ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო...
ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო...
პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი პატრიარქმა მონათლა...

ქართველ საზოგადოებას, რომელიც ბოლო დროს, ძირითადად, ცნობილი ადამიანების გაკილვით იქცევს თავს, სავარაუდოდ, ბაგრატიონების ოჯახთან დაკავშირებული ახალი საჭორაო თემა მიეცემა. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან შევიწროებული და ესპანეთში დროებით გახიზნული ბაგრატიონების ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

კვირას, 3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მოინათლა. უფლისწულის ნათლობის ცერემონიალი აღასრულა ნათლიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. გიორგის ნათლიები ასევე არიან
ოჯახის ახლო ნათესავები და მეგობრები. ამ მნიშვნელოვან ფაქტს წინ უძღოდა ბაგრატიონების ოჯახის სტუმრობა პატრიარქთან. ანა და დავითი სამშობლოში დაბრუნებისთანავე მემკვიდრითურთ ეახლნენ უწმინდესს.
თავის დროზე სწორედ  პატრიარქის ოცნება ყოფილა, რომ ანას და დავითს ოჯახი შეექმნათ. თურმე მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანელების ორი ძლიერი შტო
მათი საერთო მემკვიდრის დაბადებით გაერთიანდებოდა.

ანა და დავით ბაგრატიონები პატარა გიორგისთან და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროს ქალიშვილებთან ერთად საგურამოში, საკუთარ სახლში იცხოვრებენ. ძმასთან და რძალთან ერთად საქართველოში დამკვიდრება გადაწყვიტა დავითის უმცროსმა ძმამ - უგო ბაგრატიონმაც, რომელიც უკვე არა მხოლოდ ესპანელი, ქართველი ქალების გულთამპყრობელიც გახლავთ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა უგოსა და მისი პატარა ძმისშვილის ფოტოები. უგოს და დავითის მამა, გიორგი, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო შვილიშვილის დაბადებას. როგორც ცნობილია, მას ძალიან უნდოდა, დავითსა და უგოს საქართველოში ეცხოვრათ და ქართველი ცოლები ჰყოლოდათ. უფროსი გიორგი ბაგრატიონი 1998 წელს საქართველოში ყოფნის დროს გარდაიცვალა და სვეტიცხოველში დაკრძალეს დიდი წინაპრების გვერდით.

ბაგრატიონები საგურამოში იცხოვრებენ, დავითის სახლში, სადაც ამჯერად რემონტს აკეთებენ. არაოფიციალური საუბრებისას მათი ახლობლები აღნიშნავენ, რომ დავითი კვლავ თავის ბიზნესს მიხედავს.

"დავითი და ანა საქართველოში ისევე იცხოვრებენ, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე. მათ არასდროს უფიქრიათ, ვინმეს დააწვნენ ტვირთად. მეტიც, ოჯახი ქმნის უფლისწულ გიორგის სახელობის ფონდს, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს საქართველოში. ბაგრატიონები აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არა - პოლიტიკაში," - აცხადებს სამეფო ოჯახის კანცლერი სიმონ კოპაძე. კითხვაზე, რატომ მოიხსენებენ გიორგის უფლისწულად, როდესაც საქართველოში სამეფო ტახტი არ არსებობს, სიმონ კოპაძე პასუხობს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები დაბადებისთანავე ამ რეგალიით მოიხსენიებიან. 

ჯერ კიდევ ანასა და დავითის დაქორწინებამდე ითქვა, რომ თუ ვაჟი დაიბადებოდა, მას აღზრდიდნენ, როგორც ტახტის მემკვიდრეს. ბაგრატიონების ახლობლების განცხადებით, გიორგი ასეც აღიზრდება, რაც საზოგადოებამ არ უნდა ჩათვალოს ოჯახის მცდელობად, უფლისწული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აკურთხონ მეფედ. "უფლისწული ჯერ მხოლოდ 2 წლის არის და ამიერიდან გადაწყდება, ვინ და როგორ უნდა აღზარდოს იგი. იმედი გვაქვს, მანამდე, ვიდრე გიორგი სრულწლოვანი გახდება, ქართველი ხალხიც გადაწყვეტს, ქვეყნის როგორი პოლიტიკური მოწყობა სურს", - აცხადებს სიმონ კოპაძე.
3 ნოემბერს სვეტიცხოველში ნათლობაზე სამეფო ოჯახის და გვარის თითქმის ყველა წარმომადგენელი მივიდა. ისინი ესპანეთიდანაც ჩამოვიდნენ...  


პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. სამღვდელო პირების განცხადებით, ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.

გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, მადრიდში დაიბადა. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილის - გიორგის ამქვეყნად მოვლინებას მყისვე მოჰყვა რეზონანსი ქართველ საზოგადოებაში. ზოგმა პატარას ჯანმრთელობა უსურვა, ზოგსაც დალოცვა დაავიწყდა და თქვა, რაღა დროს უფლისწულობა და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო. ბაგრატიონები კი მემკვიდრის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს - ბაგრატიონ-ბაგრატიონი.
zaqaria
11 ნოემბერი 2013 13:02
იმდენად მძიმეა სოციალისტური მემკვიდრეობა, რომ ხალხს უჭირს მონარქიის აღდგენაზე ფიქრიც. ამას იტორიის არცოდნაც ემატება, კიდევ რაღაც მერკანტილური ინტერესები...
შავი ჯიპი
11 ნოემბერი 2013 02:09
მთელს ამ ტაკიმასხარობას თავი რომ დავანებოთ, მონარქიის იდეის მიმდევრებმა ამ კითხვაზე გაეცით პასუხი: როდის იყო საქართველო ბოლოს ერთიანი და ქართლ-კახეთის მეფის შთამომავლები თუ იმსახურებენ მეფობას, მაგალითად, იმერეთის მეფის შთამომავლებმა რა დააშავეს და საერთოდ სად იყვნენ ბოლო 2 საუკუნის მანძილზე, რა გააკეთეს საქართველოსთვის? პატარა ჩამონათვალი მაინც დაიდოს.
კარგი, წყვეტა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მონარქია დღესაც გვქონოდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ერთი გვარის მეორეზე აღმატებულობის და მათი პრივილეგიების დაკანონებას რომ ცდილობს ზოგიერთი, ცირკია და მეტი არაფერი.
ana
10 ნოემბერი 2013 07:16
გმერტმა გაზარდოს სასახელო ქარტველად,პატარა.არვინ არვიციტ ხვალინდელი დგე რას მოგვიტანს. მაგრამ ჩნდება ერტ კიტხვა ..ტუ ბაგრატიონებმა ისე უნდა იცხოვრონ როგორც ყველა რიგიტმა ქარტველმა ,მაშ რაგად ჩირდებატ დგესვე კანცლერი? და კიდევ ვტქვატ ქარტველმა ერმა გამოხატა ნება მეფის ყოლისა, მაშინ იბადება ერტი კიტხვა კიდევ.ვის მეფე იქნება გიორგი ბაგრატიონი-ბაგრატიონი??იმ 665 ი ატას არაბის??და ამდენივე ტურქის?ტუ მეტი არა..რომელ ქარტულ გირებულებებს დავახვედრებტ მომავალ მეფეს--მაპატიეტ და მარჯანიშვილის საროსკიპოდ ქცეულ უბანს? სადაც ტურქი და არაბები დგესაც არ ატარებენ ქარტველებს, და მის გაზრდამდე კი რა მოხდება ვინ იცის..

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები