რომან კრიხელის ტილოზე გამოსახული "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა გამოფენაზე გაცხადდება
23-08-2013
რომან კრიხელის ტილოზე გამოსახული "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა გამოფენაზე გაცხადდება
რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომან კრიხელი უახლოეს ხანებში გასაყიდად გამოიტანს თავის მორიგ ნამუშევარს - "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედების თაყვანისმცემელი უამრავი ადამიანია, ამ
დრომდე არ ამხელს ტილოზე გამოსახული ქალბატონის ვინაობას. როგორც New York Post -ს ხელოვნებათმცოდნე მალკოლმ ჰარისმა განუცხადა, რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია.

რომან კრიხელი: - ჩემი შემოქმედების მიმართ ასეთი ინტერესი ძალიან მახარებს. ნახატი ჯერ დამთავრებული არ არის... მალე გამოფენა გვექნება და იქ გამოჩნდება, როგორ განვითარდება მოვლენები... ნახატის შეძენის მსურველთა ვინაობა ძალიან მახარებს... მილლიონ დოლარად ჯერ არც ერთი ნამუშევარი არ გამიყიდია... დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ისეთი ხალხია პროექტში ჩართული, თავად აგვარებენ ყველაფერს და მათ მეტი ინფორმაცია აქვთ... მართალი გითხრათ, არ მეგონა, ასეთი აჟიოტაჟი თუ ატყდებოდა პრესაში...

- "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობას არ ამხელთ?

- სამწუხაროდ, ვერა... პროექტის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, გამოფენის გახსნამდე "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა არ უნდა გაცხადდეს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ნახატის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა, გინახავთ ოდესმე თქვენს გამოფენაზე?
- მე არ მინახავს, მაგრამ შესაძლებელი ჩემი ნამუშევრები ჰქონდეს. ევროპაში ბევრი გამოფენა მქონდა და არ არის გამორიცხული, შეეძინა... ვიცი, რომ უმნიშვნელოვანესი ნახატების კოლექციონერია. თუკი ამ ნახატების გვერდით ჩემი ნახატიც იქნება, რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იქნება ჩემთვის. 

- ნახატის შეძენის მსურველთა შორის მსოფლიოს ცნობილი ადამიანები სახელდებიან... თუ გაგვიმხელთ, რომელმა მათგანმა გსურთ რომ შეიძინოს?

- ჩამოთვლილი ადამიანებიდან, რომელმაც არ უნდა შეიძინოს, თანაბრად სასიხარულო იქნება... თუმცა მაინც გამოგიტყდებით და ბევრად სასიამოვნო იქნება ქართველი მხატვრის ნამუშევარი ქართველმა შეიძინოს. ამდენად, თუ  ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია...

- ჯერ კიდევ დაუსრულებელმა ნახატმა თქვენი პოპულარობა ძალიან გაზარდა. რას იტყვით ამაზე?
- გეთანხმებით. ჩემი მოლოდინი ახლა ის არის, რომ ნახატმა დამსახურებულად მიიღოს მაღალი შეფასება. ალბათ, კიდევ თვენახევარი დამჭირდება, რომ ისეთი გამოვიდეს, როგორიც მინდა.

- თუ საიდუმლო არ არის, რისთვის გაქვთ ის მილიონი განკუთვნილი, რასაც ნახატში აიღებთ?
- საიდუმლო ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ისევ ხელოვნებას მოვახმარ - იმ პროექტის განხორციელებას, რაც ჩაფიქრებული მაქვს...

- პროექტის თანამონაწილეები ქართველები არიან?
- არა, ამერიკელები.

- გვიამბეთ, როგორ იქმნებოდა თქვენი წარმატებული კარიერა ამერიკაში?
- ეს ყველაფერი ძალიან რთული პროცესია. წარმატებისთვს ყველაფერს ბევრი შრომა სჭირდება, ხელოვნებას - განსაკუთრებით. სისტემატურად ვაწყობდი გამოფენებს და ნელ-ნელა ეს ყველაფერი დამიფასდა. ამერიკაში უკვე 38 წელზე მეტია ვცხოვრობ. რაც მეტს შრომობ, მეტად წარმატებული და პოპულარული ხდები... ჩემი დევიზია, რაც შეიძლება მეტი მუშაობა და მოძრაობა.    

- საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?
- საქართველოში ორი წლის წინ ვიყავი. გადმოსახლებას ჯერჯერობით არ ვგეგმავ, მაგრამ გარკვეული დროით, მინდა საქართველოშიც ვიმუშაო, მეგობრებთან ვიყო... გია ბუღაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია. ის გამორჩეული მხატვარი, მოაზროვნე და უნიჭიერესი ადამიანია.

- თქვენი ოჯახი გაგვაცანით...
- დიდი ხანია მეუღლეს გაყრილი ვარ. მყავს ვაჟი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.

მანანა გაბრიჭიძე
ia
28 აგვისტო 2013 22:01
იყიდოს ბიძინამ და აჩუქოს მიშას, კოჰაბიტაციაც იქნება და ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი "ისწავლის"ნახატი ქალით "ტკბობასაც".ხუმრობა არ გეგონოთ,ის ქალიც ბედნიერი იქნება და მხატვარიც.რატომ?
ყველაფერი მე გითხრათ, ტვინი ხომ გაქვთ?
და ნახატებსაც ხომ აქვთო სული?
marina
27 აგვისტო 2013 10:50
კრიხელი არის ქართული წარმოშობის ებრეელი, რატომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში? მიჭის ყივილი სეაწუებს? ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ჟურნალისტის პოზიცია არის გასაკვირი.
Shoda
26 აგვისტო 2013 14:17
ჯონდისთვის სიყალბეა ხელოვნება! ჯნოდი ბოჭო რაც ბინძური აზრია ყველა შენ უნდა თქვა?

რედაქტორის რჩევით