"მშვიდობის წელი ყოფილიყოს!" - კვირის პალიტრა

"მშვიდობის წელი ყოფილიყოს!"

ახალი წლის შემოსვლას გვილოცავს ყველასათვის საყვარელი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. დარწმუნებულნი ვართ, ბატონი მუხრანის ყველა სიტყვა, მისი დალოცვა

ნებისმიერი ქართველისათვის ძალიან ძვირფასია:

- ბატონო მუხრან, მშობლიურ საჩხერეში შეხვდით ახალ წელს, თუ დედაქალაქში?

- ძირითადად თბილისში მიხდება ყოფნა და ეს დღესასწაულიც დედაქალაქში გავატარე.

- საინტერესოა, თუ გიყვართ გამორჩეულად რომელიმე კერძი, რომლის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საახალწლო სუფრა?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე მეტად ლობიო მიყვარს. სადღესასწაულო სუფრაზე კი აუცილებლად უნდა იყოს ინდაური. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ახალ წელზე აღმატებული შობის დღესასწაულია.

- ბატონო მუხრან, როგორ დალოცავდით, რას უსურვებდით ქართველ ხალხს?

- ქართველ ხალხს უპირველესად მშვიდობას ვუსურვებ და რაც მთავარია, ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას. წინსვლისა და სიხარულის წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის 2010 წელი!

ხათუნა ჩიგოგიძე