"თუ შოუში გაშიშვლებას მომთხოვენ, პირველი მე დავტოვებ პროექტს"
22-08-2013
"თუ შოუში გაშიშვლებას მომთხოვენ, პირველი მე დავტოვებ პროექტს"
"Хочу в "ВИА Гру" - ჯანეტ ქერდიყოშვილს პროექტში გამარჯვების დიდი შანსი აქვს

"გამარჯვების შემთხვევაში, პირდაპირ რუსულ შოუბიზნესში ხვდები".


"მთავარია, შინაგანად ქართველი ვარ და უნდა იამაყონ, რომ მაგრები ვართ"!

მის საქართველო 2011, ჯანეტ ქენდიყოშვილი მონაწილეობას მიიღებს რუსულ რეალურ შოუში "Хочу в "ВИА Гру". პროექტის მიზანი გოგონათა სამწევრიანი მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბებაა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი: - 2012 წლის დეკემბერში რუსეთში გავემგზავრე. თბილისში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, შემთხვევით გავიგე, რომ კონსტანტინე მელაძე ქასთინგს ატარებ
და. მივედი და ალა პუგაჩოვას ერთ-ერთი სიმღერა ვიმღერე. მოწონება დავიმსახურე და სამივე ტური წარმატებით გავიარე. დამპირდნენ, რომ დამიკავშირდებოდნენ... რამდენიმე თვეში (აპრილში), მართლაც დამირეკეს და მითხრეს, რომ საფინალო სატელევიზიო ქასთინგისთვის კიევში უნდა ჩავსულიყავი. მანამდე ვოკალის მასწავლებელთან დავდიოდი და სიმღერას ვამზადებდი. შევარჩიეთ კაბა, სათანადოდ მოვემზადეთ და ივლისში სამი დღით
კიევში ჩავფრინდი. იქაც წარმატებით გავიარე ტური და 24 ფინალისტს შორის მოვხვდი. ჯგუფებად დაგვყვეს, თითოეულში 3-3 გოგონა მოვხვდით, ანუ სულ 8 ჯგუფი გამოვიდა. გამარჯვებული ჯგუფი "ვია გრასგან" განსხვავებული იქნება, სულ სხვა ფორმატით მოევლინება რუსეთისა და არა მარტო რუსეთის შოუბიზნესს. ამჟამად საფინალო შოუსთვის ვემზადები და სულ მალე უკრაინაში  გავემგზავრები. შოუ ოთხ ქვეყანაში ჩატარდება - რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში და ორი თვის განმავლობაში ტელევიზიით გადაიცემა.

- როგორია კონკურსის პირობები?
- ყველაფერს არც ჩვენც გვეუბნებიან. შეიძლება, 24 საათის განმავლობაში იყოს ტრანსლაცია, ან დღეში მხოლოდ ერთი საათი. მთელი კვირის განმავლობაში მოგვამზადებინებენ სიმღერებს, ცეკვებს... ამაზე ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს. ყოველ კვირას, კონცერტის შემდეგ თითო ჯგუფი შოუს დატოვებს. ფინალი მოსკოვში გაიმართება, იქ მხოლოდ და მხოლოდ 9 გოგონა ჩავა. 3 ჯგუფიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება!

- ამ პროექტის პრომოში საკმაოდ თამამი კადრები ვიხილეთ. მზად ხართ, რომ თქვენი სხეული ასე ღიად წარმოაჩინოთ?
- რა თქმა უნდა,  არა. ქასთინგზე მისული 8 000 გოგონადან ზოგს ეგონა, თუ გაიხდიდა, მას აირჩევდნენ. პრომო მეც ვნახე და მერწმუნეთ, არც ერთი გოგონა, რომელიც სცენაზე მოშიშვლებული სხეულით წარდგა, 24 ფინალისტს შორის არ მოხვედრილა. ეს იყო ფინალში მოხვედრის უნიჭო მცდელობა - ეგონათ, თუ გაიხდიდნენ, ვულგარული გარეგნობის გამო აირჩევდნენ. ჩემთვის არავის შემოუთავაზებია გაიხადეო და ვერც შემომთავაზებენ. ისე, ამბობენ, რომ  გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჩვენ ჯგუფს აქვს. არ ვიცი, ამას მოვახერხებთ თუ არა, მაგრამ ფინალში უნდა მოვხვდეთ, რადგან ყველაზე დახვეწილი და საინტერესო ტრიო გამოგვივიდა. ჩემ გარდა ჯგუფში ყაზახელი და უკრაინელი გოგონები არიან.

-  შოუში არ მოგიწევთ ისეთი რამის გაკეთება, რასაც ქართველი საზოგადოება ცუდად მიიღებს?
- აქ ლაპარაკი მხოლოდ ქართველ საზოგადოებაზე არ არის. მე ოჯახი მყავს და ამას, პირველ რიგში, ჩემი მშობლების გამო არ გავაკეთებ. თუ პროექტში მსგავსი რამის გაკეთება იქნება საჭირო, მერწმუნეთ, შოუს პირველი მე დავტოვებ!

-   სხვა კონკურსები გავიხსენოთ: უკრაინული "Voice", რომელშიც ოთო ნემსაძე მეორე ადგილზე გავიდა, მომღერლის აზრით, გამარჯვებულად იმიტომ არ გამოაცხადეს, რომ უკრაინული პასპორტი არ ჰქონდა. შესაძლოა, პრობლემა თქვენც შეგექმნათ?

- არანაირი პრობლემა არ მექნება, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს - რუსეთის მოქალაქეც ვარ. გინდ ქართული პასპორტით ამირჩიონ, გინდ - რუსულით, პრობლემა არ შემექმნება.

- ფიქრობთ, რომ გამარჯვების დიდი შანსი გაქვთ?
- არ მინდა, ეს მე ვთქვა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ორგანიზატორების უმრავლესობა ჩვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს... გამარჯვებულს რით დაასაჩუქრებენ, არ ვიცი. თუმცა, ამაზე დიდი პრიზი რა შეიძლება მოიპოვო?! ვერ ვიტყვი, რომ კონკურსში მონაწილეობა ადვილია, ის ორი თვე ძალიან რთული იქნება, მაგრამ  წვალებად ღირს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ რუსულ შოუბიზნესში ხვდები.

- არ ფიქრობთ, რომ რუსულ შოუბიზნესში თქვენი მოღვაწეობა შესაძლოა, ქართველებმა მტკივნეულად აღიქვან?
- მთავარია, რომ შინაგანად ქართველი ვარ და ამას ყველგან ვამბობ! ვიცხოვრებ და ვიმღერებ საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ  ყველგან გავიტან ჩვენს ქართველობას, მგონი, პირიქით, უნდა იამაყონ! ყველას  დავანახებ, როგორი მაგრები ვართ!

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
Nika
14 სექტემბერი 2013 00:06
დიანა ხარ თუ ვიღაცა მაგარი საგინებელია შენნაირი ადამიანი რა ბოღმა ხარ წადი შვილო ბოღმების პარადში მიიღე მონაწილეობა დანარჩენებსაც ამას ვურჩევდი ვინც ამ გოგოს მიმართ შხამს და ღვარძლს ანთხევსზოგიერთმა მაგისთანა ლამაზი და ნიჭიერი გოგო იყოს ოდესმე,ჯანეტს კი წარმატებები აბა შენ იცი ასახელე საქართველო.
simona
24 აგვისტო 2013 02:52
ჟანეტა მაგრად მიყვარხარ! ხელზე ნაკოლკა უნდა გავიკეთო "ჟანეტა"
nona
24 აგვისტო 2013 01:48
წარმატებებს გისურვებთ...არ მიაქციო ყურადღება არანაირ ჭორს..ჩვენებს ჩვევიათ ჭორების გავრცელება...ღმერთმა ხელი მოგიმართოს ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანი ჩანხარ...აუცილებლად გაიმარჯვებთ...

რედაქტორის რჩევით