ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!
19-08-2013
ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!
ამ წერილის დაწერა 17 აგვისტოს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ გადამაწყვეტინა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, #140 ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე კონტროლიორი ავიდა და მგზავრს ბილეთის წარდგენა მოსთხოვა. მგზავრს შუახნის მამაკაცი გამოესარჩლა, ალბათ, კამათისას ინერვიულა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

მორალის კითხვას არ ვაპირებ და არც იმაში დაეჭვებას, რომ წესრიგი უნდა იყოს ყველგან - ავტობუსშიც, გზებზეც, სადარბაზოებშიც, პარკებშიც, მაგრამ წესრიგის დაცვა საკუთარი მოქალაქეების აბუჩად აგდებაში არ უნდა გადაიზარდოს.

ხომ ვითომ წვრილმანია კონტროლიორისა და მგზავრის ურთიერთობა? მაგრ
ამ ამ წვრილმანს ტრაგედია მოჰყვა. ჩვენთვის მისაბაძ და საოცნებო (ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას) დასავლეთში ჯერ ეს წვრილმანები მოაწესრიგეს და მერე გადავიდნენ მსხვილმანებზე. მაგალითად, იქ კონტროლიორი უბილეთო მგზავრს არ გამოლანძღავს და საჯაროდ არ დაამცირებს (პარალელს არ ვავლებ ავტობუსში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან, უბრალოდ, საქართველოში ხშირად რომ ხდება
ასე, ყველამ იცის). თუ გაბედავს კონკრეტულ სატრანსპორტო კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ და თავბედს აწყევლინებენ.

წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთ ფაქტებზე ვინმეს რომ ეჩივლა და საქმეც მოეგო, ალბათ, თბილისის მერია კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა. მერიასაც, მის კონტროლიორებსაც და სხვა სამსახურებსაც ჩვენ ვუხდით ფულს, ამიტომ კეთილი ინებონ და ისწავლონ ჩვენთან ურთიერთობა.
მაგრამ "სითი-პარკის" არ იყოს, თბილისში რატომღაც ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ნორმალური ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდა, ქუჩებში მკაფიოდ მონიშნავდა, სად და რამდენი ხნით შეიძლება მანქანის გაჩერება, მოაწყობდა ავტოსადგომებს და შემდეგ შემოიღებდა მკაცრ სანქციებს, თბილისს კი "სითი-პარკი" შეუსიეს და ეს კომპანია წყვეტდა, ჰქონდა თუ არა მძღოლს კონკრეტულ ადგილზე “გაჩერების” უფლება. რა თქმა უნდა, 100-იდან 100 შემთხვევაში მძღოლი ტყუოდა. როგორ წყვეტდნენ ამას, უცნობია, სამაგიეროდ, მიზანია ნათელი და დიადი - ფულის ამოღება ჩვენი კისრიდან.

ასევე, უცნობია, რატომ დააწესა შსს-მ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 100 ლარი და არა, ვთქვათ - 75? იქნებ 5 000 ლარიანი ჯობდა - ერთხელ თუ შემთხვევით გადააჭარბებ სიჩქარეს, უმალ გამოგიცხობენ სმს-ით შეტყობინებას, დაჯარიმებული ხართო.

კი ბატონო, თუ გზაზე, სადაც 100კმ/სთ სიჩქარეა დასაშვები, მე კი 200კმ/სთ-ით მივქრი და საფრთხეს ვუქმნი ჩემსა და სხვათა სიცოცხლეს, 100 ლარით კი არა, მართვის მოწმობის ჩამორთმევით დამაჯარიმონ, მაგრამ დაშვებული სიჩქარის 15კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის, 100-ლარიანი ჯარიმა ადეკვატურია? ხელისუფლებამ არ უნდა გაუწიოს ანგარიში, თბილისში როგორი მოძრაობაა?! მაშინ შექმნან ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ თუ დაარღვევ, ჯარიმაც დამსახურებული იყოს. ჩვენი ხელისუფლების საყურადღებოდ - გერმანიაში პირველად სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 15 ევროა!!! მეორეზე 50 და ა.შ.

სწორედ ამიტომ, იმის მაგივრად, რომ წესრიგის დაცვით ჩვენთვის კომფორტული გარემო შეექმნათ, მივიღეთ ჯარიმებისა და სანქციების ხაფანგი - ავტობუსში ახვალ და შეურაცხყოფას მოგაყენებენ, მანქანით გახვალ და შესაძლოა, გზიდან, სადაც არანაირი მონიშვნა არ არის, ავტომობილი "სითი-პარკმა" უაპელაციოდ მოგპაროს ან ოჯახის მთელი ბიუჯეტი ჯარიმებს შესწირო.
და ასე იქნება, სანამ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება უკუღმა საქმის კეთებას არ შეწყვეტს და საკუთარი მოქალაქეებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მისთვის მთავარი არ გახდება.
Nina
27 თებერვალი 2016 21:23
samarcxvino eria qartveli -_-
Elizabeth
25 აგვისტო 2013 22:45
თქვენ კიდე აიღეეეთ ეს ბილეთები რააა გახდააა, 50 თეთრი თუ არ გაქვთ ფეხით წადით. მესმის რო ბევრს უჭIრს ამიტომ ყველამ უფასოდ იარონ ყველაფერი უფასო იყოს მაგათთვის და აშEნდება ქვეყანა ასეეეე?
merabi
22 აგვისტო 2013 17:43
ეს იგივეა რომ პური იყიდო და ფულის გადახდა არ ინდომო ერთხელ ან ორჯერ შეიძლება კაცმა თვალი დახუჭოს, ყოველთვის არავინ მოგცემს უფასოთ.
უფასოთ მგზავრობენ ალბათ ერთი და იგივე ადამიანები რომლებსაც სხვა მგზავრების გამოსარჩლების იმედი აქვთ,
იმ კონტროლიორმა კი სამუშაო რომ დაკარგოს არავინ არ იცის იმასაც როგორ უჭირს რომ ამისთანა სამუშაოზე იწყებს მუშაობას.
ის ავტობუსიც არც უსაწვაოთ დადის არც მძღოლი არ მუშაობს უხელფასოთ თუ შემოსავალი არ ექნებათ ისევ შემცირდება ავტობუსების რაოდენობა და კონტროლიორების მაგივრად ისევ მძღოლი აკრებს ფულს ხელზე აბა მერე ნახე დაგვიანებები და ავარიები
.ჩემის აზრით სჯობს თავი დავანებოთ უაზრო გამოსარჩლებებს უკეთესია ყველამ თავის საქმე აკეთოს

რედაქტორის რჩევით