"ბომონდის" ბომონდური საღამო
17-06-2013
"ბომონდის" ბომონდური საღამო
17-წლიანი ისტორიის ყველაზე მოდური ჟურნალი მუდმივად ანებივრებს მკითხველს

13 ივნისი... ზაფხულის ჩვეული ცხელი საღამო და უჩვეულო ხალხმრავლობა  რესტორან "დაუნთაუნის" ახალგახსნილ ვაკის ფილიალში... სასიამოვნო მუსიკა და ორიგინალურად გაფორმებული ტორტი... ექსტრავაგანტურ სამოსში გამოწყობილი მოხდენილი მოდელები, მასპინძლები და სტუმრები...
ჟურნალმა "ბომონდმა" ერთგული მკითხველების, რესპონდენტებისა და პარტნიორებისთვის  ტრადიციული საზეიმო წვეულება უკვე მეექვსედ გამართა, რომლისთვისაც   წელს განსაკუთრებულად მოემზადა. ღონისძიების სპონსორები "ბაზისბანკი", "სანოფი ავენტისი" პროდუქტით - "ლაქტაციდი" და  Esthetics-ი - იყვნენ.

ჟურნალის 17-წლიანი არსებობისა და მუდმივი
განვითარების აღსანიშნავად, დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა "ბომონდის" 150 ყდისგან ორიგინალური კაბა შექმნა. საღამოს მომღერალი ელენე კალანდაძე და დიჯეი შიკჰა მასპინძლობდნენ... 200-ზე მეტი სტუმარი "ბომონდის" ბანერთან პოზირებდა. სასიამოვნო გარემო, მომხიბვლელი საზოგადოება, მონატრებული მეგობრები და კარგი პრიზები.

წვეულებისთვის ადგილიც შესაფერისი შეირჩა. რესტორან  Downtown -ის ლამაზმა და მყუდრო გარემომ
"ბომონდის" ბომონდური საღამო  განსაკუთრებულად აქცია.
საღამოს დასასრულს სტუმრებმა ევროპული კომპანია  Le Gateau-ის მორთმეული, "ბომონდის" ივნისის ნომრის ყდის გამოსახულებიანი ტორტი დააგემოვნეს.

ხალისიანი საღამო საჩუქრებით იყო სავსე: Taste of India-მ, რესტორანმა  Down town- მა, Esthetics-მა, "ბეილისმა", სოლარიუმმა "ერგოლაინმა", Freywille-მა, ჩჰრონოგრაპჰ-მა და რა თქმა უნდა, ჟურნალმა "ბომონდმა" არაერთი პრიზი დააწესეს სტუმრებისთვის.

17-წლიანი ისტორიის ყველაზე მოდური ჟურნალი, ბოლო 6 წელია, განახლებული ფორმატით გამოიცემა და წლების განმავლობაში საკუთარ მკითხველს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს.
პირველი ფერადი ჟურნალი საქართველოში, მომავალშიც ბევრ საინტერესო რუბრიკას და ახალ წამოწყებას შესთავაზებს თავის ერთგულ გულშემატკივარს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით