"სკოლის ეზოში ეკლესია დგას, ისიც დავანგრიოთ?"
02-12-2013
"სკოლის ეზოში ეკლესია დგას, ისიც დავანგრიოთ?"
განათლების სამინისტრო 159-ე სკოლაში ხატების კუთხეს კრძალავს?!

თბილისის 159-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, სკანდალის მიზეზი გახდეს. პედაგოგებისა და მშობლების განცხადებით, განათლების სამინისტრომ ჯერ სკოლაში სწავლის ლოცვით დაწყება გააპროტესტა, ახლა კი დერეფანში მოწყობილი ხატების კუთხის გაუქმებას ითხოვს.
"სამინისტრო გვთხოვს, ხატები ჩამოვხსნათ. ისევ მათგან თუ მოვა ხატმებრძოლი რაზმი და ჩამოხსნის, თორემ აქ ხატებს ხელს არავინ ახლებს", - აცხადებენ პედაგოგები და მშობლები. სამინისტრომ სკოლაში წესრიგის დასამყარებლად დირექტორს ერთი თვე მისცა. ყველაფერი კი
იმით დაიწყო, რომ მე-3 კლასის პედაგოგი ელზა ონიანი ყოველ დილით სწავლას ერთწუთიანი ლოცვით იწყებდა. ეს ახალი მოსწავლის, მარიამ ტუხიაშვილის დედამ გააპროტესტა და პედაგოგს სამინისტროში უჩივლა.

ელზა ონიანი: - მარიამი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ძალიან უჭირთ, ბევრი პრობლემა აქვთ. დედა თავისებური ქალია, კონფლიქტი ჰქონდა შვილის კლასელების მშობლებთან.
ბავშვიც კონფლიქტური იყო, ამიტომაც ველოლიავებოდი ორივეს, მაგრამ უცებ თამარმა ბრალი დამდო, თითქოს მარიამი იმის გამო, რომ ჯვარი არ ეკეთა, ისე ვცემე, თვალი გაუსივდა.  დირექტორმა და სკოლის დისციპლინარულმა საბჭომ გამოიძიეს და დაადგინეს, რომ ეს არ მომხდარა. მალე რესურსცენტრიდან შეგვატყობინეს, ვიღაც მამაკაცმა დარეკა, ელზა ონიანი სწავლას ლოცვით იწყებს და ბავშვებს, რომლებიც ჯვარს არ ატარებენ, სასტიკად სცემსო. ამ აბსურდს განათლების სამინისტრო 6 თვეზე მეტია იძიებს. განათლების სამინისტროს თანამშრომელი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თინათინ ნასიძე ისე მექცევა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს.

ბრალს მდებს, თითქოს პირველი კლასის დაკომპლექტების დროს ვითხოვდე, კლასში არაქართველი და არამართლმადიდებელი არ შემოიყვანონ. მშობლებისთვის უთქვამს, მაგ ქალს ერთადერთი ქურთი უზის კლასში და ისიც იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანიაო. ასეთი ცილისწამებით ჩემი უფლებები არ ირღვევა? სკოლის დღის განაწესის გაცნობა მოითხოვეს. დირექტორმა მთხოვა, თქვენ მიიტანეთ ეს განაწესი სამინისტროშიო. ნასიძე პირველ სართულზე შემხვდა. მივაწოდე ფურცელი და ვკითხე, საყვარელო, იქნებ გამარკვიოთ, ეს საქმე კიდევ დიდხანს უნდა გაიწელოს-მეთქი? შენი საყვარელი არ ვარო. რა ვქნა, მიმართვის ფორმა მაქვს ასეთი და თურმე ესეც დანაშაული ყოფილა... შევცბი, ბოდიში მოვუხადე და მშვიდი ტონით ვკითხე, ჩემს ადგილზე რომ იყოთ, არ დაინტერესდებოდით, რა ხდება, ანონიმურ ზარზე ასეთი ამბავი რატომ ატყდა-მეთქი? მომიგდო ფურცელი და მიყვირა, შენი ისტერიკების თავი არ მაქვს, დირექტორი ჩამობრძანდეს და მან ჩამოიტანოს ეს განაწესიო. მე ლოცვას და სიკეთეს თუ ვასწავლი ბავშვებს, ეს დანაშაული ყოფილა და განათლების სამინისტროში რომ ასეთი ხალხი მუშაობს, ეს არ არის პრობლემა? შვილისხელა გოგო ამ ხნის ქალს ასე მელაპარაკება.

ამ ამბავს დაცვის თანამშრომელი შეესწრო. ფურცელი მის მაგიდაზე დავდე და ნასიძეს ვუთხარი, რომ მეორედ არც მე მივიდოდი და არც დირექტორს შევაწუხებდი. თუ გნებავთ, აი, განაწესი და აიღეთ-მეთქი. იკადრა და კიბიდან ჩამობრუნდა. თინათინ ნასიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო, გლდანში, ერთ-ერთ სკოლაში ჯერ მანდატურად მუშაობდა, შემდეგ დირექტორი გახდა და სამინისტროშიც იქიდან გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას კარგად ვახსოვვარ, როგორც "ურჩი პედაგოგი", რომელიც "ნაციონალების" საარჩევნო კარუსელებს არ დავყვებოდი და პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე არ დავდიოდი, ამიტომ სკოლიდან გასაგდებთა სიაშიც ვიყავი. ვფიქრობ, ამის გამო ამითვალწუნა და რადგან ბავშვზე ძალადობა ვერ დამიმტკიცა, ცდილობს, ხატების აკრძალვის გამო სკოლაში პროტესტი გამოიწვიოს. ან ვის რას უშლის ხატების კუთხე?

მშობლები აცხადებენ, რომ მასწავლებლის დაჩაგვრას არ შეეგუებიან.  
ეკატერინე ხუხიაშვილი, მშობელი: - რა დაუსრულებელი გამოძიება და სკოლის გამოსწორების მცდელობა აუტყდა განათლების სამინისტროს? ნუთუ 30 მშობლის აზრი მნიშვნელოვანი არ არის? შეიძლება ერთი მშობლის აზრი სჯობდეს 30-ისას?

განათლების სამინისტროს ასეთი დამოკიდებულება ჩვენი დაცინვაა.
გვკითხეს, ბავშვებს პედაგოგი ლოცვას გაკვეთილის დროს უკითხავს თუ შესვენებებზეო. დავწერეთ კიდეც, რომ ამას დასვენებაზე აკეთებს და გვინდა, მეტიც უამბოს წმინდანების შესახებ. მეორე შვილი მივაბარე აღსაზრდელად, ცუდი მასწავლებელი რომ ყოფილიყო, ამას ვიზამდი? სკოლის ეზოში ბავშვები სიგარეტს ეწევიან! ჯობია, სამინისტრომ ამას მიხედოს!

მაკა შუბითიძე, მშობელი: - თამარ ტუხიაშვილმა მესამეკლასელ გოგონას უკვე მესამე სკოლა გამოუცვალა, ე.ი. პრობლემა მას აქვს და არა - სკოლას. თანაც სექტემბრიდან მარიამი აქ აღარ სწავლობს.
პროტესტს არ მალავენ პედაგოგებიც.

ელვირა ტარტარაშვილი, პედაგოგი: - საინგილოდან ვარ და კარგად ვიცი, როგორც ავიწროებენ ჩვენს რელიგიას აზერბაიჯანელები, აქ, საქართველოში კი მუსლიმან მრევლს ყველაფრის უფლებას აძლევენ, მეჩეთებსა და მინარეთებს იშენებენ და ჩვენ ხატთან ლოცვის უფლებაც აღარ გვაქვს?
ჩვენ განათლების სამინისტროს, კერძოდ, თინათინ ნასიძეს დავუკავშირით, რომელმაც გაბრაზებულმა იკითხა, ვინ მოგცათ ჩემი ტელეფონის ნომერიო და გამითიშა! მეგონა, ამას ჟურნალისტებს არ ეკითხებოდნენ... ამასთან, იყო საჯარო პირი, ნიშნავს, მოქალაქეებს, ვისი გადასახადებითაც იღებ ხელფასს, მოუსმინო და უპასუხო, ან პასუხს ზრდილობიანად მაინც აარიდო თავი.
ნასიძისგან განსხვავებით, სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტში მშვიდად განგვიმარტეს, რომ სკოლა შიდა აუდიტის დეპარტამენტმა კანონის საფუძველზე გააფრთხილა. კერძოდ, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლში ნათქვამია: "საჯარო სკოლა დამოუკიდებელია რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან".

- სკოლა გავაფრთხილეთ, დანარჩენი თვითონ უნდა გადაწყვიტონ. მიგვაჩნია, რომ სკოლაში არც ერთი რელიგია არ უნდა ვრცელდებოდეს. ძალადობაა, როდესაც შვიდი წლის ბავშვს დააყენებ და ეუბნები, ვილოცოთო, - გვითხრეს სამინისტროში.  

სკოლის დირექტორი თამუნა გამგლიშვილი კი აცხადებს, რომ მალე პედაგოგებთან ერთად იმსჯელებს და გადაწყვეტენ, როგორ უნდა მოგვარდეს სიტუაცია სკოლაში. კითხვაზე: "თუ კანონი ხატების აკრძალვას ითვალისწინებს, გააუქმებთ რელიგიურ კუთხეს?" დირექტორმა გვიპასუხა, რომ შესაძლოა, მისი აზრი განსხვავდებოდეს კანონის მოთხოვნისგან, მაგრამ ის პირად ინტერესებს კანონზე მაღლა ვერ დააყენებს.   

რა მოხდება 159-ე საჯარო სკოლაში? ამაზე ფიქრი ერთნაირად აწუხებთ მშობლებსა და ბავშვებს, რომელთაც ვერ გაუგიათ, რატომ არის ცუდი სწავლის წინ ლოცვა? ისიც აინტერესებთ, თუ სკოლებში რელიგიური კუთხეები უნდა მოიშალოს, რა ბედი ელის სკოლის ეზოებში აგებულ ეკლესიებს - ისინიც უნდა დავანგრიოთ?
კახელო
15 ივლისი 2015 16:04
პედაგოგო ღმერტმა შეგინდოს,მაგრამ არ შეგენდობა ასეთი ცილისწამებისთვის და ცრუ მოგონილი ამბისთვის.უფალი მაგლიდან იყურება და ყვრლაფერს მოგკითხავს ელოდე განსჯასსსსს
ნანა ჩიტაიშვილი
15 ივლისი 2015 15:39
ეს რა სიტუტუცეა და სირცხვილი ... პედაგოგი ესე არ იქცევა.ბავშვის უფლებებს როგორ არგვეთ.დირექტორიდან დაწყებული ყველამ უნდა დატოვოს თანამდებობა .მარიამი ამ ვითომ პედაგოგიკის და მორალის მსხვერპლი გახადეთ .ელზა ონიანი ვერაფრით ვერ აკმაყოფილიბს პედაგოკიკის ელემენტარულ მოთხოვნებს. და ვითხოვ ბოდიში მოუხადოს ბავშვს რომელსაც ამხელა სულიერი ტრამვა მიაყენა. რომელ ლოცვაზე და ხატებზეა ლაპარაკი. დილა საგამოს ილოცოს ამ ბავშვისტვის მიენებული სეურაცყოფისთვი. ალბათ გმერთი შეუნდობს!!!!!!!!!!!~
daviti
11 ივლისი 2015 16:09
qalbaton elza onians, kalbatono elza tqven girchevniat tqven sulier da fsiqologiur mdgomareobas mixedot da tu maseti religiuri xart da xalxis sulier gamdidrebaze fikrobt ekllesiurad gadainacvlet sasuliero seminarisashi da bavshvebs mshvidi ganatlebis sashualeba miecit, skola ar aris seminaria ki kvela martmadidebelma unda ilocos sadac da rogorc moesurveba mara ara dzaladobit ar gakvt tkven upleba vinmes rame miutitod tqven sxva valdebuleba gakisriat bavshvebs zogadi ganatleba miscet da tqven neba ibodzet da tqventvis monijebuli valdebuleba sheasrulet nu gascdebit kompedenciebs, da ar gakvt bavsvebze zewolis moxdemis upleba kvelas tavis i garkveuli valdebuleba aqvs, bavshvebis sulier religiur ganatlebaze mati mshoblebi da modzgvrebi izruneben,,,,

რედაქტორის რჩევით