"ალბათ, ხატიას აქვს მიზეზი სააკაშვილს გენიოსი უწოდოს"
19-11-2013
"ალბათ, ხატიას აქვს მიზეზი სააკაშვილს გენიოსი უწოდოს"
ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე ბოლოდროინდელ მოვლენებზე გვესაუბრა. მისი აზრით ხელოვანი ყოველთვის ხელისუფლებასთან ოპოზიციაში უნდა იყო.

- პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მიხელ სააკაშვილს გენიოსი უწოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მათებულია, ხელოვანმა მსგავსი განცხადება გააკეთოს?
- წინა ხელისუფლება გენიალური კი არა, დამნაშავეა. ალბათ, ჩემს კოლეგას აქვთ მიზეზი და უფლება სააკაშვილს გენიოსი უწოდის. ჩემს თვალში ის არასდროს იქნება გენიოსი. მე ხელოვანი ვარ და ხელისუფლებას ტაშს არასდროს დავუკრავ. მიმაჩნია, რომ ხელოვანი უნდა იყოს ოპოზიციაში... მე ვარ
ის ადამიანი, რომელსაც წინა ხელისუფლება დევნიდა. თეატრიდან გამომაგდეს იმის გამო, რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებდი. პოლიტიკური ნიშნით იგნორირებული ვიყავით წლების განმავლობაში - ჩემი ხსენება არ იყო, საქართველოში კონცერტი არ მქონია.

ისინი წყვეტდნენ, ვის ემღერა, ვის - დაეკრა. კიდევ კარგი, ეს კოშმარი დასრულდა. ახლა მთავარია, ახალი ხელისუფლება
რას გააკეთებს. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ. გინდ 5 ნომერი იყოს, გინდ 41, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, მაქსიმალური გააკეთონ ხალხისთვის...

ახალარჩეული პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე ბევრს ლაპარაკობენ... არ ვიცი ბატონი გიორგის პირადი ცხოვრება, მაგრამ მას ერთხელ შევხვდი და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. საერთოდ, იშვიათდ ვხვდები პოლიტიკოსებს.  პოლიტიკოსი მეგობრები და ნაცნობები არა მყავს. კაშკაშა კაცია გიორგი მარგველაშვილი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ გამოვაცხადებ, გენიოსია-მეთქი. რა თქმა უნდა, საჯარო პირს პირადი ცხოვრება მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ მგონია, რომ მარგველაშვილი ისეთი კაცია, მისი შინაგანი კულტურა იმდენად მაღალია, რომ პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი მოგავრებული ექნება.

ქეთი საგინაშვილი
alex
21 ნოემბერი 2013 21:02
ნაცემ ჰაოს მოკრივეს მიუგავს ფიზიონომია ხატია ,,ბუნიათიშვილს,,!
:))))
20 ნოემბერი 2013 15:24
:) არც მიშაა გენიოსი და არც ხატია...მაგრამ ეს გოგი რომ ბოდიალობს მაგას თუ ამჩნევთ ^_^
meriko
20 ნოემბერი 2013 11:58
ერტი სჰენ ხარ გენიოსი და მეორე მისჰა

რედაქტორის რჩევით