შეკითხვა: - კვირის პალიტრა

შეკითხვა:

KvirisPalitra.Ge- რომელი ფოტო გამოხატავს ჩვენი დედაქალაქის რეალურ სახეს: ნაგვის ურნაში ჩაყუდებული ჩვენი თანამოქალაქე, თუ (როგორც უკვე მოსწრებულად შეარქვეს)

"გაჭაღჭაღებული" რუსთაველი? ორივე თბილისშია გადაღებული. ორივე ახალი წლის წინა დღეებში. ახლა შეიძლება ვინმემ თქვას, - ბომჟები ნიუ-იორკშიც არიან და ლონდონშიც, ეს არაფერს ნიშნავსო. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ბოლო წლებში ძალიან მომრავლდნენ ისეთები, ვინც საკვებს სწორედ ნაგვის ურნებში ეძებენ და ეს ბომჟობის გამო არ მოსდით. მაშინ, როდესაც "გაჭაღჭაღებულ" რუსთაველზე ჩავივლით, გვახსოვდეს, ნაგვის ურნაში ჩაკიდებული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეიძლება ბომჟი სულაც არ არის. ჩვენც გვახსოვდეს და ხელისუფლებასაც წავუყენოთ პრეტენზიები. ბუნებრივია, ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. KvirisPalitra.Geდარწმუნებული ვარ, თუ იგი თბილისელებს ჰკითხავს, - რა ურჩევნიათ, მთავრობამ ასიათასობით ლარი დედაქალაქის საახალწლო მორთულობაზე დახარჯოს თუ თბილისელ უსახლკაროთა დასაპურებლად, დარწმუნებული ვარ, პასუხი ცალსახა იქნება.