"უწმინდესს ერთი თხოვნა ჰქონდა, - წმინდა ნინოს როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა"
10-06-2013
"უწმინდესს  ერთი თხოვნა ჰქონდა, - წმინდა ნინოს როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა"
"უწმინდესს  ერთი თხოვნა ჰქონდა, - წმინდა ნინოს როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა"

გიორგი  კერესელიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორია, რომელიც აქამდე მხოლოდ ანიმაციურ ფილმებს ქმნიდა. ემიგრანტმა რეჟისორმა საკმაოდ მძიმე მისია აიღო საკუთარ თავზე. როგორც თავად გვიამბობს, ეს იქნება სურათი, რომელიც  საერთაშორისო დონის ფილმებს გაუწევს კონკურენციას. "ნინო", სავარაუდოდ, ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც წმინდა ნინოს ცხოვრება იქნება ასახული. პატრიარქის კურთხევით გადაღება მალე დაიწყება.

- 23 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ანიმაციურ ფილმებს ვაკეთებდი. თავდაპირველად,
მინდოდა ეს ფილმიც ანიმაციური ყოფილიყო, თუმცა მერე მივხვდი, რომ უნდა გადამეღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. უწმინდესმა ჩათვალა, რომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა შექმნილიყო, თუმცა მას ერთი თხოვნა ჰქონდა, - მთავარი როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა, რათა მას სხვა პერსონაჟი მომავალშიც აღარ შეექმნა.  ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში
სცენარს ამერიკაში ვწერდი, შემდეგ ჩამოვედი და კასტინგი გამოვაცხადეთ.

- როგორც ვიცი, ბევრმა  გოგონამ  გაიარა სინჯები, სანამ მთავარი როლის შემსრულებელს აიყვანდით.
- დაახლოებით 4000 გოგონა მოვიდა კასტინგზე, მაგრამ ნინო ვერ ვნახეთ. ძებნა გავაგრძელეთ და ამაში ფილმში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი, ლილიკო ელბაქიძე  დამეხმარა. მან "ფეისბუკში" ფოტოებს შორის ნიცა კაპანაძის ფოტო აღმოაჩინა. ის 16 წლის არის. არაჩვეულებრივი გოგონაა და ამ როლისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, განსაკუთრებით საოცარი თვალები აქვს. მისი ფოტო უწმინდესს გავუგზავნე, მოეწონა და მთხოვა, სასწრაფოდ ჩამოვსულიყავი და ნიცა მისთვის გამეცნო.

- სად გადაიღებთ  ძირითად სცენებს?
- გადაღებები იქნება კაპადოკიაში, იერუსალიმში, იტალიაში, სომხეთში და, რა თქმა უნდა, ძირითადად, საქართველოში. ახლა მეორე ფაზაში გადავდივართ. ფინანსური შემოთავაზებები არის სხვა ქვეყნებიდან, თუმცა მე ვცდილობ ფილმი იყოს ქართული და დაფინანსებაში საქართველომ მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილმი ხომ აღარ იქნება ჩვენი. ამიტომაც ვარ აქ და ვცდილობ, დავუკავშირდე იმ ხალხს, ვინც წვლილს შეიტანს ფილმის გადაღებაში. ეს ფილმი უპირველესად საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ორი საათის განმავლობაში ეკრანს ვერ მოსწყდებით.

- ვინ ითამაშებს  ფილმში ქართველი მსახიობებიდან?
-  როლები უკვე განაწილებულია. მაგალითად, ზურაბ ბეგალიშვილი ითამაშებს კერპთაყვანისმცემელ ზევახის როლს. ჩემი მიზანია ფილმში რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა მსახიობმა ითამაშოს.

ქეთი საგინაშვილი
datiko48
20 ივნისი 2013 07:27
"ნურავის განსჯი და განსჯილი არ იქნები",რატომ კამათობთ იმ თემაზე რაც თქვენი გადასაწყვეტი არ არის?გაგიმეორებთ:"საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს,ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა,როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა,ისე მოუვა მას.თქვენი ტალანტი რწმენაა,ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც"!მამა გაბრიელი.სამწუხაროდ აქ ბევრი სექტანტი დაბოდიალობს,რომლებიც არიან მართლმადიდებლობის მტრები,წადით იარეთ,იარეთ,იარეთ თქვენს გზაზე,და დანებეთ თავი საქართველოზე და პატრიარქზე ბოდვას!
daviti
14 ივნისი 2013 14:27
პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა, ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებიც პატივს სცემენ სუყველა. თუ რამეს ცუდს იტყვით ვინმე მასზე ეს თქვენვე დაგაკლდებათ და არა მას, რადგანც ქრისტიანი უნდა იყოს ისეთი, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს უნდა მოსწონდეთ და მისგან მაგალითს იღებდნენ. რა იქნებოდა რომ პირველ ქრისტიანებს ეტრაბახათ თავისი განსაკუთრებულობით და ზემოდან ეყურებინათ სხვა წარმართი ერებისათვის? (ქართველებიც ხო წარმართები ვიყავით მაშინ) ქრისტიანობა ხომ არ იქნებოდა მსოფლიო რელიგია?
Giorgi12
14 ივნისი 2013 00:12
ოხ რამდენი გველი შემოსრიალებულა აქ, აგონიის ნიშნებით. "DEVIL " უბრალოდ გაეთრიე და ძალით ფილოსოფოსობას თავი გაანებე, თან რა სახელით შემოთრეული - ვის დასცინი ერთი? .. ან რას ამარიაჟებ?
მეფე და პატრიარქი ერს მართავენ და ზუსტადაც რომ ყველგან უნდა ჩაიხედონ, მათ 10 ტალანტი აქვთ ბოძებული სხვა ადამიანებისგან განსხვავებით. ხოლო ჩვენ პატრიარქს ორივე ჯვრის სიმძიმე აწვება მხრებზე და ორივე გვირგვინი ადგას.

ნინოს სახეს რაც შეეხება, ვინც არ იცით ნუ ამტკიცებთ რაღაცეებს და ნუ წუხდებით - ეს სწორედ ის სახე და ის გოგოა ვინც წმ. ნინო უნდა ითამაშოს, თქვენ არ იცით წმ. გიორგის და წმ. ნინოს სახეები და მათი თვალები, მათი სახება. ცოტა უნდა გაგიმართლოთ რომ შეიცნოთ, მარტო დანახვა არაა საკმარისი. სახის დანახვა საკმარისი არ არის, სული უნდა დაინახო და მთელი სახება გეცოდინება. ამ გოგოს, ცხვირიც ზუსტად ისეთი აქვს როგორიც უნდა ქონდეს, და სახის კანიც ზუსტად ისეთი როგორიც კაბადოკიურ ფრესკებზეა ნახატი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები