14-04-2014
ალბათ, ვერ ხვდებიან, რას სჩადიან ამის ჩამდენნი"სანამ ჯვრის მონასტერს მიადგებით, უთუოდ შეამჩნევთ ჯვარზე გაკრულ ბუნებას..."
ზღაპრებიდან გემახსოვრებათ, როდესაც პერსონაჟები უსიერ ტყეში მიდიოდნენ, გზადაგზა, ხეებზე ნიშანს ჰკიდებდნენ, რომ მეგობარს თუ მაშველს მათი პოვნა გაიოლებოდა. მცხეთასთან, წიწამურისა და ჯვრის მონასტრის გზაგასაყარზე, უძველესი ტაძრისკენ მიმავალ გზას რომ დავადექი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საამაყო ძეგლის სანახავად კი არა, მოჯადოებულ, უსიერ ტყეში მივდიოდი, სადაც ჩემამდე მოსულებმა მეტისმეტად თვალში საცემი კვალი დატოვეს. ყველგან ყრია პოლიეთილენის
"გუშინ სტუმრები ავიყვანე ჯვარზე, მაგრამ ამიერიდან \მათი იქ წამყვანი არ ვარ! საღორე, საღორე ირგვლივ!.. ნაგვის გროვა, პარკები, ქაღალდები, ბოთლები, ნაცოხნ-ნაქეიფარ-გამომწვარი ბუჩქის ძირები! კულმინაცია ტუალეტი იყო... ხალხო, რა გვჭირს, რას ვგავართ? რა უნდა მოხდეს, რომ სისუფთავე ვისწავლოთ?! ნუთუ მხოლოდ მათრახის და ჯარიმების ენა გვესმის?" - წერდა სოციალურ ქსელში ცნობილი ქირურგი ირაკლი თოდუა...

ადამიანთა უკულტურობას, უპასუხისმგებლობას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის გულგრილობა ემატება, რომლებიც თავს იმით კი არ უნდა იმართლებდნენ, მე ამ საქმისთვის თანხა არ მაქვს და სხვამ მიხედოსო, ხელებდაკაპიწებული თითოეული ბუჩქის, ხის, ყოველი მტკაველი მიწის სისუფთავეზე უნდა ზრუნავდნენ!

ვფიქრობ, ყველაფერი მაინც კულტურის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. უნდა დაიწყოს ხალხის აღზრდა და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ - შსს-თან ერთად! დიახ!
სამარცხვინოა, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ მკაცრი სასჯელის შიშით თუ გადაეჩვევა ქართველი საკუთარი სამშობლოს იავარქმნას!
და კიდევ, რა გახდა, რომ აიკრძალოს პოლიეთილენის პარკების გამოყენება?
სავარაუდოდ, ნაგვით დაბინძურებული გარემო არ ჩანს ხელისუფალთა მაღალი გადმოსახედიდან, თორემ მართლაც და რა გახდა ერთი ხეირიანი "დამლაგებელი"?
თბილისი-სენაკი-ბათუმის მაგისტრალზე ერთხელაც თუ გაივლი, შეუძლებელია ვტომობილიდან ვერ შენიშნო ნაგვით აოხრებული მიმდებარე ტერიტორია. დავიჯერო თბილისი-ქუთაისის გზაზე მუდმივად მოსიარულე პარლამენტარები ცალ თვალს მაინც არ აპარებენ სამთავრობო ავტომობილებიდან?

P.S. გარემოს დაცვის სამინისტროში დაპირებით "დამამშვიდეს", აქამდე კანონი ნარჩენების შესახებ არ არსებობდა, ახლა მომზადდა პროექტი, რომელსაც დღე-დღეზე განიხილავენო. კანონს როდისღა მიიღებენ? ალბათ, ერთი წლის შემდეგ და მერეც რა იქნება, არავინ უწყის... დღეს კი ნაგვის მორევში ვართ ჩაძირული.
სხვანაირად ქართველს არაფერი ეშველება