"როგორც პროფესიონალი, ნუკა გვალიას პირველ ადგილზე დავაყენებდი"
08-07-2013
"როგორც პროფესიონალი, ნუკა გვალიას პირველ ადგილზე  დავაყენებდი"
"ნუ აყვირებენ ამ ბავშვებს!"

გასულ ორშაბათს "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დასრულდა. ფინალში სამი კონკურსანტი მოხვდა: ნუკა გვალია, მარიკო ლეჟავა და ნინა სუბლატი, რომელთაგანაც გამარჯვება და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტული ამ უკანასკნელს ერგო. გავრცელდა ხმა, რომ სუბლატის გამარჯვება ბერა ივანიშვილმა დააფინანსა, რადგან ნინა მის სტუდიაში დადიოდა, თუმცა გამარჯვებულმა ეს უარყო. ნინას ეკა კვალიაშვილმაც მიულოცა და "რუსთავი 2"-ის ვარსკვლავი" უწოდა. შემდეგ დასძინა, რომ ეს პროექტი "რუსთავი-2"-ისაა და ამაში გასაკვირი არაფერია. პროექტის
შეფასება მუსიკოს რომა რცხილაძეს ვთხოვეთ:


- მუსიკალური პროექტები ქვეყნისთვის მისასალმებელია, მაგრამ ახალ თაობას ზრდიან არა სიმღერით, არამედ ყვირილით. რაც უფრო მეტს იყვირებ, მით კარგი ხარ. სანამ ამას ბოლო არ მოეღება, ეს ბავშვები ვერ ისწავლიან სიმღერის კულტურას და დიდ ბაზარზე არავინ იყიდის ამ პროდუქციას. საჭიროა, მცოდნე
ხალხმა მისცეს ბავშვებს რჩევა და არა ისეთებმა, ვისთვისაც ეს უბრალოდ ჰობია. ნუ აყვირებენ ამ ბავშვებს! ასწავლონ სიმღერა გულიდან და სულიდან. ხანდახან პროფესიონალები თუ გავახსენდებით, არ იქნება ურიგო.

- რას იტყვით "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულზე?

- ჩემთვის სამივე გოგონა გამარჯვებულია. თუმცა გული მწყდება ნუკა გვალიაზე. ეს ბავშვი კონკურსგარეშე უნდა ყოფილიყო. ის მეტის ღირსია. არა იმიტომ, რომ არაჩვეულებრივ მუსიკალურ ოჯახში აღიზარდა, მას უბრალოდ ღვთისგან აქვს ნიჭი მომადლებული. სადაც ეს-ემ-ესებით და სატელეფონო ზარებით წყდება ყველაფერი, მხოლოდ ცუდ შედეგებს ვიღებთ. ეს არასწორი და არაჯანსაღია... გულწრფელად ვულოცავ ნინას, თუმცა როგორც პროფესიონალი, მაინც გვალიას დავაყენებდი პირველ ადგილზე.

არ უნდა იყოს აქცენტი გადატანილი ფულზე. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ გავიდა, მაგალითად, მასპინძელაშვილი. ამ პროექტის არასწორმა ფორმატმა, რომ ყველაფერი ზარებზეა დამოკიდებული, ასეთი ცუდი შედეგი მოგვიტანა. იგივე შემიძლია ვთქვა "ახალ ხმაზეც".

ქეთი საგინაშვილი
Dato21
11 ივლისი 2013 14:35
აქ ვიღაცამ დაწერა რომაზე ხმას როგორ იღებთ მაგისთანა მუსიკოსზეო,აქ კომენტარებში რაც წავიკითხე ძირითადად რომას კარგ მუსიკოსობაზე კი არა ქალბატონო მაკა აქ მის არაობიექტურობაზეა ლაპარაკი და სრულიად სამართლიანად,ის რომ კარგი მუსიკოსია ე.ი ყველაფერში უნდა დაეთანხმოს ხალხი და ხმა არ უნდა ამოიღოს?კარგი მუსიკოსობა არ ნიშნავს იმას რომ ავტომატურად ყველაფერი სწორია რასაც ამბობს და უნდა დაეთანხმო,ბევრი კარგი მუსიკოსი ვიცი ვიღაცეებს რომ გაუსწორონ და ნაცნობ-მეგობრებს არ აწყენინონ არაობიექტურობას იჩენენ ხშირად ასეა ბატონი რომას შემთხვევაშიც რამდენადაც კარგი მუსიკოსია იმდენად არაობიექტურია(იმედია ამის გამო არ ჩამქოლავთ ქალბატონო მაკა რომ არაობიექტური ვუწოდე)ახლა რაც შეეხება კონკურსს ჩემი აზრით გამარჯვებული ნინა სუბლატი აბსოლიტურად სწორად აირჩია ხალხმა იმსახურებდა ეს გოგო ყველაფერი აქვს რაც სჭირდება სცენას და მომღერალს,რაც შეეხება ნუკას კარგად მღერის მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა დანარჩენი რაც ნინას აქვს მას არ გააჩნია,საქართველოში ასეა რატომღაც თუ დიდი დიაპაზონი გაქვს და ხმას ბოლომდე სწევ და ბოლო ნოტებს გაჰკივი მაშინ ითვლები კარგ მომღერლად არადა არ არის ესე მთავარია მომღერალმა თავისი ჩადოს სიმღერაში გულწრფელი ემოციით ნამღერი მიიტანოს მაყურებელთან ნინას კი სწორედ ეს ჰქონდა ამიტომ დააფასა მეტად ხალხმა.თუ ზოგიერთს დიდი დიაპაზონის ქონა ჰგონია მარტო მომღერლის კარგი შეფასების კრიტერიუმი ძალიან სცდება,თუნდაც ქართველებიდან ავიღოთ გოგი დოლიძე უმეტესად არ იღებდა მაღალ ნოტებს თავის სიმღერებში არც ბოლომდე ხმის აწევას ცდილობდა მაგრამ ისეთი გრძნობით სავსე იყო მისი ნამღერი ისე მიჰქონდა ყველა ადამიანის გულებამდე მაპატიეთ და იმის ფონზე ყველა იჩრდილებოდა,ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე რომ დიდი დიაპაზონი არ საზღვრავს მხოლოდ კარგ მომღერალს.
archil
11 ივლისი 2013 06:34
მაკა 10 ივლისი. თქვენ თვითონ ვინ ხართ ასე კარგად რომ ერკვევით დიაპაზონში და სუფთა ბგერებში, პროფესიონალი ბრძანდებით? იქნებ გაგვიმხილოთ?! რა სუფთა ბგერებზე ლაპარაკობთ საერთოდ უნდა გაერკვეთ ყველა, რომ ეს საოპერო სიმღერის კონკურსი არ ყოფილა და არც დები იშხნელების (დიდ პატივს ვცემ) შემოქმედების რეტროსპექტივა! თანამედროვე კომპოზიციებში კივილიც მოსულა, ყვირილიც და ჩხავილიც....
nino
10 ივლისი 2013 23:44
ნინა აშკარად ჯობდა ნუკას

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა