10-06-2013
"22 წლის თურქი ახალგაზრდა ვარ, როგორც ქართველი კი, ვარ ასე, 2013 წლის შუახნის ადამიანი"palitraTV-ზე ძალიან პოპულარულ თურქულ სერიალში - "ეზელი", ვარლამ ნიკოლაძე მაფიოზური დაჯგუფების მეთაურია
ვარლამ (ლალი) ნიკოლაძეს ქართველი აუდიტორია კარგად იცნობს. მისი შესრულებული ზურაბის როლი ფილმში "ზოგი ჭირი მარგებელია" მოარულ მხიარულებად იქცა და "მოიდა ზურაბა" - ფრთიან ფრაზად... თეატრის მოყვარულთა წრეს ახსოვს მისი დაარსებული, მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი "ექო", სადაც სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობები იდგნენ სცენაზე და თავისი თამაშით
ცოტა ხნის წინ, palitraTV-ზე ძალიან პოპულარული თურქული სერიალის - "ეზელის" ჩვენება დაიწყო. სერიალში ბატონი ვარლამი ერთ-ერთ როლს ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არცთუ დიდი ხნით რჩება, ქართველმა მაყურებელმა სიხარულით მიიღო მისი გამოჩენა. ვარლამ ნიკოლაძე თურქეთში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს, მას მერე, რაც XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ტრაგიკული მოვლენები განვითარდა. იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას "ინტელიგენციის დარბაზს" ხელმძღვანელობდა და კომუნისტური რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებაზე ოც-ნებობდა, "სამშობლოს მოღალატე", "ოდიოზური ფიგურა" და კიდევ ათასი სხვა სისუ-ლელე უწოდეს. ამიტომაც აღმოჩნდა თურ-ქეთში... ქართველებისთვის კარგად ცნობილია, ვინ ხართ, მაგრამ თურქეთში როგორ გიცნობენ-მეთქი, ვკითხე:
- ალბათ, გეტყვიან,“ვარლამ-ხოჯაო. ხოჯა თურქულად რამდენიმე აზრით იხმარება და ყველა შემთხვევაში პატივსაცემ და ავტორიტეტულ კაცს ნიშნავს: მოძღვარი, მასწავლებელი, საქმის მცოდნე და გზის გამკვლევი... რეჟისორიც ხოჯაა და ფეხბურთის მწვრთნელიც... თურქეთის მთელი თეატრალური სამყარო ასე მიცნობს, რაღა დაგიმალოთ და, მეც მსიამოვნებსო.

ორ ცეცხლშუა აღმოვჩნდი, ერთი მხრივ, ბატონი ოზდემირ ნუტკუ (საქართველოს მასშტაბით უცნობილესი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი) მეპატიჟებოდა იზმირში მის მიერ გახსნილ სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულ-ტეტზე პედაგოგად, მეორე მხრივ, ბატონი ჯუნეით გოკჩერი (საქართველოს მასშტაბით დიდი აკაკი ხორავა) - ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე. იზმირში 11 წელი ვიმუშავე, ჩემი გამოზრდილი მსახიობები დღეს თურქეთის თეატრისა და კინოს ვარსკვლავები არიან. მერე მაინც მომიწია ბილკენტ-ში”მუშაობამ. 5 წელი სტამბოლის მალტე-პეს”უნივერსიტეტში თეატრალური კათედრის გამგე ვიყავი.
ჩემს ხელში დაახლოებით 500-მა სტუდენტმა გაიარა. აქედან 400 უდავოდ ნიჭიერი იყო, 200 - ძალზე ნიჭიერი. მაგრამ სავსეა აქაურობა უმუშევარი ნიჭიერებით. ყველაზე ყოჩაღები სერიალებში შოულობენ საქმეს, მაგრამ ეს დროებითია.
- სერიალები ჩვენთან ძალიან პოპულარულია, რა ხდება თურქეთში?
- თურქეთში თურქულ ენაზე მაუწყებელი დაახლოებით 200 სატელევიზიო არხია. მათ შორის დაახლოებით 50 არხი იმდენად ძლიერია მატერიალურად, რომ ყოველი მათგანი ერთდროულად 2-3 სერიალს იღებს. ზოგიერთი მთავარი როლის შემსრულებელი თითო სერიაში 50.000 ლირას (რაც იგივეა, რაც 50.000 ლარი) იღებს. თითო სერიას ერთ კვირაში იღებენ. ზოგი თეატრზე ჩემსავით შეყვარებული თანხმდება ნებისმიერ სერიალში თამაშს, აგროვებს ფულს და თავის თეატრს ხსნის... მერე გაკოტრდება და ისევ ეძებს როლს.
- პალიტრა TV-ზე ძალიან საინტერესო სერიალი "ეზელი" გადის. როგორ მოხვდით ამ სერიალში?

შემდეგ "ეზელში" მიმიწვიეს. მაფიოზური დაჯგუფების მეთაურს ვთამაშობდი, მხოლოდ სამ სერიაში ვარ, რადგან სცენარის ავტორს ინსულტი დაემართა, ერთი ნიჭიერი სცენარისტი ქალი დაახმარეს და... სიუჟეტი შეიცვალა, ჩემი გმირისთვის ადგილი აღარ აღმოჩნდა. "ეზელი" მართლაც წარმატებული პროექტია, მძაფრსიუჟეტიანი, კრიმინალური დეტექტივი ჩახლართული სიუჟეტით სიყვარულსა და მტრობაზე, ერთგულებასა და ღალატზე, მაფიის დაუწერელი კანონების ულმობლობასა და სისასტიკეზე.
ფილმში თურქეთის თეატრის ლეგენდა თუნჯელ ქურთიზი და თანამედროვე თურქული თეატრის სიმბოლო ჰალუკ ბილგინერი თამაშობენ...
სასიამოვნოა, რომ ეს სერიალი თბილისში თქვენი ტელეარხით გადის, ეს ჩემთვის ერთგვარი მიახლებაა სამშობლოსთან.
- თქვენ ტელევიზიაშიც მუშაობდით და ქართულად მიგყავდათ საინფორმაციო გადაცემა, თურქეთში XX საუკუნის 90-იან წლებში ვინ უსმენდა მას, ლაზები?

- თქვენს შემოქმედებით გეგმებში საქართველო აღარ იკვეთება?
- ჩემს გეგმებში საქართველო ყოველთვის იყო და იქნება. 22 წელია თურქეთში ვარ, აქაურებთან ერთად გადავიტანე შიდა თუ გარე დაპირისპირება, მიწისძვრა, წყალდიდობა... აქედან გამომდინარე, 22 წლის თურქი ახალგაზრდა ვარ, როგორც ქართველი კი, ვარ ასე, 2013 წლის შუახნის ადამიანი. გეგმა და იდეა ბევრი მაქვს. შევარდნაძის შავბნელი პერიოდი რომ დამთავრდა, მიხაროდა, ახლა გამოსწორდება ყველაფერი-მეთქი. აქედან ვუყიჟინებდი ჩემს მანდაურ მეგობრებს, არიქა, ხმა მიეცით სააკაშვილს, ეგ გადაარჩენს საქართველოს-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მწარედ შევცდი. უამრავი წერილი გავუგზავნე, - ჩამოვალ "ექოს" აღვადგენ, ეს უნიკალური თეატრი იქნება-მეთქი, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ, საქართველოში მომრავლდა დაჭმუჭნილი ბოთლებისა და გიგანტური ველოსიპედების ქანდაკებები... ბოლო არჩევნების მერე კი ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა.
ახლა იზმითში კერძო თეატრალურ სკოლაში ვასწავლი, პატარა კერძო თეატრებში ვდგამ სპექტაკლებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იზმითის შემოგარენში თავმოყრილია უამრავი ქართული სოფელი. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, აქ დაბადებულთა უკვე მეოთხე თუ მეხუთე თაობაა და დაახლოებით 1 მილიონი უნდა იყოს... 30-35 წელს მიღწეულებმა ქართული უკვე აღარ იციან. მხოლოდ ის იციან, რომ ქართველები არიან. მინდა აქ ქართული კულტურის ცენტრი გავხსნა. თურქეთში არის რამდენიმე ფრანგული, ამერიკული, იტალიური, გერმანული თუ რუსული კულტურის ცენტრი, რომელთაც თავისი სახელმწიფო აფინანსებს. მეც მოთმინებით ველოდები, იქნებ საქართველოც დაინტერესდეს.