ვინ ვის "დააპაშოლებს"?!
15-07-2013
ვინ ვის "დააპაშოლებს"?!
ნანუკა ჟორჟოლიანი: "თავხელიძისნაირმა ექსპერტებმა დაღუპეს ქვეყანა!"

მიშა თავხელიძე: "ნანუკას შოუ" იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ "ნაციონალებმა" არჩევნები წააგეს


ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსა და ექსპერტ მიშა თავხელიძეს შორის სოციალურ ქსელში შეხლა-შემოხლა გაიმართა. ექსპერტი "ნანუკას შოუში" პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელსაც მაყურებელი რამდენიმე დღეში იხილავს. თავხელიძე პრეზიდენტს მიმართავს: "მიშა, რომ იცოდეთ: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნები წააგეთ და რის გამოც ამ ქვეყანას დღეს (დაგეგმილზე უფრო ადრე) დედა არ ჰყავს, არის ის, რომ ამ ქვეყნის ტელევიზიებზე
არსებობს "ნანუკას შოუ", რომელშიც პრეზიდენტს მისვლა არ უტყდება. The Jerry Springer Show-ში რომელიმე პრეზიდენტი მისული გინახავთ? თქვენს კარიერასა და ქვეყნის მომავალს წერტილი დაუსვა მედიამ, რომლის ვარსკვლავი ნანუკა და (ჩვენი CNN) "რუსთავი 2"-ია". რომ იცოდეთ, დღესაც ძირს გითხრიან!".

ამ განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანი უმალ გამოეხმაურა: "მიხარია, როდესაც
თქვენნაირი მარგინალი ნაცები მაკრიტიკებენ, ეს ერთი. მეორე "იმიტირებულ ქრონიკაზე" რას ფიქრობ, ნათიას რომ მიჰყავდა და მესამე, დაუნებისთვის - არსებობს ოპრას და ელენის გადაცემები, სადაც ყველა პრეზიდენტი დადის".

მიშა თავხელიძე: "ნანუკა, საყვარელო, არც კი გესმის, რომ ამ კომენტარით იმაზე, რაც ზევით დავწერე, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მიეცი.
P.S. პერსონალურ გამოხდომებს შეეშვი. აქ "რუსთავი 2" ხომ არ გგონია? დაგაპაშოლებ უპრობლემოდ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი: "დაპაშოლებული ხარ, ჩემო კარგო, უკვე! ეს ერთი და მეორე, მე არ ვიცი, რა დავადასტურე და რა - არა. თქვენს ლოგიკას ვერ ვეწევი და მიპასუხეთ, ნათია კობერიძის წაყვანილ "იმიტირებულ ქრონიკაზე" რას ფიქრობთ? ეს არ ღუპავდა მიშას?" (ნათია კობერიძე მიშა თავხელიძის მეუღლეა. - ავტ.)


კომენტარი ნანუკა ჟორჟოლიანს ვთხოვეთ: - ვერ ვხვდები, რა უნდა თავხელიძეს, აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ნათია კობერიძის ქმარი იყო. ახლა გავიგე, თურმე ექსპერტიც ყოფილა. თავხელიძე ჟურნალისტურ სტანდარტებზე რომ ლაპარაკობს, ეს იგივეა, მე რომ ვიღაცას მეტყველება შევუსწორო ან ზედმეტი წონის გამო გავაკრიტიკო. როდესაც კობერიძის ქმარი მელაპარაკება სტანდარტებზე, უხერხულია. მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელმაც "იმედში" მუშაობისას, ჩემს შოუში გავაპროტესტე "მოდელირებული ქრონიკა". რაც გაკეთდა, მარაზმი იყო.

"რუსთავი 2"-ზე გადაცემის გაკეთება სურდათ მაგას და მაგის ცოლს. უარი რომ უთხრეს,  იმიტომ არიან გამწარებული.

- ნანუკას შოუს გამო წააგეს "ნაციონალებმა" არჩევნებიო... რას იტყვით ამ ბრალდებაზე?
- დიდი პასუხისმგებლობა ამკიდა. ამ ბრალდებას კარგი მხარეც აქვს და ცუდიც. ეს იყო ერის უმრავლესობის არჩევანი და  აღმოჩნდა, რომ მე ვყოფილვარ მთავარი ფიგურა... მინდოდა დამეწერა სოციალურ ქსელში, მაგრამ მასთან დისკუსიაში აღარ შევდივარ. ვფიქრობ, სწორედ თავხელიძისნაირმა ექსპერტებმა დაღუპეს ქვეყანა და არა მხოლოდ "ნაციონალები". მედიასტანდარტებზე ნუ ლაპარაკობს ნათია კობერიძის მეუღლე! ხუხაშვილის კრიტიკასაც თუ გავიხსენებ, გამოდის, კარგ პერიოდში მომიწია საქმიანობამ. როდესაც თავს გესხმის ორივე მხარე, ე.ი. ჟურნალისტის სტანდარტებს აკმაყოფილებ. ძლივს თავისუფალ ჟურნალისტიკას მოვესწარი!

ჩვენ მიშა თავხელიძესაც დავუკავშირდით. თავიდან უარი თქვა კომენტარზე. როდესაც ვუთხარით, რომ ნანუკამ პოზიცია დააფიქსირა, ამის შემდეგ მცირედი კომენტარით შემოიფარგლა:

- ჩემი სათქმელი უკვე დავწერე.

- არაფრის დამატება არ გსურთ?
- არა, რაც ეკუთვნოდა, ვუთხარი.

- მან თქვა, რომ თქვენნაირმა ექსპერტებმა დაღუპეს ქვეყანა.
- ეს ნანუკას პრობლემაა, მასთან კავშირი არ მაქვს. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, მე ნანუკაზე არც არაფერი დამიწერია.

- აბა, რატომ მიიღო საკუთარ თავზე?
- წაიკითხეთ და გაერკვევით, იქ ქართულად წერია ყველაფერი. ნანუკამ რომ არ იცის ქართულად კითხვა, ვიცი, მაგრამ თქვენ ხომ იცით და წაიკითხეთ!

- ისიც თქვით, რომ ნანუკა ჟურნალისტიკის აზრზე არ არის...
- კი, ვთქვი, ვერაფერს დავამატებ.

- ნანუკა ამბობს, რომ "რუსთავი 2"-მა გადაცემაზე უარი გითხრათ და ამიტომ ხართ გაბრაზებული.
- ახლა მე გავთიშო ტელეფონი თუ თქვენ გათიშავთ?!

ქეთი საგინაშვილი
ლადო გოგოლაძე
ვაჟა
26 ივლისი 2013 02:59
ამ ნაციონალებს შეხედეთ)))დაგიჭამიათ ერთმანეთი და აკოც მიგიყოლებიათ ზედ)))
Refo
25 ივლისი 2013 08:59
გაეშვით ამ სოფლის ორღობის დედაკაცს და ამ შაშუბეშა ძალად კაცს.
123
24 ივლისი 2013 10:58
აქ ისეთი კომენტარებია,არაფრის დამატება არ ჭირდება,ყველას ვეთანხმები,საინტერესოა თვითონ ადრესატები თუ კითხულობენ და თუ ხვდებიან რამდენი ზიზღია ხალხში მათ მიმართ,თუ ფიქრობენ,ან თუ ხვედბიან "რატომ"...

რედაქტორის რჩევით