ. არ დამავიწყდება აკანკალებული ახალგაზრდა, რომელმაც ტელეკამერაში განაცხადა, "ხალხო, 50 კაცისთვის ათი ათასი კაცი გამოვედით ქუჩაში, რადგან 5 წლის ბიჭი მეზრდება და მისი გონების შებილწვას არავის შევარჩენო". ჩემი მხრივ კი გეტყოდით, ბატონო ელჩო, რომ მიმიფურთხებია იმ თქვენი ნატოსთვის, ვინც მაიძულებს, ჯერ ამ ყოველივეს შეეგუე, ნება დართე, გააპიარე და მერე მიგიღებთო.

ასეთი შეიძლება, 20, 30 და თუნდაც 100 კაცი გამოერიოს თქვენდა საამებლად, მაგრამ მთელ ერს ამ გზით ნატოში მისაღებად ვერ წაკ...ზავთ! საქართველო ნატომდეც და საერთოდ ამერიკის სახელმწიფოს შექმნამდეც ბევრი საუკუნით ადრეც მშვენივრად არსებობდა. რას ვიზამთ, ბატონო პრეზიდენტო, ასეთი უზრდელი და ყბაში მომდები ახალგაზრდობა რომ გყავთ. ალბათ, სწორედ იმიტომ ვართ ასეთი უძლიერესები რაგბიში, ძიუდოში, ჭიდაობაში, სამშობლოს დაცვაში და ყოველივე კაცურში, რითიც ასე ამაყობთ ხოლმე. ქართველი კაცი ოდითგანვე ვაჟკაცობის სიმბოლო იყო და მისი განუყრელი ატრიბუტი ჩოხა და ხმალ-ხანჯალი იყო. და თუ ეს ყოველივე გრძნობა ჩაკალით მათში, მაშინ რისი მიღწევა გსურთ? ირაკლის, გიორგის, ზურაბის ნაცვლად თბილისი სამომავლოდ ლუ ვუიტონის ჩანთებგადაკიდებულ, დოლჩე&&&გაბანას ფეხსაცმლიან, კრისტიან აუდიჟეს მაისურიან, მანიკიურებიან და "ლორეალის" გელით ვარცხნილობადაყენებულ იკაკო, გიკაკო, ზუკაკოებს დავუთმოთ? და ამ ხალხის მასების გაზრდითა და ხელშეწყობით აპირებთ მომავალში ჯარის გამაგრებას, რაგბის თუ ჭიდაობის ოლიმპიადების მოგებას, ავღანეთის სამშვიდობო ჯარებში გაგზავნას და, სხვა თუ არაფერი, სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებას?! ამ კატეგორიის ბიჭუნებს სოხუმისთვის ბრძოლას სან-ტროპეში და ნიცის პლაჟებზე დასვენება რომ ურჩევნიათ, ეგეც კარგად იცით.

ჩემს გეიმეგობრებს საქართველოში ჩემგანაც და ხალხისგანაც სრული კომფორტი აქვთ. მათ არავინ ზღუდავთ, მეტიც, ბევრად დახვეწილი, რაფინირებული გემოვნება, ხასიათი და მანერები აქვთ, ვიდრე ქართველ ბიჭებს, მაგრამ ეს ყოველივე ხომ მაინც სექსუალური გადახრაა და ძალიან ღრმა და დიდი ისტორიის მართლმადიდებლურ საქართველოში მას არ სჭირდება აღლუმები, ფეიერვერკები, ბუშტები, აგიტაცია-პროპაგანდა და ძახილი, რა მაგარი, ცივილიზებული, გამოსული COOL-ხალხი ვართო.
ეს ყოველივე ბავშვების ფაქიზ ბუნებაზე დამანგრევლად მოქმედებს, მით უმეტეს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით გეი 50 ადამიანიდან დიდი-დიდი სამი დაიბადოს, დანარჩენებს იგი სწორედ მოდის აყოლისა და ასეთ წრეში შესვლის შემდეგ უბრალოდ შეძენილი აქვს.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი გულისტკივილით აღვნიშნავ იმას, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ძალადობას გამართლება არა აქვს. მამაოების ადგილიც, ვფიქრობ, უფრო ეკლესიაშია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სიმსივნის მეტასტაზები ჩანასახშივე უნდა მოიკვეთოს და მედიცინაში ამისათვის ყველა ხერხი მიღებულია. თუ დღეს დახუჭავ თვალს, ხვალ ერთსქესიან ქორწინებას მოითხოვენ, ზეგ ბავშვების აყვანას და ნამდვილად არ მსურს საქართველო, სადაც მუდამ ასე მომიხარია, ამსტერდამის კვარტალებს დაემსგავსოს. ბატონო პრეზიდენტო, თავადაც ორი ბიჭის მამა ბრძანდებით და, ალბათ, სურვილი გაქვთ შვილებმა კაცურად გასახელონ (ანდა, მაპატიეთ, მაგრამ ვინ უწყის, იქნებ იმდენჯერ გაქვთ ოჯახთან ერთად მოვლილი ჰოლანდიის და ამსტერდამის წითელი კვარტალები, რომ ვაჟების ნებისმიერი "გადახრილი" გადაწყვეტილება სრული ტოლერანტული სიმშვიდითაც მიიღოთ). თქვენი ოჯახი, რა თქმა უნდა, თქვენი ციხესიმაგრეა, მაგრამ ქართული, ტრადიციული ოჯახები ასე არ ფიქრობენ და
ძალიან გთხოვთ, ქართველი ხალხის მენტალიტეტს ნუ აზიანებთ და "სუპის ჩამჩით" თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ნუ ატენით ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს.

მიაღწია მავანმა საწადელს 50 აწივლებული მოაღლუმესთვის, უკვე ხალხი არაადეკვატურად იწერება ამ საიტზე, "აღარ მინდა მართლმადიდებლობა", "მაგ მამაოებთან აღარ შევალ ტაძარში, "საერთოდ, კათოლიკობა უნდა მივიღოო." მე იმ ქართველისა რა ვთქვი, ვინც 50, თუნდაც დარბეული მოაღლუმესათვის, თავის რელიგიას დაუპირისპირდება. ეგეთი სულით მერყევი ადამიანების ადგილი მართლა არ უნდა იყოს მართლმადიდებლურ სამყაროში. ყველამ მაპატიოს, თუ სტატუსი ზედმეტად "თავხედური და ხმამაღლა ნათქვამი" გამომივიდა. სადაც საჭიროა, დიპლომატიურ საუბარსაც ვერავინ მასწავლის. ჩემს სტატუსს კი, ვინც ჩემზე გაბრაზდა, დიდი ილიას ლექსით დავასრულებ: "ჩემზედ ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს - ეს ხომ ცხადი სიძულვილია! ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია!"
პატივისცემით, თამარ ივერი"

მომღერალმა ეს განცხადება 17 მაისის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტს მისწერა. პარიზის ნაციონალური ოპერის ოფიციალურ ვებგვერდზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ ივნისს დაგეგმილი თამარ ივერის კონცერტი გაუქმდა და მის ნაცვლად Kკაროლინა ურლიხი იმღერებდა. პარიზის ნაციონალური ოპერის ხელმძღვანელობა ოფიციალურ მიზეზად მომღერლის ავადმყოფობას ასახელებს, თუმცა გავრცელდა მოსაზრება, რომ სწორედ ეს წერილი გახდა კონცერტის ჩაშლის რეალური მიზეზი. არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" წერილი თარგმნა და საფრანგეთის ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუგზავნა, რაზეც მათ რეაგირება მოსთხოვა და მოახდინეს კიდეც - კონცერტი გაუუქმეს.  როგორც “"იდენტობის" მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, თამარ ივერმა თავისი რეპუტაცია გამოიყენა, რათა საჯარო ჰომოფობიური განცხადებები გაეკეთებინა და პრეზიდენტს ქართული ტრადიციების განადგურებაში დასდო ბრალი.

უკავშირდება თუ არა კონცერტის გაუქმება მომღერლის განცხადებას, დაზუსტებული არ არის. მრავალი ცდის მიუხედავად, თამარ ივერმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ქეთი საგინაშვილი
კახნი
19 მაისი 2016 18:31
მომეწონა რაააა
manana
15 ივნისი 2013 07:16
ძAლიან კარგი, რომ დაუბლოკეს! ჩამობრძანდეს აქ, იცხოვროს ჩვენნაირად და მერე გვმოძღვროს! "ფეკალიების" სუნს მოშორდება და თან რეალურად იაზროვნებს!
giorgi
13 ივნისი 2013 22:33
დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები