"საქართველოში მეჩეთების უმრავლესობა უკანონოა"
02-09-2013
"საქართველოში მეჩეთების უმრავლესობა უკანონოა"
საფრანგეთში დაახლოებით 2000 მეჩეთია, მაგრამ მათ შორის მინარეთიანი თითზე ჩამოსათვლელია

"ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს გასაყოფი არაფერი გვაქვს"


შვეიცარიაში მინარეთების მშენებლობის რეფერენდუმით აკრძალვამ საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმანების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ ევროპაში რელიგიურ ტოლერანტობას საფრთხე ემუქრება, ზოგისთვის კი მინარეთების აკრძალვა გასაკვირი არ არის... საფრანგეთში მინარეთებიდან სალოცავად მოხმობა აკრძალულია და არც მეჩეთების მშენებლობის ნებართვას იძლევიან იოლად.

რა ხდება საქართველოში? მეჩეთების მშენებლობის შესახებ ოფიციალური საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს. ძველი მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებია, ახალთა უმრავლესობა კი არა სასულიერო დანიშნულების ნაგებობად, არამედ კერძო საკუთრებად, საცხოვრებელ სახლად არის დარეგისტრირებული. ეს ეხება როგორც მინარეთიან, ისე უმინარეთო მეჩეთებს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მეჩეთების უმრავლესობა უკანონოა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკვე სამასზე მეტი მეჩეთია. რისთვის სჭირდება სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა, ჯერჯერობით, გაურკვეველია. პრობლემის მიზეზებზე
მსჯელობას პოლიტიკოსებიც და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებიც კონკრეტულ, სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებულ ხმამაღალ განცხადებებს ამჯობინებენ (რაც ბადებს ეჭვს, რომ ესეც, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ვიღაცის გასაგონად, ანუ უცხოური გრანტების მისაღებად კეთდება).  

ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ აჟიოტაჟის საბაბად ქცეული მინარეთი სოფელ ჭელაში ერთი თვის წინ, ღამით შემოიტანეს და გათენებამდე აღმართეს. ხალხი მშვიდად შეხვდა მინარეთის უკანონო აღმართვას, რადგან ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველები ერთმანეთს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა, გაუკვირდათ, რა საჭირო იყო ღამით მალულად და სასწრაფოდ მისი აღმართვა. ამის მიზეზებზე მაშინ არც დაფიქრებულან, უბრალოდ, მუსლიმანებს სთხოვეს, რამაზანის დროს, მეჩეთზე მიმაგრებული დინამიკიდან მოლა უთენია, დილის ოთხ საათზე რომ მოუწოდებდა მორწმუნეებს, ჩვენ ამ დროს გვძინავს და ამას ნუღარ იზამთო. მუსლიმანებმა პირობა დადეს, რომ მოლას მოძახილს თანასოფლელები აღარ გაიგონებდნენ...

მინარეთის უკანონოდ აღმართვიდან ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სპეცრაზმის თანხლებით ალყა შემოარტყეს მეჩეთს და განაცხადეს, ეს ნაგებობა საბაჟოზე უკანონოდ შემოიტანეს, საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დავაპატიმროთო(?!). ხალხმა ჯერ გაიკვირვა, პატარა, საგულდაგულოდ დამალული ნარკოტიკიც ვერ გადმოუტანიათ საბაჟოზე და თითქმის 11 მეტრი სიგრძის კონსტრუქცია განუბაჟებლად როგორ შემოვიდა, ამხელა მინარეთმა ბათუმიდან ადიგენამდე შეუმჩნევლად როგორ ჩამოაღწიაო? გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღეს და მინარეთს მოჯაჯგურე ხალხიც დაინახეს, მუსლიმანმა ქართველებმა ემოცია ვეღარ მოთოკეს და მთელმა საქართველომ იცის, რაც მოხდა: შეხლა-შემოხლა, დაპატიმრება, საპროტესტო აქციები, საპატრიარქოში ქრისტიანთა და მაჰმადიანთა სულიერი წინამძღოლების შეხვედრა და ბოლოს სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ შეთანხმება...

როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმანი მრევლი მიიჩნევს, რომ მინარეთი განგებ შემოიტანეს განუბაჟებლად, რომ მერე მისი დემონტაჟი პროვოკაციის საბაბი გამხდარიყო. ამ ეტაპზე ამ საქმეში მთავარი დამნაშავის დადგენა ვერ ხერხდება. ხალხს იმედი აქვს, რომ გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს. მინარეთის დემონტაჟის მეორე დღესვე დააკავეს ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, თითქოს იმიტომ, რომ მან გასცა დემონტაჟის განკარგულება, თუმცა, ისიც ითქვა, რომ პარუნაშვილი ფინანსური დარღვევების გამოა დაკავებული და ეს ფაქტი უბრალოდ დაემთხვა ამ ამბავს(?!).
არჩილ მგელაძე, მუსლიმანი მრევლის წარმომადგენელი: - ეს მინარეთი ვერ იქნებოდა კანონიერი, რადგან მეჩეთიც უკანონოა, არ არსებობს კანონი, რომელიც მეჩეთის აშენების ნებართვას იძლევა. ამიტომ ამ ერთი მინარეთის მოხსნა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ მეჩეთის ოფიციალურად დარეგისტრირების უფლება არ გვეძლევა. ამას მოვითხოვთ უკვე რამდენი წელია, თუმცა ამაოდ. ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები არაქართველი მუსლიმანი მოსახლეობის მოთხოვნებს უფრო უწევენ, ვიდრე ჩვენს ინტერესებს. ჭელაში პირველად რვა-ათი წლის წინ მოვითხოვეთ მეჩეთის აშენება, მაგრამ ნებართვა არ გვაღირსეს, ხალხს კი ლოცვა სურდა, ამიტომ ასეთი გამოსავალი მოიძებნა: ჭელის ერთ-ერთმა მკვიდრმა მუსლიმანებს გვაჩუქა მიწა და ამავე პირის, ჩოგაძის სახელზე მივიღეთ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, რომელიც სინამდვილეში მეჩეთია.

- ყოფილა როდისმე დაპირისპირება ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს შორის?
- არასოდეს. მათ ჩვენი ესმით, ჩვენ - მათი. მხოლოდ ხელისუფლებებს არ ესმით, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს.  

- ხალხს ხელმოწერების შეგროვება დაუწყია მინარეთის აღების მოთხოვნით.
- ხალხს არა, დაინტერესებულ ჯგუფს, რომელიც ცდილობს, პროვოკაციული ფონი შექმნას. სწორედ ეს ჯგუფი აღიზიანებს მოსახლეობას და ეტყობა, ხელისუფლებაშიც ჰყავთ დასაყრდენი...
"იმ საბაბით, რომ მინარეთები და მეჩეთები უკანონოდ არის აშენებული, სახელმწიფომ ყველა მეჩეთი და მინარეთი უნდა აიღოს და რა მოჰყვება ამას, უფიქრია ვინმეს? თუნდაც ჭელის მინარეთის ამბავი ამ ალიაქოთის გარეშე რომ გარკვეულიყო, არ შეიძლებოდა? რა გვინდა, მტრის ინტერესი გავატაროთ და ერთმანეთს დავერიოთ? ეს არც ქრისტიანულ მორალს შეესაბამება და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგანაც შორს დგას", - აცხადებს 29 აგვისტოს ახალციხეში გამართული აქციის მონაწილე.  

ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი დარბაზის" თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი და მომხდარის პროვოცირებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სდებს ბრალს:
- ეს იყო უკანონო მშენებლობა, რაც დაასკვნა საკრებულომ და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფომ აღასრულა კანონი. მტკიცებითი ფორმით რომ გელაპარაკოთ, პროკურორი უნდა ვიყო, მაგრამ ვიცი, რომ ეს იყო "ნაციონალების" პროვოკაცია. ამ ერთი ბეწო ქვეყანაში ყველამ ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ.

- საკრებულომ რის საფუძველზე დაიწყო მინარეთის კანონიერების საკითხის მოკვლევა?
- მისი აღმართვის მეორე დღიდანვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და განცხადება შევიტანეთ სამართალდამცველ ორგანოებში. ამის შემდეგ დაიწყო მოკვლევა. აჭარელ მუსლიმანებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, უბრალოდ, გვინდა ვიცოდეთ, ვინ დაგეგმა ეს პროვოკაცია, ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ ვისი დაკვეთა შეასრულა, ვისი დახმარებით და რატომ შემოიტანეს უკანონოდ მინარეთი. აჭარელთა უმრავლესობამ არაფერი იცოდა მისი აღმართვის შესახებ. ჩვენ ლოცვას არავის ვუშლით, მაგრამ მიუღებელია მინარეთებიდან მოძახილის და მოლების არაბულ ენაზე შესრულებული ლოცვების მოსმენა.
ამ ქვეყანაში უმრავლესობა ქრისტიანია და მათი ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა. იცოდნენ, ბრალს ვერ დაგვდებდნენ, რომ ლოცვას ვუშლით ვინმეს და ეს მინარეთი გამოიყენეს დაპირისპირებისთვის. ეს არის ბოროტება. თუ სახელმწიფო დართავს უფლებას, აღიმართოს მინარეთი, წინააღმდეგობას არ გავუწევთ. მაგრამ ისიც გაითვალისწინონ, რომ ეკლესიების ასაშენებლად უამრავი პროცედურის გავლა და ნებართვაა საჭირო როგორც სახელმწიფო ორგანოებში, ასევე საპატრიარქოში. ეს უნდა მოეთხოვებოდეს მეჩეთის აშენების მსურველსაც. კანონი მხოლოდ მე უნდა დავიცვა და სხვამ უკანონოდ ააშენოს სალოცავი სახლი, სადაც მოუნდება? თუ ხელისუფლება ვერ აგვარებს ამ საკითხს, მაშინ, შვეიცარიის მსგავსად, ჩვენც რეფერენდუმის გზით გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა მინარეთებიანი მეჩეთები.

P.S. სამწუხაროდ, ჭელის ინციდენტის შემდეგ საზოგადოებაში ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც მუსლიმანების მიმართ ძალადობის სურვილი გამოხატა. უმეცრებაა, უმცირესობას ეთნიკური წარმოშობის თუ რელიგიური აღმსარებლობის გამო დაუპირისპირდე და მტერი გაახარო. იმედი გვაქვს, კეთილგონიერება გვეყოფა და ამ მინარეთის გამო დაპირისპირებული ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველები დაინტერესებული მხარისა თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების იარაღად არ ვიქცევით.  

შვეიცარიამ რეფერენდუმით თქვა უარი მინარეთებზე

ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში მოსახლეობის 57%-მა მინარეთების აკრძალვას დაუჭირა მხარი. ასეთი გადაწყვეტილების მოტივი ის იყო, რომ მინარეთიანი მეჩეთები, შესაძლოა, მუსლიმანური თავშეყრის ცენტრებად იქცეს, სადაც ძნელი იქნება რადიკალურ მუსლიმურ მიმდინარეობებს შეფარებულ ტერორისტთა გაკონტროლება. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა შვეიცარიელების გადაწყვეტილება "არატოლერანტობის გამოვლინებად" შეაფასა და განაცხადა, რომ საფრანგეთში, სადაც 5 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს, შეუძლებელია, მსგავსი რამ მოხდეს. თუმცა, ფრანგების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს თუ არა, შესაძლოა, ხვალ საფრანგეთშიც მწვავედ დაისვას მეჩეთების და მინარეთების მშენებლობის საკითხი.

საფრანგეთის რიგითი მუსლიმანი მოქალაქეები შვეიცარიაში მომხდარს არ აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათთვის გასაკვირი და მიუღებელი არ იქნება, თუ საფრანგეთიც შვეიცარიას მიჰბაძავს. მათი განცხადებით, ყურანი მინარეთების აუცილებლობას არ ქადაგებს. ამასთან, მათ ესმით ევროპელების, რომელთაც ტერაქტების ეშინიათ. საფრანგეთში დაახლოებით, 2 000 მეჩეთია, მაგრამ მათ შორის მინარეთიანი თითზე ჩამოსათვლელია. 
x men
08 სექტემბერი 2013 23:15
ჯონდის

აბა ერთი მაგალითი მოგვიყვანე ირანის თურქეთის ან არაბული სამყაროს სად აშენდა ამდენი 20 ჭელიჭადში იმდენი ეკლესია რამდენიც საქართველოში მეჩეთი? ან საქართველოს ისტორია კარგადფ წაიკითხე და "საგმირო" საქმეებს ნახავთ მუსულმანების როგორ უყვარდათ ქართველები და ქრისტიანები ამის მერე . თუ არ მოგწონთ ქრისტიანული ჩუდი საქართველო წადით აქედან კარგ მუსულმანურ ქვეყანაში და იქ ააშენე რამდენიც გინდა იმდენი მეჩეთი
Jondi
08 სექტემბერი 2013 03:56
დიმა,

შენს მშობლიურ ენაზე გეტყვი
დიმა
06 სექტემბერი 2013 19:36
აჰმად,შე ყურუმსაღო,აგერ,ჯონდოიეთანა ტუტრუცანები რომ მრავლად არიან საქართველოში,ამიტომ გეცინება შე ყურბანავ.საქართველოს ქართველი რომ არ ყავდეს მოღალატე,თქვენ ნეხვში უნდა ცხოვრობდეთ ,მაგრამ ისევ ჩვენი კეთილი გულის და სტუმართმოყვარებით გვჭირს,შენნაირი ტილი რომ აგვაცოცდა თავზე და ახლა ''გეცინება''.ძალიანაც არა გაქვს სასაცილო საქმე და შენც კარგად იცი ეს ,მაგრამ ჩათლახები ხართ და ჩათლახობთ.მაგრამ მოგეთხოვებათ თქვენს უმადურობაზე და გოთვერნობაზე პასუხი,ყველას!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები