გამომცემლობა "პალიტრა L"-მა TIME-ის სერიის პრეზენტაცია და უნიკალური ფოტოების გამოფენა მოაწყო - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა TIME-ის სერიის პრეზენტაცია და უნიკალური ფოტოების გამოფენა მოაწყო

TIME-ის ისტორიული სერია ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებს

ქართულ ენაზე გამოცემული TIME-ის  ყოველი ახალი ტომი თვეში ორჯერ  გაზეთ "კვირის პალიტრასთან"

ერთად...

16 წიგნად მთელი 100 წლის ისტორია

ყოველი წიგნი გასული საუკუნის სტოპკადრია, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ მოვლენას

აქტები, პლაკატები, კარიკატურები, კინემატოგრაფი, ინტერვიუები ეპოქის მნიშვნელოვან ფიგურებთან - გასულ კვირას სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ლეგენდარული ჟურნალ TIME-ის უნიკალური, ქართულად გამოცემული პირველი წიგნის, "დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე" პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალ TIME-ის უნიკალური ფოტომასალაც, რომელიც გასული საუკუნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს.

ამერიკული პრესის ლიდერის, TIME-ის უნიკალური კრებულის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 10 მარტიდან შეგიძლიათ. XX საუკუნის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის პროფესიონალური პუბლიცისტური ანალიზი, ინტერვიუები პერსონებთან, რომლებმაც შექმნეს უახლესი ისტორია, გმირებისა და ანტიგმირების პორტრეტები, პლაკატები და ფოტომასალა - ყველაზე გამორჩეული, რაც კი TIME-ს არსებობის 90 წლის განმავლობაში შეუქმნია, 16 წიგნშია თავმოყრილი. ყოველი წიგნი გასული საუკუნის სტოპკადრია, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ მოვლენას.

TIME-ის პირველი გამოცემა 1923 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი სულ უფრო იკრებდა პოპულარობას. TIME-ის ანალიტიკოსები, ფაქტობრივად, ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს და როგორც ამ ფაქტების თვითმხილველები, უნიკალურ მასალას ქმნიდნენ, რომელმაც აქტუალურობა არც ათეული წლების შემდეგ დაკარგა და ახლაც ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორც იმ კონკრეტული მოვლენის თანამედროვენი კითხულობდნენ.

უნიკალური, დღეს უკვე საარქივო ექსპონატად ქცეული ფოტომასალა, რომელიც სხვადასხვა დროს თIME-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, ფასდაუდებელი სიმდიდრეა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ.

პერსონები, გმირები, მოწმეები და მსხვერპლი - მათ, ვინც გასული საუკუნის ისტორიას ქმნიდა და ვინც თავად შექმნა ის საუკუნე, ყველაზე მრავალტირაჟიანი ამერიკული ჟურნალის კრებული სულ სხვა პროფილით წარმოაჩენს. აქ წაიკითხავთ ინტერვიუს ადოლფ ჰიტლერთან, მაჰათმა განდისა და ალ კაპონესთან, "ცხელ კვალზე" მიადევნებთ თვალს ომისა და გახმაურებული მკვლელობების ქრონიკას, მოდას, კულტურას, ტექნოლოგიურ განვითარებას... ეს ჭეშმარიტი, თავისუფალი ამერიკული პრესაა, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, რომელსაც აუცილებლად  უნდა იცნობდეთ.

TIME-ის უნიკალური კრებულის პირველი ქართულენოვანი წიგნი დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე პერიოდს ეხება. ეპოქალური მოვლენების თვითმხილველი ადამიანების მიერ მოპოვებული მასალები ისტორიასთან შეხების საშუალებას გვაძლევს. ქართულ ენაზე გამოცემული TIME-ის კრებულის ყოველი ახალი ტომი თვეში ორჯერ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის.

ნინო დეკანოსიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: "TIME-ის მესვეურებმა 16 წიგნად მთელი 100 წლის ისტორია შეადგინეს. ერთად შეკრიბეს ყველა უმნიშვნელოვანესი მასალა, რაც ჟურნალში XX საუკუნის განმავლობაში იბეჭდებოდა, თემატურად დაალაგეს და 16 წიგნად გამოსცეს. სწორედ ამ 16 წიგნს, რომელიც გასული საუკუნის თანამედროვე ისტორიის უნიკალური დოკუმენტია, ქართულ ენაზე ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს".

მაკა კევლიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: "ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მათ შორის, რაც კი გამომცემლობა "პალიტრა L"-ს ბოლო დროს გაუკეთებია.  TIME-ის ისტორიული სერია ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებს".

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი: "თუ შეიძლება რომელიმე გამოცემას უწოდო ობიექტური, ეს არის TIME. ამ კრებულის საშუალებით ქართველი მკითხველი გაეცნობა ზუსტი და მახვილი ჟურნალისტური თვალით დანახულ XX საუკუნეს. ვფიქრობ, ეს იყო აუცილებელი პროექტი და ვულოცავ მკითხველს, რომ ასეთი პროექტი დაიწყო. ინტერესით ველოდები TIME-ის ამ გამოცემის სხვა წიგნებს".

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი: "იმისათვის, რომ უკეთ ვიცხოვროთ ამ ეპოქაში, აუცილებლად უნდა გავეცნოთ პირველი და მეორე მსოფლიო ომების, დიდი დეპრესიის  დროინდელ და სხვა ისტორიულ ფაქტებს, რათა გავითვალისწინოთ შეცდომები და გავიმდიდროთ გამოცდილება. TIME-ის ეს გამოცემა უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ უკეთ დაინახო უახლესი წარსული - გზა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა გაიარეს. ეს ფაქტები კი საუკეთესოდ გააშუქეს TIME-ში ისტორიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა".