"ამაზე დუმილი დანაშაულია" - რატომ გაიზარდა საქართველოში სიმსივნური დაავადებები
25-03-2014
"ამაზე დუმილი დანაშაულია" - რატომ გაიზარდა საქართველოში სიმსივნური დაავადებები
"რასაც ახლა ვიტყვი, პასუხისმგებელი ვარ"

"საქართველოში 80% მედიკამენტებისა ფალსიცირებულია, რაც დაავადებებს არათუ არჩენს, არამედ აღვივებს..."

"საცოდავი ნარკომანის უბედურებაზე ყველა ცალ-ცალკე აკეთებს ფულს"


საზარელი სტატისტიკა! - ასე შეიძლება შევაფასოთ ჩვენში სიმსივნური დაავადებების ზრდა. 2013 წელს სიმსივნის პირველადი დიაგნოზი 2000 წელთან შედარებით  დაახლოებით 125%-ით გაიზარდა! დაფარული ონკოფობია, ანუ სიმსივნის შიში კი შესაძლოა, უკვე ყოველ ჩვენგანს სჭირდეს.
გვესაუბრება ცნობილი ექოსკოპისტი ლადო კახაძე, რომელიც მრავალჯერ გამხდარა მოწმე ორგანიზმში სიმსივნური პათოლოგიების წარმოქმნისა.


- ადამიანი მუდმივად
ცდილობს წონასწორობაში იყოს სამყაროსთან, საკუთარ თავთან. ასეთივე ჰარმონია უნდა მეფობდეს ჩვენს ორგანიზმში შემავალი ნაწილაკების ყოველ მოძრაობასა და მოქმედებაში... ამ ბალანსის მცირე დარღვევაც კი საკმარისია, რომ ორგანიზმში კატაკლიზმები განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამის გენეტიკური მზაობაა. სუსტი გენეტიკური კოდის მქონე ორგანიზმი განწირულია ამა თუ იმ დაავადებისთვის. გენეტიკა
იმუნური სისტემის მუშაობას განაპირობებს. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერი დამცველია ადამიანისა. ამ ფონზე ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, - ყოველ ახალ თაობას იმაზე სუსტი გენეტიკა აქვს, ვიდრე მის წინა თაობას: საშიში ეკოლოგია, მოწამლული საკვები, ჰაერი, წყალი, გაზრდილი მზის რადიაცია, მაღალტექნოლოგიური დანადგარები, რომლის ზეგავლენა ბოლომდე არ არის შესწავლილი, ფსიქოლოგიური სტრესები და მუდმივი უმწეობის განცდა, - აი, რა ხვდება წინ ისედაც დასუსტებული გენეტიკის მქონე თაობას.

ყოველი სტრესი ჩვენს ტვინზე მოქმედებს, ტვინი კი პასუხისმგებელია მთელი ორგანიზმის მუშაობაზე. სწორედ ის "ამაძღრებს" ადამიანს.  სიმსივნის მატების ისეთი მიზეზიც არსებობს, რომელზეც არ ლაპარაკობენ. მიმაჩნია, რომ ამაზე დუმილი დანაშაულია და რასაც ახლა ვიტყვი, პასუხისმგებელი ვარ - დაავადებათა ზრდაში უდიდესი ზიანი მოსახლეობას საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაერომ და მათზე დამოკიდებულმა პოლიტიკურმა ელიტებმა მიაყენეს! მაშინ, როცა ქალბატონებისთვის საარსებო ენერგია 3000 კილოკალორიაა, მამაკაცებისთვის კი 3500-4000, გაეროს რეკომენდაციით გადაწყდა, რომ ადამიანს საარსებოდ 2000 კილოკალორიაც მშვენივრად ეყოფა. ამიტომაც მოსახლეობას საარსებო მინიმუმად ამ კალორიების შესაბამისი თანხა დაუდგინეს. ასე გაიწირა კაცობრიობის 4/5! ამას დავამატოთ ისიც, რომ საქართველოში 80 % მედიკამენტებისა ფალსიცირებულია, რაც დაავადებებს არა თუ არჩენს, არამედ აღვივებს...

ნარკომანიაც სიმსივნის ერთ-ერთი ხელშემწყობია, არადა, საცოდავი ნარკომანის უბედურებაზე ყველა ცალ-ცალკე - სახელმწიფო, არასმთავრობო ორგანიზაციები თუ ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრები აკეთებენ ფულს, ნარკობარონები კი ყველგან დაუსჯელი რჩებიან. ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო შოკური მაგალითი, - 1980 წელს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებისას, რეიგანი და კარტერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რეიგანს ჰქონდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ნარკოტიკები უნდა ყოფილიყო თავისუფალ გაყიდვაში. ამით ნარკოტიკი იმდენად იაფდებოდა, რომ ისპობოდა შავი ბაზარი. ნარკობარონებმა ამერიკის კონგრესის 2/3 მოისყიდეს, რათა ეს კანონი არ დამტკიცებულიყო. ასე დარჩა ნარკოტიკის შავი ბაზარი ნარკობარონების სამფლობელოდ.

- ევროკავშირის ქვეყნებში სიმსივნური დაავადებები ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან…

- ამას მოსახლეობის სამედიცინო განათლება განაპირობებს - თვითმკურნალობა და ამით ჯანმრთელობის გაუარესება (რასაც ჩვენი მოსახლეობა ეწევა) ევროკავშირის ქვეყნებში არ ხდება. გარდა ამისა, იქ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკას იტარებენ. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით სიმსივნის ადრეული დადგენა ხდება, რაც სრულად განკურნებადია.
ps
05 აგვისტო 2017 21:26
გრავიოლა კურნავს კიბოს
ikke
05 აგვისტო 2017 21:24
ზუსტტდა ეგრეა, ვნახე როგორ აკეტებენ წამლებს ვედროებში იღებება და ეს წამლები შეაქვტ ჩვენნაირ ქვეყნებში პატრონი რმ არ ყავს ოღონდიაფი იყოს და მერე აქ ატასმააგდ გაიყოდნ, ხალხო რატ გინდატ წამლები? ხალხური მედიცინა დასერჩეტ ნებიმეირ ავადმყოფობაზე არის რეცპეტი

მე დაა ჩეემი შვილი მუდამ ხალხურიტ ვსგარგებლობტ

სიმისცვენს კი ბევრი რამე არჩენს, სტაფილ წვენები, სოდა, კანაფის ზეტი ეს განსკუტრებიტ უხდდება ლეიკემიასო ამბობენ, დაგულგეტ, 21 ს ტავს გერე ნუ იკლავტ, არსოდეს წამალი არ დამილევია

წნევაც კი ჩემით მოვირჩინე
ტოტო
05 აგვისტო 2017 19:53
ლ.კახაძემ იცის,რომ პრეპარატების 80 % ფალსიფიცირებულია და არაფერს ამბობდა ?
ჯერ საიდან იცის და თუ იცის და აქამდე არ ამბობდა ... სამარცხვინო განცხადებაა.

რედაქტორის რჩევით