Scoopshot-ი - გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული! - კვირის პალიტრა

Scoopshot-ი - გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული!

ინოვაცია "პალიტრამედიისაგან"გადაიღე ფოტო და გამოიმუშავე ფული" - "პალიტრამედიის" ეს მოწოდება უკვე უამრავმა ადამიანმა აიტაცა და ისინი, ვისაც მობილურით ფოტოების გადაღება უყვართ, ცდილობენ ჰობი საქმედ აქციონ.

კავკასიის რეგიონში პირველად, "პალიტრამედიამ" შცოოპსჰოტ-ის აპლიკაციის გამოყენება დაიწყო. ყველას, ვისაც სმარტფონი აქვს, საკუთარი გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის გაყიდვა შეუძლია. გახდე "სქუფშოთერი" - უმარტივესია. ამისთვის საჭიროა თქვენს ტელეფონში PKeystore-დან ან Appstore-დან ჩამოტვირთოთ უნიკალური, უფასო აპლიკაცია Scoopshot"-ი და მასში დარეგისტრირდეთ". აპლიკაციის მეშვეობით მიიღებთ დავალებას - გადაიღოთ კონკრეტული ხასიათის ფოტო ან ვიდეო. შესრულებულ დავალებას აპლიკაციის საშუალებითვე გაგზავნით და მიიღებთ ანაზღაურებას. თუმცა, აუცილებელი სულაც არ არის, დავალებას ელოდოთ: შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიღოთ საინტერესო მოვლენა, მიუთითოთ ადგილმდებარეობა, ფასი, აღწერა და ატვირთოთ "სქუფშოთის" საიტზე. შესაძლოა, თქვენი მასალა წამყვანი მედიასაშუალების, მათ შორის, უცხოურის ფურცლებზეც კი აღმოჩნდეს.

ამ სერვისით უკვე სარგებლობს სამოცამდე ცნობილი უცხოური მედიაკომპანია, მათ შორის გერმანული "შპიგელი", შვედური "მეტრო ინტერნეიშენელი", ბრიტანული "დეილი სთარი", თურქული "ჰარიეთი" და სხვები.

შცოოპსჰოტ-ის წარმომადგენლის, ერიკ სერეველდის განმარტებით, "სქუფშოთერებს" სამი სახის სარგებლის მიღება შეუძლიათ: ფულს გამოიმუშავებთ თქვენი მობილურით, - თუ თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს მედიაკომპანია შეიძენს, სანაცვლოდ მიიღებთ თანხას, ფოტო კი რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნდება. შესაძლოა, თქვენმა დაჭერილმა კადრმა - დღის ფოტოს, თქვენ კი დღის გმირის სახელსაც გამოჰკრათ ხელი, თან ახალი ამბების შექმნის მონაწილეც აღმოჩნდებით. ამიტომაც დროს ნუ დაკარგავთ და თუ გარშემო რაიმე მნიშვნელოვანს ხედავთ, გადაუღეთ ფოტო ან ვიდეო და ის პირდაპირ მედიის საინფორმაციო ველში მოხვდება.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ხელმისაწვდომია აიფონების, ანდროიდისა და "ვინდოუსის" პროგრამის მქონე სმარტფონებისთვის.

აპლიკაცია Scoopshot-ი 2010 წელს ჰელსინკიში, კომპანია P2S Media Group-მა შექმნა და დღეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 280 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოს სქუფშოთში უკვე 500-ზე მეტი მსურველი გაერთიანდა და აპლიკაცია საკუთარ ტელეფონებში ჩატვირთა. მიიღეს და შეასრულეს პირველი დავალებაც "პალიტრამედიის" ორი საიტიდან, ამბები.გე და კვირისპალიტრა.გე -სგან. ამასთან, დავალების გარეშე გამოგზავნეს საინტერესო შინაარსის, ამბების ამსახველი ფოტომასალა. საუკეთესო ფოტოების ავტორები ანაზღაურებას მიიღებენ, მათ მიერ დაფიქსირებული კადრები კი პოპულარული მედიასაშუალებების გვერდებზე გადაინაცვლებს.

ქართული სქუფშოთის შესახებ ამბები.გე-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი გვესაუბრა: - პირველ ეტაპზე დავალებები საახალწლოA თემატიკის მიხედვით შევარჩიეთ. ამბები.გე-ს დავალება იყო "შენი საახალწლო ნაძვის ხე", კვირისპალიტრა.გე-მ კი მეკვლეს ფოტოს გადაღების დავალება გასცა.  მივიღეთ 170-მდე ფოტო. მათ შორის რამდენიმე გამორჩეული კადრია. უკვე შევიძინეთ ორი, ჩვენი აზრით, ყველაზე ორიგინალური ფოტო.

- როგორც ვიცი, ეს მინიმალური ღირებულებაა, ავტორს შეუძლია უფრო ძვირად დააფასოს თავისი ნაშრომი?

- როდესაც დავალებას ვიძლევით, რედაქცია თავად უთითებს ფასს 2,5-დან 500 ევრომდე, მაგრამ თუ სქუფშოთერი გვიგზავნის ფოტოს ან ვიდეოფირს ახალი ამბებისთვის, მას შეუძლია თავად შეარჩიოს ფასი. ფასები საკმაოდ სოლიდურია. როდესაც დააპირებთ ფოტოს გამოგზავნას, ფასის შერჩევისას პროგრამა შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტს და შეარჩევთ სასურველს. ცხადია, ფასს განვსაზღვრავთ იმის მიხედვით, თუ რამხელა გარჯასთან არის დაკავშირებული გადაღება, არის თუ არა ექსკლუზივი და ა.შ.

- რატომ გადაწყვიტეთ სქუფშოთის დანერგვა საქართველოში?

- სქუფშოთის მიზანია ჩავრთოთ ჩვენი მკითხველი ახალი ამბების შექმნაში. სამოქალაქო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია მედიის განვითარებისთვის. თანაც მკითხველს დამატებითი სტიმული აქვს - სმარტფონით გადაღებულ ფოტოში ან ვიდეოფირში მას თანხის მიღება შეუძლია.

- რა დრო გავიდა პროექტის დაწყებიდან და რამდენი მონაწილე გყავთ?

- პროექტი დაიწყო 2013 წლის მიწურულს და უკვე 500-ზე მეტი სქუფშოთერი გვყავს.  მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. პირველი დავალებები წინა წლის მიწურულში მივეცით და გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. არ მოველოდით ასეთ შედეგს. უკვე გამოგზავნეს დავალების გარეშე ფოტოებიც. რამდენიმე საკმაოდ საინტერესოა და სოლიდური თანხებითაც შეუფასებიათ. ვაპირებთ დავალების გარეშე გადაღებული ფოტოებიც შევიძინოთ და გავავრცელოთ.

- აპლიკაცია ინგლისურ ენაზეა და შესაძლოა ბევრმა ვერ გაიგოს როგორ უნდა დარეგისტრირდეს ან გამოიყენოს ის.

- დიახ, ამ საკითხზე ფინელებთან ერთად ვმუშაობთ და როგორც გვპირდებიან, მალე სქუფშოთი ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

P.S. გაეცანით სქუფშოთის საშობაო დავალებას "კვირის პალიტრისაგან": ქრისტეს მახარებლები თქვენს ზღურბლთან - გადაიღეთ "ალილო"!