ქეთათო: - მხოლოდ მაშინ ვამბობ სათქმელს, როცა მეკითხებიან

"რაც უნდა თქვა, უშედეგოდ ჩაივლის"

წარმოიდგინეთ წყნარი, ძალიან წყნარი ზღვა, ტალღების დამამშვიდებელი ხმაური, უღრუბლო ლურჯი ცა და სუფთა სანაპირო. ასეთ ადგილას სიამოვნებით ჩაიძირები სიჩუმეში, დაისვენებ ქალაქის მონოტონური ხმაურისგან და ტელევიზორიდან  "გადმოღვრილი" დამზაფვრელი ინფორმაციისგან.

აგვისტოში ზღვის პირას მარტო ვერ აღმოჩნდები, მაგრამ არის ადგილები, სადაც სიხალვათეა. სწორედ ასეთ ადგილას ისვენებს ცნობილი მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი. ბათუმში ჩატარებული ხმაურიანი კონცერტის შემდეგ გონიოში განმარტოება სწორედ რომ შვებაა:

 

- დასვენება მიყვარს - ჯერ მთაში, მერე ზღვაზე. სიმშვიდესა და

სიწყნარეში გაძლიერებული "პენსიონერული" კვებით. ხმაურიანი შეხვედრები თუ მენატრება, მივდივარ და მერე ისევ სიმშვიდეში ვბრუნდები... წელს არაჩვეულებრივად ვისვენებ, რადგან ჩემი შვილიც აქ არის. მე და ჩემი გოგონა ვმეგობრობთ, უკვე სცენაზეც ერთად გამოვდივართ. ბათუმში კონცერტზე, ნანა სცენაზე ფერიას ჰგავდა, გრძელი თმითა და ლამაზი კაბით. ფრთებიც ეკეთა.


-
ხომ არ ინერვიულა სცენაზე გასვლის წინ?


- არაჩვეულებრივად გაართვა თავი ყველაფერს.

- კმაყოფილი იქნება დედასთან ერთად დასვენებით.

-  მოსაწყენად არ გვცალია. ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს ვუამბობთ ბევრ რამეს.

- გაძლიერებული "პენსიონერული" კვება ახსენეთ. ამისი შედეგი არასოდეს გეტყობათ...


- ძალიან კარგადაც მეტყობა. საგრძნობლად ვარ მომატებული.

- შარშან ამ დროს სად იყავით?

- შარშან თბილისში ვიყავი. კი ვაპირებდით ზღვაზე წასვლას, მაგრამ რას წავიდოდი!.. იმაზე ვფიქრობდი, ბავშვი სად უნდა წამეყვანა, რომ გადარჩენილიყო.

- შარშანდელს მერე ბევრმა შეიცვალა თავისი პოლიტიკური განწყობა, არაერთი აღელვებული მთავრობას სთხოვდა პასუხს... მერეც, როცა სხვადასხვა პოლიტიკური მოთხოვნით პროტესტს გამოხატავდნენ, თქვენ არასოდეს არაფერი გითქვამთ...

- იმიტომ, რომ აღელვებულმა, ცხელ გულზე ისეთი არაფერი უნდა თქვა, მერე ინანო და აღარ მოგეწონოს საკუთარი ნათქვამი. ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერი მოგწონდეს და ნაკლს ვერ გრძნობდე... ვფიქრობ, რაც უნდა თქვა, უშედეგოდ ჩაივლის... ასეთ დროს თქმის სურვილი მიქრება. არ მინდა, ისე გამოვიდეს, ნათქვამი რომ არის: ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო... საერთოდ კი მხოლოდ მაშინ ვამბობ სათქმელს, როცა მეკითხებიან...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები