"თქვენს ტ...ებს მიხედეთ!" - კვირის პალიტრა

"თქვენს ტ...ებს მიხედეთ!"

რამ გააღიზიანა ნუკა გვალია

"ყველა გაბოროტებულ და შურიან ადამიანს მივმართავ: ნუ გასკდებით შურით შუაზე, ისევ თქვენ დაგაკლდებათ, მე - არა!"

მუსიკალური პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე ნუკა გვალია ორსულადაა. ამის შესახებ ნუკამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა და ორსულობის ტესტის ფოტოც გამოაქვეყნა. ეკა კვალიაშვილის ქალიშვილს წარმატებული მომღერლის მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა პოპულარობამ ნუკა ზედმეტი ყურადღების ცენტრშიც მოაქცია - მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ორსულობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, უამრავი კომენტარი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რამაც ნუკა კარგა გვარიანად გააღიზიანა:

"ერთ კაი რამეს ვეტყვი ადამიანებს, რომლებსაც ჩემი წინსვლა აღიზიანებთ და ასევე მეც ვაღიზიანებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც შემოდიან ჩემი "ფეისბუკის" გვერდზე და რატომღაც ათვალიერებენ ჩემს ნიუსებს და მერე თავიანთ "დიშოვი" აზრებს და რჩევებს მიწერენ, მე რა ვქნა და როგორ... "ეს რა სურათებს დებ..." "ეს რეებს წერ..." გაიარეთ და თქვენს ტ...ბს მიხედეთ რა... ჩემს "ფეისბუკის" გვერდზე რასაც მინდა, იმას დავწერ, დავდებ და გამოვაქვეყნებ. თუ ასე წუხდებით, არავინ გეხვეწებათ ნუკას გვერდზე შედით და ძალით იკითხეთ ნიუსებიო".

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ნუკა გვალიას დავუკავშირდით:

- მხოლოდ სახლში, ჩემთვის სიმღერა მომბეზრდა და გადავწყვიტე, ახლა უკვე ხალხისთვის მემღერა. ბევრი ადამიანი - უცნობი თუ ნაცნობი მეკითხებოდა, რატომ აქამდე არ გავდიოდი რომელიმე კონკურსზე ან უბრალოდ არ ვჩანდი სცენაზე... ალბათ, მინდოდა უფრო მეტად მოვმზადებულიყავი, დავხვეწილიყავი სიმღერაში.

- ეკა კვალიაშვილის შვილობა ხომ არ იყო ერთგვარი სტიმული იმისა, რომ შენც მომღერლის კარიერაზე გეფიქრა?

- არა მგონია... იყო პერიოდი, საერთოდ არ მინდოდა სიმღერა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეკა მღეროდა, თუ - არა. უბრალოდ, არ მქონდა სიმღერის სურვილი. გავიდა დრო და ვიგრძენი, რომ დაგროვილი ენერგია მაწვებოდა, რომელიც სიმღერით უნდა გამოსულიყო. ჩემით დავიწყე მომზადება სახლში და შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი - გავედი კონკურსზე.

- მინდა იმ განცხადებაზე გკითხო, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერე...

- ხალხის ასეთი რეაქცია არანორმალურია. თუ არ მოგწონს ადამიანი,  რატომ უნდა ინტერესდებოდე მისი თითოეული ნაბიჯით? რატომ უნდა გადმოუფრქვიო შენი "გენიალური" აზრები იმ ადამიანს, რა და როგორ გააკეთოს თავის საკუთარ "ფეისბუკში"? ყველა იმ გაბოროტებულ და შურიან ადამიანს მივმართავ, რომლებიც სხვისი ცუდით ტკბებიან და სხვის კარგს რა გაუფუჭონ, არ იციან: მე თქვენს ცხოვრებაში არ ვერევი და ნურც თქვენ ჩაერევით ჩემსაში!!! ამის უფლებას მაინც არ მოგცემთ და კიდევ... მე არ მითხოვია, რომ თქვენი ნეგატიური აზრები და მოსაზრებები ჩამომიწეროთ, ალბათ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს და შესაბამისად, არც გავითვალისწინებ. ჩემი ცხოვრებაა და თვითონ მივხედავ. ნუ გასკდებით შურით შუაზე, ისევ თქვენ დაგაკლდებათ, მე - არა!

- როგორია ნუკას ცხოვრება სცენის მიღმა?

- ისეთივე ჩვეულებრივი, როგორიც უმეტესობის - ვარ დიასახლისი, ვამზადებ კერძებს, ვალაგებ სახლს და სხვ.

ქეთი საგინაშვილი