"რად გვინდა მიწა-წყალი, თუკი არ გავმრავლდებით"
14-10-2013
"რად გვინდა მიწა-წყალი, თუკი არ გავმრავლდებით"
"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მშობიარობა უფასო გახდა,  6 000 ბავშვი დაიბადაო. ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, - ბავშვის ჩასახვასა და დაბადებას 9 თვე მაინც სჭირდება. რატომ აღმოჩნდა 2013 წლის შემოდგომა ბავშვების დაბადებით "ბარაქიანი" და რამდენად სწორი ნაბიჯები გადადგა ახალმა მთავრობამ დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად? "კვირის პალიტრას" დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა:

- თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი ხანია ვამბობ,
რომ უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს! მცირდება შობადობა, იზრდება მოკვდავობა, ოჯახების უმეტესობა მხოლოდ ერთ და ორ შვილს სჯერდება, გახშირდა განქორწინებები და შემცირდა ქორწინებების რაოდენობა. მეტად საშიშია ემიგრაციული პროცესიც. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ-ია, რაც გაყალბებული მაჩვენებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის ცნობით, საქართველოს მოსახლეობა 2050
წლისთვის დაახლოებით 3,2 მლნ-მდე შემცირდება. ხელახალი აღწერის ჩატარებამ შესაძლოა უფრო კატასტროფული სურათი გვიჩვენოს.

გაეროს სპეციალური ფონდის მონაცემებით, 2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობის 7%-ით გაზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანში - 34%-ით, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 28%-ით შემცირდება(?!). ეს საქართველოს გაწყვეტას ნიშნავს.

სექტემბერ-ოქტომბერში წინა თვეებთან შედარებით მეტი ბავშვი რომ დაიბადა, ამას სხვა ახსნა აქვს. შემოდგომის მიწურულს ხშირია ქორწინებები. შემდეგი ორი-სამი თვე დაახლოებით ბავშვის ჩასახვას სჭირდება და ამას ცხრა თვესაც თუ დავუმატებთ, გამოდის, ბავშვები სექტემბერ-ოქტომბერში დაიბადებიან. სტატისტიკურად შემოდგომის თვეებში შედარებით მაღალია შობადობის მაჩვენებელი.
ფონდ "ქართული ოცნების" ინიციატივით, პატრიარქის თანადგომითა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც გახლავართ და რომლის საზრუნავიც გახლავთ ის, რომ არ დაიწყოს ერის ფიზიკური წყვეტა. მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ. დემოგრაფიული დაღმავლობის შესაჩერებლად ყველა რეპროდუქციული უნარის მქონე ქალისთვის მესამე შვილის ყოლაა საჭირო. თუმცა, თუკი ქვეყანაში სათანადო ეკონომიკური ბერკეტები არ ამოქმედდება, მხოლოდ პროპაგანდა ქალებს მესამე შვილის გაჩენას ვერ აიძულებს. რაც შეეხება ამჟამინდელი მთავრობის დემოგრაფიულ პოლიტიკას, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - უფასო მშობიარობა, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო.

- როგორც ვიცით, მოსახლეობის ხელახალი აღწერა იგეგმება.
- სამოქალაქო რეესტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა იმდენად გააყალბა მონაცემები, რომ ის ბუნებრივ კანონზომიერებასაც კი ვერ შეესაბამება. ბუნებრივ კანონზომიერებად ითვლება 100 გოგონაზე 103-105 ბიჭის დაბადება. გიორგი ვაშაძე კი გვიმტკიცებდა, 2009 წელს ბიჭების რაოდენობამ გოგონებისას გადააჭარბაო, თანაც თურმე 700-ით. ეს სწორი არ არის და როცა დემოგრაფებმა გავაპროტესტეთ, ყოფილმა ხელისუფლებამ შემდეგ წლებში სტატისტიკური მონაცემები თავად "დააბალანსა". განგებ არ ჩაატარეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რადგან არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ბევრად ნაკლები აღმოჩნდებოდა, ვიდრე წარმოაჩენდნენ.

2014 წლისთვის იგეგმება მოსახლეობის ხელახალი აღწერა. აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი გვყავს - სქესობრივი, ასაკობრივი, ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით სამი მილიონი ვიქნებით. რად ვიკლავთ თავს და რაღად გვინდა მიწა-წყალი, თუკი არ გავმრავლდებით, თუკი ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში არა ქართველების, არამედ სხვა ერების ჟრიამული იქნება?!


ცვლილებები შრომის კოდექსში

შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის მიზეზით შვებულება 253 დღით, 477-დან 730 კალენდარულ დღემდე გაიზრდება. ანაზღაურება 126-ის ნაცვლად 183 დღეზე გაიცემა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში თანხას ქალი 140 დღის ნაცვლად 200 კალენდარულ დღეზე მიიღებს. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების დროს გასაცემი თანხის ოდენობა 400 ლარით იზრდება და 1 000 ლარს შეადგენს.
gulnazi.zhizhiashvili@mail.ru
21 ოქტომბერი 2013 09:50
მარტალი ბრზანდებიტ ჯონი,სვილს რონ გააცენ, მას გასრდა, აგსრდა, სწავლა და ..... დზალიან ბევრი რამ სცირდება, რომელსეზ ცვენი მტავრობა ნაკლებად სრუნავს, საიდან უნდა არცინო ოჯახი?, სადაზ სამსახური არ არის, გააცინო და მსიერი მოკლაააა?! და მერე სასვარგარეტ წახვიდე ლუკმა პურის საპოვნელად, დატოვო სვილი და როზა გაისრდება ვერზ კი გიცნობს. აი ესაა დგევანდელი ცხოვრება,ამას დაფიქრება უნდა მტავრობას ეს არ ანაგვლებს
ჯონის
19 ოქტომბერი 2013 00:33
ბატონო ჯონი, თქვენი საუბრიდან გამომდინარე ათეისტი ბრძანდებით.. არ გინდათ ეგ თქვენი ავადმყოფური (ჩემი გადმოსახედიდან) შეხედულებები თავზე არ მოგვახვიო მათ ვისაც სამშობლოც გვიყვარს, მისი სიდუხჭირის მიუხედავად და ღმერთის არსებობისაც გვწამს?! თუ ნანობთ რომ საქართველოში გაჩნდით, შეგიძლიათ დაახვიოთ ნებისმიერი მიმართულებით, ვინმე გაკავებთ?! და თუ საერთდ გაჩენას ნანობთ, ნუ მაგაზე პასუხი თქვენს მშობლებს მოსთხოვეთ, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, რომ ბოღმას გვინთხევთ აქ :)

საქართველოს აღგვაზე თუ ოცნებობ, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ საქართველოს მტრების მრავალრიცხვოვან და მრავალეროვან სიას გადახედე, მაგ ოცნებაში უშედეგოდ ამოხდა აბსოლუტურ უმრავლესობას სული.

P.S. ისე, გენეტიკა გადაიმოწმე, სანამ ქართველობას დაიბრალ(ინან)ებდე...
nene
18 ოქტომბერი 2013 23:59
საშინელი ფორუმი აქვს კვირის პალიტრას- კომენტარი მინიმუმ 12 საათი არ იდება, არა აქვს, არც დალაიქების ა, არც პასუხის გაცემის ფორმატი.. რა გაგიჭირდათ ერთი ნორმალური ფორუმი?

რედაქტორის რჩევით