წაიკითხეთ და თქვენც აუცილებლად უამბეთ შვილებს
20-01-2014
წაიკითხეთ და თქვენც აუცილებლად უამბეთ შვილებს
ეს ჩემი პატარა ქუჩაა. მე ის ძალიან მიყვარს, თითქმის ყოველდღე აჩქარებით გადავჭრი გადასასვლელს და სამსახურში ვუჩინარდები. ჩვენი ფანჯრები ამ ქუჩას გადაჰყურებს. მართალია, ფანჯარაში საყურებლად დრო თითქმის არასოდეს მაქვს, მაგრამ თვალი მაინც გამექცევა ხოლმე... ყველა ქუჩას ხომ თავისი ცხოვრება აქვს, რომელიც ზოგჯერ შინაც მიგყვება. ჩავჯდები სავარძელში, მივაჩერდები კედელს და ვიტყვი, არაფერზე აღარ ვიფიქრებო, რომ უეცრად რაღაც "გკრავს ხელს"... აი, მაშინ მშვიდობით, სიმშვიდევ! უცებ ის კაცი "ამომიხტება", ჩემი სამსახურის ქუჩაზე დილით რომ
გადამიჭრა გზა... მხარზე გადებული ნაძვის ხით სადარბაზოდან გამოვარდა და ბუნკერისკენ გაქანდა. ნაძვს ბუნკერში უკრა თავი, ხელები გაიფერთხა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა... რას ერჩოდნენ იმ საცოდავს?.. შინ რომ ცოცხალი ნაძვი მიიტანა, ამით რა, განსაკუთრებული წელიწადი გაუთენდა?!
დასაძინებლად ნერვებაშლილი მივდივარ.

- სად იყავი, დე? - იღვიძებს ჩემი
გოგონა და მეხვეწება, - ზღაპარი მომიყევი, რა...
- კარგი, ოღონდ, როცა საბავშვო ბაღში წახვალ და მასწავლებელი გთხოვს, რას მომიყვებიო, აუცილებლად ეს ზღაპარი უნდა უამბო. ის მპირდება და მეხუტება.

- იყო და არა იყო რა, - ვიწყებ მე, - იყო ერთი გირჩა... გირჩა ხომ იცი, - ვეკითხები. თავს მიქნევს, - სწორედ ამას წინათ ვუყიდე ნაძვის გირჩების პატარა კალათა, - ჰოდა, ეს გირჩა ერთ დიდ ტყეში ერთ ნაძვს მოსწყდა, მიწაზე ჩამოვარდა და უამრავ მარცვლად იქცა. ზოგი მათგანი ქარმა წაიღო, ზოგი წვიმამ, მაგრამ ერთი პატარა ჯიუტი მარცვალი იქვე დაიმალა, რადგან ძალიან უნდოდა თავის დედიკო ნაძვთან დარჩენა. მერე მოვიდა თოვლი და პაწია მიწაში ჩაიტანა. მიწამ კი ის ჩაიხუტა და გაათბო. როცა გაზაფხული მოვიდა, ამ პაწაწინა მარცვლიდან პაწაწინა ნაძვი ამოვიდა, თვალები გაახილა და თავის დედიკოს, დიდ ნაძვს დაუძახა, - აქ ვარო. დედა ნაძვს სიხარულის ცრემლი წამოუვიდა. მას მერე თავს ევლებოდა შვილს, როცა დიდი თოვლი მოვიდოდა, თავის ტოტებს აფარებდა. ქარისგანაც იცავდა. აი, ასე იზრდებოდა პატარა ნაძვი და ხარობდა. მაგრამ ერთ ზამთარს, როცა ახალი წელი დგებოდა, ტყეში ადამიანი მივიდა, ნაჯახი მიიტანა და პატარა ნაძვი მოჭრა... დიდხანს ტიროდა პატარა ნაძვი და ტოტებს დედიკოსკენ ამაოდ იწვდიდა. ტყეც ტიროდა, მაგრამ ადამიანს მისი ხმა არ გაუგონია... პატარა ნაძვი ქალაქში ერთმა კაცმა იყიდა და საახალწლოდ თავის შვილებს მიუტანა. მორთეს, მოკაზმეს, ერთხანს ხარობდნენ, მაგრამ ახალი წელი რომ გავიდა, მოჰბეზრდათ და გარეთ გამოაგდეს... აი, სულ ეს იყო...

- მერე? - მკითხა ჩემმა გოგონამ და ხმაში ცრემლი გამოერია.
- მერე? მერე არაფერი... ოღონდ, ეს ამბავი აუცილებლად უნდა გახსოვდეს...
წაიკითხეთ და თქვენც აუცილებლად უამბეთ შვილებს - იქნებ მათმა თაობამ მაინც არ აატიროს პატარა ნაძვები და მათთან ერთად ჩვენი დედაბუნება.
K-O-L-X-I
24 იანვარი 2014 01:43
დათიკო, ბიძიკო, შენ შეიძლება მეტი ხე გქონდეს დარგული ვიდრენმე მე(ისე საკმოდ დამირგავს და გამიხარებია),მაგრამ ზოგიერთივით ჩვენი ტყეებიდან კუდამოძუებული არ გარბოდი როცა მე (ბევრი ჩემისთანა) ვიცავდით საკუთარი სიცოცხლით და ვიბრძოდით საქართველოს მიწის ყოველი გოჯისთვის(სახვა საკითხია რამდენად გამოგვივიდა, ვგულისხმობ 2008 წლის ომს), ასე რომ მართლა ნუ მებლატავები აქ შენი მოჩვენებითი სიყვარულით "სიყვარულითა" და "სულის სიმტკიცით"...რაც შეეხება "ძველი დროის გინებას", ძველ დროს კი არ ვაგინებ (სხვა რომ არაფერი ჩემი მშობლები, კომუნისტების დროს ცხოვრობდნენ), მე იმას გავიძახი, რომ ეს "ტრადიცია" ნაძვების უნოკნტროლო ჭრის სწორედაც რომ საბჭოეთიდან იღებს სათავეს და არ იყო მოწესრიგებული..."ხმელი წიფელის" კარგად გადაიკითხე, კარგად..
datiko48
23 იანვარი 2014 11:07
წაიკითხეთ ზოგიერთმა"ხმელი წიფელი",და შეეშვით ძველი დროის გინებას,მაშინ ჩვეულებრივ უბრალო ხალხში იყო სიყვარული და მოფერება და ბუნების სიყვარული.აქ რომ ბლატაობთ,დაგირგავს კი ერთი ხე მაინც და გაგიხარებია?ფულზე იყიდება სამწუხაროდ სულიც და ბუნებაც,და არვის ადარდებს ხვალინდელი დღე და მომავალი!
K-O-L-X-I
22 იანვარი 2014 21:33
ავთო, გეტყობა რომ კომუნიზმში ჩარჩი და რეგვენი ხარ, რა ვერ გაიგე, საახალწლოდ გერმანიაშიც აქვთ საახალწლოდ "ცოცხალი" ნაძვი, მაგრამ ტყეში არ ჭრიან უკონტროლოდ, სპეციალურ მეურნეობებში მოყავთ. ისე ხარ ჩამყაყებული საბჭოეთში, არ იცი რა როგორ ხდება ცივილიზებულ სამყაროში.

რედაქტორის რჩევით