"იეღოველებმა ოჯახი დამინგრიეს"
18-11-2013
"იეღოველებმა ოჯახი დამინგრიეს"
რა გახდა 20 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი

"ხემ მის წონას ვეღარ გაუძლო და გადაიხარა... ჩემი შვილი ხეზე ეკიდა, ფეხი კი მიწაზე ედო"

"ჩემს შვილს საფლავსაც ვერ ვუკეთებ, რადგან გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს..."


ბოლო დროს საქართველოში სამწუხაროდ სუიციდის შემთხვევები გახშირდა, არაერთმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედია დუშეთის რაიონის სოფელ ბაგაშიც დატრიალდა. ფიჩხზე წასული გლეხები საშინელი სურათის თვითმხილველი გახდნენ, მათი თანასოფლელი, 20 წლის ლევან ზურაბაშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს...

"მაღალი, საოცრად ლამაზი ბიჭი მყავდა.
თავის მაჯის სიმსხო ორ ტოტზე თავი ჩამოიკიდა და დამღუპა. იმდენად დიდი იყო, რომ ხემ მის წონას ვეღარ გაუძლო და გადაიხარა", - გვითხრა ლევანის მამამ, ზაზა ზურაბაშვილმა. იგი მომხდარში იეღოველებს ადანაშაულებს!..

დეტალების გასარკვევად დუშეთში ჩავედი. ზურაბაშვილების სახლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მომიხდა...

- ყოფილი პოლიციელი ვარ,
სოფელში კუკარაჩას მეძახდნენ, მაგრამ ახლა უმუშევარი ვარ, - გზადაგზა მესაუბრება ზაზა. ამასობაში სახლსაც მივადექით, სადაც სიდუხჭირე აშკარად თვალში საცემია. ზურაბაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს. ზაზა ზურაბაშვილმა კარადიდან ოჯახის ალბომი გადმოიღო, კედლიდან ლევანის სურათი ჩამოხსნა და საუბარი დაიწყო:

- 27 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. პოლიციაში ვმუშაობდი, სამ შვილს ვზრდიდით და, ალბათ, ბედნიერები ვიქნებოდით, იეღოველთა სექტას რომ არ დავეღუპეთ. ჩემი სიდედრ-სიმამრი და მათი ნათესავები იეღოველები გახდნენ და ჩემი მეუღლეც ჩაითრიეს. კონგრესებზე დაჰყავდათ, აძლევდნენ ლიტერატურას. აქედან დაიწყო ოჯახში უბედურება. ჩემი მეუღლე დიდ დროს თავის მშობლებთან ატარებდა, იქ იყო იეღოველთა ბუნაგი, ბავშვებიც დაჰყავდა კრებებზე... მთაში გაზრდილი კაცი ვარ, ირგვლივ უამრავი წმინდა სალოცავი გვაქვს და ბუნებრივია, შევეწინააღმდეგე ცოლს. როცა შინ ამ ლიტერატურას ვნახავდი, მაშინვე ღუმელში შევუძახებდი. ბოლოს იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ 1999 წელს განვქორწინდით. მეუღლემ შვილებიც წაიყვანა. გოგონები ძალიან პატარები იყვნენ, ბიჭი - სასკოლო ასაკისა.

ლევანის მონათვლა მოვასწარი ქრისტიანულად, გოგონებისა - ვეღარ... ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ, იქ რომ მივიდოდი, ხან ქვებს მესროდნენ, ხან მლანძღავდნენ, ახლაც ჩამესმის ჩემი შვილების განწირული ხმა, გაიქეცი, მამიკო, მოგკლავენო... მერე ჩემი ყოფილი მეუღლე საბერძნეთში წავიდა და ბავშვები მშობლებთან დატოვა. 2008 წელს ბავშვებიც წაიყვანა და იქ გათხოვდა. გოგონებს ჩემთან ურთიერთობა არა აქვთ. ამ ტრაგედიის შემდეგ დამირეკეს, მას მერე აღარ შემხმიანებიან. ლევანი ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო. ჩემთან დარჩენა უნდოდა და ამიტომ ბევრჯერ გამოექცა ბებია-ბაბუას. პატარაობიდან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. სამი თვისა კრუნჩხვაში ჩავარდა და საავადმყოფოში მოვხვდით. წლები დაგვჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, როგორც იქნა, გამოკეთდა და სწორედ ამ დროს წამართვეს. ყველანაირად ცდილობდნენ, სახელი გაეტეხათ ჩემთვის. შვილები ამას უყურებდნენ და მათი ფსიქიკა განადგურდა... რადგან შერიგების შანსი არ იყო, ახალი ოჯახი შევქმენი.

იეღოველები არც სანთელს ანთებენ, არც მიცვალებულს უგებენ წესს, არც საკლავის დაკვლა იციან, თუმცა ჩემი შვილი მაინც ქრისტიანულად დავკრძალე. საპატრიარქოს ვთხოვე და გამონაკლისი დაუშვეს - 40 დღე ეკლესიაში იხსენიებდნენ.

- მაინც რა კავშირშია თქვენი შვილის სიკვდილი იეღოველებთან?
- ბავშვობიდან განიცდიდა ამ ყველაფერს და საბოლოოდ ფსიქიკა გაუნადგურდა. 2011 წლის 7 დეკემბერს საბერძნეთიდან რომ ჩამოვიდა, ჩემთან ცხოვრობდა. ძალიან მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა. აქ არანაირი ცხოვრების პირობები რომ არ დახვდა, ისევ საბერძნეთში დაბრუნდა. სამი ენა იცოდა. რამდენიმე თვეში ისევ ჩამოვიდა, უფრო ცუდად იყო. სულ ფსიქოთროპულ წამლებს სვამდა. ჩემს მეუღლესთან, თავის დედინაცვალთან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეორე ქორწინებიდან ბიჭი მყავს და ძმებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ღამით ჩემ გვერდით ეძინა, სულ შფოთავდა, ვერ ისვენებდა.

დამნაშავე ვარ, რომ ჩემს ყოფილ ცოლს თავის მშობლებთან ურთიერთობის საშუალება არ მოვუსპე. უნდა წამეყვანა დუშეთიდან და არ გახდებოდა სექტანტი. ახლა იმას განვიცდი, რომ ჩემს შვილს საფლავსაც ვერ ვუკეთებ, რადგან გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს...

თეა ხურცილავა
tamari
19 ივნისი 2015 01:36
მეყველანაირ დენომინაციის მორწმუნეებს ვიცნობ ყველა დენომინაციიდან რიცხავენ უგირსად ვინც იქცევა,მარტლმადიდებლების გარდა იეჰოვას მოწმეები კარგი ადამიანები არიან ,ნამდვილად ქრისტეს მიმდევრები არიან
,მე მომწონან ისინი
iina
22 ნოემბერი 2013 05:11
არც მე ვარ იეგოვატა სეკტის მომხრე,არ ვარრრრრრ, დიდება უპალს, მაგლიტ გმერტს, დაგვიპაროს მტავარანგელოზმა, გვტისმსჰობელმა მოწყალე კალტა გადმოგვაპაროს და დაგვიცვას ყველანაირი სეკტისგან, რა ვკნა რაგას ეწვი მეპარება ტიტიტ საცჰვენებელი ოჯახი და სეკტანტი, მასჰვინ პულის გულისტვის გამხდარან სრკტანტელები, ,,,,,,გმერტო დიდება სჰენ,,,,,
ნიკა
21 ნოემბერი 2013 15:27
კანიბალა, რა ცოდო ხარ შე უბედურო შენა. ერთი დამანახა როგორ დევნი შენ ვინმეს, მერე განახებდი, როგორ უნდა ვიღაცის შეურაცყოფა. შე გაუზრდელო! ყვლელას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი რელიგია! გამომიხვედით აქ ყველანი ზე ქრისტიანები.

დაამახსოვრებდა ეს თავს. ტყიური!

ქრისტიანობაზე თავს დებენ ჩემი "მართმადიდებელი" თანამშრომლები და რომ კითხთო, ჰომოსექვალობაზე პრობლემა არ აქვთ და აბა მივიდნენ კართან მოწმეები, ყველას წყევლა წყევლით უშვებენ. სირცხვილო, სირცხვილო!


რომ ვუყურებ ასეთ ადამიანებს მართმადიდებლობისკენ გახედვაც არ მინდა. რაც შეეხება მოწმეებს, მე მისაუბრია მათთან და მართლა არ დამრჩენია ცუდი შთაბეჭდილება!

რედაქტორის რჩევით