მკითხველებო! თქვენი კლუბი იწყებს... - კვირის პალიტრა

მკითხველებო! თქვენი კლუბი იწყებს...

რას წარმოადგენს "მკითხველთა კლუბი"?

"ბარათზე დაგროვებული ქულებით, რომელიც ე.წ. "ყულაბაში" მოიყრის თავს, შეგეძლებათ ისარგებლოთ 90%-მდე ფასდაკლებით"

"მკითხველთა კლუბის" იდეამ უკვე ძალიან ბევრი წიგნის მოყვარული დააინტერესა. მართლაც მნიშვნელოვანია, როცა ერთი გატაცების მქონე ადამიანები ერთიანდებიან, მათ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ და განსაკუთრებული საშეღავათო პირობებითაც ისარგებლებენ, მათთვის დაიგეგმება უამრავი საინტერესო ღონისძიება და რაც მთავარია, "მკითხველთა კლუბში" გაერთიანებამ კიდევ არაერთი წიგნიერი კაცი შეიძლება შესძინოს ქვეყანას. ზოგჯერ ხომ სულ მცირე ბიძგია საჭირო, რომ ადამიანი წიგნს მიუბრუნდეს ან პირველად დაინტერესდეს კითხვით... ამ მცირე "ბიძგად" ნამდვილად შეიძლება "მკითხველთა კლუბი" იქცეს, გაერთიანება, რომელიც თანაბრად მიმზიდველი იქნება ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის.

მაინც რას წარმოადგენს "მკითხველთა კლუბი"? - ამ კითხვით მივმართეთ მაკა კევლიშვილს, "პალიტრა  L"-ის მარკეტინგისა და პროექტ "მკითხველთა კლუბის" მენეჯერს:

- პროექტის მიზანია საზოგადოების წიგნებით კიდევ უფრო დაინტერესება. ყოველთვიური კატალოგი "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. ვინც თვალს ადევნებს ახალ გამოცემებს და ინფორმაციას ფასდაკლებების შესახებ, ვურჩევთ, არ გამორჩეს გამომცემლობა "პალიტრა  L" L-ის ეს კატალოგი, რომლითაც სრულ ინფორმაციას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კატალოგი უფასო იქნება, აქციით სარგებლობის უფლება კი მხოლოდ "მკითხველთა კლუბში" გაერთიანების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

- როგორ შეიძლLება მკითხველთა რეგისტრაცია ამ კლუბში?

- თავდაპირველად მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რის შემდეგაც "მკითხველთა კლუბის" წევრობის დამადასტურებელ სპეციალურ ბარათს მიიღებს. რეგისტრაცია შესაძლებელია ტელეფონზე დარეკვით, ცოტა მოგვიანებით კი ინტერნეტსაიტზეც იქნება შესაძლებელი. პირველი კატალოგის გამოსვლის შემდეგ ძალიან მალე ამოქმედდება "მკითხველთა კლუბის" ვებსაიტი: www.readersclub.ge, სადაც განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც კატალოგშიც მოხვდება. კატალოგი შეგიძლიათ მოიკითხოთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელშიც.

- მას მერე, რაც დაინტერესებული მკითხველი დარეკავს, ან გაივლის რეგისტრაციას საიტზე, ის უკვე კლუბის წევრად ჩაითვლება?

- ჩვენ ერთი პატარა პირობა გვაქვს: იმისთვის, რომ კლუბის წევრი გახდეს, უნდა შეიძინოს მინიმუმ ორი წიგნი კატალოგიდან. ეს რეგისტრაციისთანავე მოხდება. ვფიქრობთ, "მკითხველთა კლუბში" მხოლოდ წიგნის მოყვარულები მოისურვებენ გაერთიანებას, ამდენად, მათთვის ეს სრულიადაც არ იქნება შემაწუხებელი, პირიქით... წიგნების შეძენის შემდეგ, ის უკვე კლუბის წევრი იქნება, მიენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, გადაეცემა "მკითხველთა კლუბის" ბარათი, რომლის მეშვეობით ისარგებლებს ყველა იმ აქციით, რაც კატალოგში იქნება გამოცხადებული.

- და რა სახის აქციები იქნება გამოცხადებული კატალოგში?

- რამდენიმე  მაგალითს მოგიყვანთ: თუ "სიახლეების" რუბრიკიდან შეიძენთ ახალ გამოცემებს, საჩუქრად დამატებით ერთი წიგნი გადმოგეცემათ.

თუ წიგნის ღირებულების 15%-ს კატალოგში მისი არჩევის დღესვე გადაიხდით, გამოცემის პირველ ეგზემპლარს (რომლის ბეჭდვაც სტამბაში ჯერაც არ დასრულებულა და მხოლოდ კატალოგშია მითითებული) 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებთ.

მალე დაიწყება გათამაშებაც: იმ შემთხვევაში, თუ "მკითხველთა კლუბის" წევრი შეუკვეთს კატალოგიდან 50 ლარზე მეტი ღირებულების წიგნებს, გახდება "მკითხველთა კლუბის" სუპერგათამაშების მონაწილე - მიეცემა შანსი, მოიგოს საუკუნის ყველაზე პოპულარული სერია - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" წიგნების სპეციალურ კარადასთან ერთად!

როდესაც შეკვეთას გააკეთებთ, შინ სრულიად უფასოდ მოგიტანენ წიგნებსაც, კატალოგსაც და "მკითხველთა კლუბის" პერსონალურ ბარათსაც. მას შემდეგ, რაც კლუბის ბარათს გადმოგცემენ, თქვენ სპეციალური პირობებით წიგნის მიღება არა მხოლოდ შინ, არამედ "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებშიც შეგეძლებათ.

პირველ ეტაპზე "მკითხველთა კლუბის" ამ სერვისით სარგებლობა და რეგისტრაცია შეუძლიათ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის მცხოვრებლებს.

- კლუბის არაწევრები ვეღარ ისარგებლებენ "პალიტრა L"-ის წიგნებზე ფასდაკლების აქციებით?

- იმ აქციებით, რომელიც კატალოგში იქნება გამოცხადებული, მხოლოდ "მკითხველთა კლუბის" წევრები ისარგებლებენ, თუმცა სხვა აქციებით, რომელიც დამოუკიდებლად გამოცხადდება, ძველებურად ყველა ისარგებლებს.

- "მკითხველთა კლუბის" წევრს ბარათზე ქულები თუ დაერიცხება შენაძენის შემთხვევაში?

- მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარათზე შეეძლებათ ქულების დაგროვებაც და სხვადასხვა ბონუსის მიღებაც. დაგროვებული ქულებით, რომელიც ე.წ. "ყულაბაში" მოიყრის თავს, შეგეძლებათ ისარგებლოთ 90%-მდე ფასდაკლებით.

იმისთვის, რომ კლუბის წევრობა შეინარჩუნოთ, აუცილებელი პირობაა -  წლის განმავლობაში შეიძინოთ კატალოგით შეთავაზებულიდან მინიმუმ ექვსი წიგნი მაინც, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლებით კლუბის აქტიურ წევრად.

ვინც დიდი ხნის განმავლობაში დარჩება "მკითხველთა კლუბის" აქტიურ წევრად, მას ყოველწლიურად გაეზრდება ფასდაკლებები, ისარგებლებს მეტი ბონუსით.

- საინტერესოა, დედაქალაქიდან დაშორებულ რეგიონებში თუ ექნებათ "მკითხველთა კლუბში" გაწევრების საშუალება?

-  ეს პროექტი გათვლილია ყველაზე, ვისაც ინტერნეტითა და ტელეფონით სარგებლობა შეუძლია, ასე რომ, მომავალში რეგიონების მცხოვრებთაც ექნებათ საშუალება, გახდნენ "მკითხველთა კლუბის" წევრები. თუმცა, პროექტი ამოქმედდება ჯერ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საბოლოოდ კი მთელ საქართველოს მოიცავს. გარდა ფასდაკლებებისა და საჩუქრებისა, კლუბის წევრებისთვის დაიგეგმება დახურული ღონისძიებები, შეხვედრები მწერლებთან, ექსკურსიები...

- როდის დაიბეჭდება და გამოვა პირველი კატალოგი?

- პირველი კატალოგი 14 ოქტომბერს გამოჩნდება ქსელში და შემდეგ, ყოველთვიურად ახალ-ახალ შეთავაზებებს გაუკეთებს კლუბის წევრებს. როგორც მოგახსენეთ, ის უფასო იქნება. გარწმუნებთ, "მკითხველთა კლუბის" წევრებს საინტერესო შეთავაზებები ელოდებათ.

ლეილა გაგუა