პირველკლასელების ნეტბუკებში პროგრამა - "მოდი, ვისაუბროთ სექსზე აღმოჩნდა(!)"
11-11-2013
პირველკლასელების ნეტბუკებში პროგრამა - "მოდი, ვისაუბროთ სექსზე აღმოჩნდა(!)"
დიმიტრი შაშკინი: "ასეთი პროგრამები ნეტბუკებში ჩემი მინისტრობის დროს რომ ყოფილიყო,  ჯვარზე გამაკრავდნენ"

პირველკლასელების ნეტბუკებში მშობლებმა აღმოაჩინეს პროგრამა სახელწოდებით "გამოიყენეთ ინტერნეტი უსაფრთხოდ", სადაც ერთ-ერთი დიალოგის სათაურია "მოდი, ვისაუბროთ სექსზე", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა... მას შემდეგ, რაც ამ თემით მედია დაინტერესდა, ოფიციალურმა სტრუქტურებმა ჯერ დაადასტურეს ნეტბუკებში პროგრამის არსებობა, მოგვიანებით კი უარყვეს. გაჩნდა კითხვა: ვინ ამბობს სიმართლეს - განათლების და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უარყოფს ნეტბუკებში ამ პროგრამის არსებობას, თუ მშობლები, რომლებმაც შვილების კომპიუტერებში
ანიმაცია ნახეს. განათლების სამინისტროს ორაზროვანი პასუხებით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ საკითხზე ან მართლა არაფერი იციან, ან ყველაფერი იციან და არავის აძლევს ხელს ამ ფაქტის გაანალიზება.
"კვირის პალიტრა" განათლების და მეცნიერების სამინისტროს ძველ და ახალ ხელმძღვანელებს ესაუბრა.


დიმიტრი შაშკინი, ყოფილი განათლების მინისტრი: - რატომ არის ეს
პროგრამები ნეტბუკებში, ვერ გეტყვით. ჩემი მინისტრობის დროს ასეთი პროგრამები არ იყო და რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ, ჯვარზე გამაკრავდნენ.

- ნეტბუკებში მშობლებმა აღმოაჩინეს პროგრამა სახელწოდებით "გამოიყენეთ ინტერნეტი უსაფრთხოდ". მაშ, ვინ გააკეთა ეს?

- ორი წლის განმავლობაში ნეტბუკები 80 ათას მოსწავლეს დაურიგდა და როგორ ფიქრობთ, თუ ამ ხნის მანძილზე ასეთი პროგრამა არსებობდა, მშობლებს მხედველობიდან გამორჩებოდათ? ამის შესახებ ინფორმაცია ამჟამინდელ მთავრობაში მოიკითხეთ.

- გინდათ მითხრათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა?

- არ მითქვამს, რომ გააკეთეს! გითხარით, რომ ჩემს დროს არ იყო ეს! გააკეთეს თუ საბოტაჟია, ახალ მინისტრს ჰკითხეთ.

"კვირის პალიტრასთან"
საუბარში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა”ლაშა ვერულავამ განაცხადა, რომ პროგრამა არსებობდა, თუმცა ის განკუთვნილი იყო VIII- XII კლასების მოსწავლეებისთვის და არა - პირველკლასელთათვის: - ამ პროგრამის სათაურია "გამოიყენეთ ინტერნეტი უსაფრთხოდ", თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ნეტბუკებში არ ჩაუტვირთავს, რადგან ეს სავალდებულო პროგრამის ნაწილი არ არის. ნეტბუკებში მხოლოდ სავალდებულო პროგრამები იტვირთება. პროექტი 2010 წელს მოამზადა  წორლდ ვისიონ-მა და განკუთვნილია VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის. მასში არის დიალოგები, რათა მოსწავლემ იცოდეს, როგორი საუბარია  მისთვის სახიფათო. მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, ვის უნდა მიმართონ საფრთხის შემთხვევაში. მითითებულია  წორდ ვისიონ-ის ბავშვთა დაცვის ოფიცრის ტელეფონის ნომერიც.

- როგორ მოხვდა ეს პროგრამა პირველკლასელთა ნეტბუკებში?
- შემიძლია დავადასტურო, რომ პროგრამა სამინისტროს არ ჩაუტვირთავს პირველკლასელთა კომპიუტერებში. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ეს პროგრამები მხოლოდ ერთეულ ნეტბუკებშია ჩაწერილი, სავარაუდოდ, ოჯახებში. ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ეს არის ნეტბუკის შინ მოხმარების შედეგი. ვვარაუდობთ, რომ გადმოწერილია იმ პირველკლასელთა ნეტბუკებში, რომლებსაც ჰყავთ უფროსკლასელი და-ძმა.

- შაშკინმაც განაცხადა, რომ ეს პროგრამა პირველკლასელების ნეტბუკებში არ იყო, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რომ მსგავსი პროგრამა გათვალისწინებული იყო უფროსკლასელებისთვის.

- საინფორმაციო რგოლი სკოლის მოსწავლეებისთვის 2010 წელს შეიქმნა. ეს პროგრამა ინტერნეტსივრცეში რამდენიმე წლის წინ განთავსდა. ვიმეორებ, ეს მოზარდების, კერძოდ, VIII-XII-კლასელების საინფორმაციო რესურსია.

უტა ბიწაძე
NINO
12 ნოემბერი 2013 01:39
kretinebis kvekanashi kretinobas ascavlian-patara bavchvebs
zaza
11 ნოემბერი 2013 11:06
არ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი და ეგაა...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები