რატომ არ გვიცავს "კოლექტიური როსტოსგან" თავად "დაუცველი" გარემოს სამინისტრო?
28-10-2013
რატომ არ გვიცავს "კოლექტიური როსტოსგან" თავად "დაუცველი" გარემოს სამინისტრო?
ბრაკონიერები ტყის პირას შეგროვილ უმწეო ცხოველებს ყველა მხრიდან ფარნებს მიანათებენ და კაშკაშა სინათლით დაბრმავებულ კურდღლებს უმოწყალოდ ხოცავენ...

მონადირეები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრაკონიერების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათ ეშინიათ, რომ ტყეში საკვების გარეშე დარჩენილი მტაცებელი მალე მასობრივად შეესევა შინაურ პირუტყვს.

"ბრაკონიერები ბარბაროსული მეთოდებით ანადგურებენ გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს. ამასთან, საკუთარი დანაშაულის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ ტყეებში ჯუნგლის კანონით სამართალსა და ფაუნას ასამარებენ",
- ამბობს მონადირე მალხაზ ფხაკაძე... რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში "ნანუკას შოუს" სამშვენისად წოდებულმა როსტომ სისხლიანი ფოტო გამოაქვეყნა. ღამით გადაღებულ კადრში ლევან როსტოშვილს ხელში ნანადირევი ტურა და მაჩვი უჭირავს და თავს იწონებს უკანონო ნადავლით, არადა, ნადირობის შესახებ კანონით, გარეულ ცხოველსა და ფრინველზე ღამით, ფარნების შუქზე
ნადირობა იკრძალება.  

მალხაზ ფხაკაძე: - ქარიან ამინდში ხმაურით შეშინებული კურდღლები ტყიდან გარბიან. ბრაკონიერებიც ქარიან ღამეებს ელოდებიან, ტყის პირას შეგროვილ უმწეო ცხოველებს ყველა მხრიდან ფარნებს მიანათებენ და კაშკაშა სინათლით დაბრმავებულ კურდღლებს უმოწყალოდ ხოცავენ. ამავე მეთოდით ანადგურებენ ტყის ქათამს, რომელიც შუქის მინათებისას შეშდება. მწყრის გასანადგურებლად გამოიყენება იმიტატორი, ხმის სატყუარა (მანიკი). ფრინველები ხმას მისდევენ და ხაფანგში თავმოყრილებს "მონადირეები ხოცავენ."

ღამით ნადირობისას უამრავი ფრინველის განადგურება ხელს უშლის არა მხოლოდ პოპულაციების გამრავლებას, შენარჩუნებასაც კი. ბარბაროსული მეთოდებით ცხოველებსა და ფრინველებზე გამრავლების პერიოდშიც ნადირობენ. ამან კატასტროფულად შეამცირა კურდღელი, რომელზეც არათუ ღამით, საერთოდ აკრძალულია ნადირობა. ვაკეებში ეს უმწეო არსება გადაშენების პირას მიიყვანეს. ტურები კი, რომლებიც ბაჭიებს ანადგურებენ, ტყეში საკვების უქონლობის გამო  მოსახლეობას უტევენ (ტურა ცოფის აქტიური მატარებელია, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას).
გარემოს დაცვის სამინისტრო რატომღაც არაფერს აკეთებს.

რამდენჯერაც დასახმარებლად მივმართეთ, გვითხრეს, რომ ბრაკონიერებთან საბრძოლველად კანონპროექტი მუშავდება, ალბათ, ბრძოლას მაშინ დაიწყებენ, გადასარჩენი რომ აღარაფერი იქნება.   
ზვიად ზედაშიძე, მონადირე: - დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ბრაკონიერობა. სასურველია, ორი წლის განმავლობაში ნადირობაზეც უარი ვთქვათ (გარდა მტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლისა), ან შემცირდეს ნადირობის ვადები და დასაშვები იყოს მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის მეორე ნახევრამდე. თუ მოვინდომებთ და სახელმწიფო ორგანოებიც გვერდით დაგვიდგებიან, ჩვენს შვილებსა და ქვეყანას გადავურჩენთ ბუნებას და არ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, რომელთაც "ტყე შეუნახე შვილებსა" გაჩეხილი, შინ შეშად მიტანილი ხეები ჰგონიათ. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მონადირეების გულისტკივილის მიზეზს ადასტურებენ.

ნელი კორკოტაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის მთავარი ინსპექტორი:
- ეს დეპარტამენტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, რეგიონული სამსახურებისთვისაც ახლახან დავასრულეთ კადრების შერჩევა. დაწესდება 24-საათიანი პატრულირება. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას ცხელ ბრაკონიერულ ზონებზე. შევაფასებთ რისკზონებსაც, სადაც შეიძლება მომავალში წავაწყდეთ ბრაკონიერობის ფაქტებს. ამუშავდება ცხელი ხაზი. კანონშიც ბევრი რამ არის გასასწორებელი. ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, მანიკით მონადირეები დაისაჯონ. თუ ბრაკონიერს ეცოდინება, რომ არსებობს კანონის დარღვევის აღმკვეთი ეფექტური სამსახური, დანაშაულის ჩადენას ვეღარ გაბედავს.

ჩვენ ლევან როსტოშვილთან დაკავშირება ვცადეთ, რომელმაც სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ვფიქრობთ,  მან არც კი იცის, რომ ღამით ნადირ-ფრინველზე ნადირობა იკრძალება... ამ ფოტოს კი, რომელიც ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა, ცხოველთა დამცველების მკაცრი პროტესტი მოჰყვა...
tami
05 ნოემბერი 2013 01:28
ციხისკენაა ამათი გზა....
kaxeti
03 ნოემბერი 2013 21:37
რა პროფესორობა და უსაშველოდ ბევრი კადრი სჭირდება ბრაკონიერობის აკრძალვას? საკმარარისია 1 ბრაკონიერის დაჭერა და მისი ათეულობით ნაცნობი აღარ წავა საბრაკონიეროდ... საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ფაქტი რომ ის ხალხი ვინც "მოკრიშვით" არ ბრაკონიერობს აღარ წავიდნენ...!!!
Khatuna Haug
02 ნოემბერი 2013 01:39
Am komentaris damzerebs tawshi erti grami chkua ar gaqwt me mgoni. Populazias buneba koweltwis twiton azesrigebda da axlaz moazesrigebs, adamianebis charewa araa sachiro. Adamianebma tawis taws mixedon. Zxowelebis xozwa siamownebas anichebt zogiertebs da misesad maset sisuleles ideben. Sazodawi zxowelebi. Ugulo adamianebi arian, is rostoa tu winzaa da misnairebi, magistanas adamianebiz ar daenaneba! Da dgisit mokla tu gamit ra mnishwneloba aqws, zxowelebs xozawen da saboloo jamshi erti a igiwea, ginda dgisit, ginda gamit. Dasasjelebi arian namdwilad. Sakwebi sakmarisi araa, tu ara da machwebis chama rodidanndaizko am xalxma? Amazrzenia!

რედაქტორის რჩევით