წიგნის თაროები წიგნის ფესტივალზე გაიყიდება
19-05-2014
წიგნის თაროები წიგნის ფესტივალზე გაიყიდება
50+1+49

ასე გამოიყურება 50+1+49 წიგნის სპეციალური თაროები. შესაძლებელია 3 ფერიდან სასურველის არჩევა


- ორი რამ მერგო ოჯახისგან მემკვიდრეობით: წიგნების სიყვარული და ამ სიყვარულთან დაკავშირებული დიდი პრობლემა - სად დავაწყო ამდენი წიგნი, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და "ბიბლუსის" მაღაზიაში კიდევ ერთხელ მოავლო თვალი თაროზე ჩამწკრივებულ წიგნებს, - არადა, როგორ გინდა, თავი შეიკავო და არ იყიდო?!
- წიგნი უნდა იყიდო, ახალგაზრდავ, აუცილებლად უნდა იყიდო, - გაუცინა ასაკოვანმა ქალბატონმა, მერე სალაროსთან მივიდა და
თავისი არჩეული "49 წიგნის" გამოტოვებული ტომის საფასური გადაიხადა:
- ავად ვიყავი და ვერ ვიყიდე,  თორემ, როცა კარგად ვარ, პირველ რიგში მოვდივარ და ვყიდულობ. ისე, სიმართლე გითხრათ, მეც ვეღარ ვატევ ამ სერიის წიგნებს, იმდენია, ერთ დიდ კარადას შეავსებს!

საუბარში ახალშემოსული მყიდველი ჩაება, რომელიც ინჟინერი ელგუჯა ბერაძე
აღმოჩნდა: - ადრე მეც სწორედ ასე ვფიქრობდი, ახალი კარადის ყიდვა მინდოდა, მაგრამ დიზაინი არ მომწონდა. მერე ისევ "პალიტრა L"-მა მიშველა: გახსოვთ, კონკურსი გამოაცხადა და თაროების დიზაინის შერჩევა გვთხოვა... ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობდი. ვერ წარმოიდგენთ, რა აზარტული იყო. სწორედ ისე, როგორც პროექტისთვის - "50 წიგნი + ბიბლია + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - წიგნების შერჩევა. ყველას თავისი აზრი აქვს, ყველა თავისას ამტკიცებს და საბოლოოდ ხალხი არჩევს საუკეთესოს.

- გეთანხმებით, - დაადასტურა ქალბატონმა ნანი კარდენახიშვილმა. ამ პროექტმა ცხოვრება გამილამაზა, ძველი წიგნები გავიხსენე, ახალსაც გავეცანი და მადლობელი ვარ, ბევრი მძიმე დღე გადამატანინა. ის კი მართლა სამწუხაროა, რომ 17 წიგნს ადგილს ვერ ვუძებნი. მინდა დავრეკო "პალიტრა L"-ში და გავარკვიო, როგორ ვიყიდო თაროები, რომლის შესახებაც ადრე წერდნენ...

ჩვენ დავუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L"-ს და ვთხოვეთ, სრულყოფილი ინფორმაცია მოეწოდებინა.
თაროების პრეზენტაცია გაიმართება წიგნის ფესტივალზე 29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, "პალიტრა L"-ის სტენდთან,  მსურველებს საშუალება ექნებათ, სპეციალურ საფესტივალო ფასში შეიძინონ თაროები. ერთ თაროზე 50 წიგნი ეტევა, მთელი სერიის, ანუ 100 წიგნის დასატევად ორი თარო იქნება საჭირო.

შემდეგში თაროების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც "ბიბლუსის" მაღაზიებში, ისე დაკვეთით, კურიერის მომსახურებით.

ლეილა გაგუა
shengo
19 მაისი 2014 19:12
რა მიანტერესებს მაკულატურას თუ გადაცვლით წიგნებზე ფესტივალის დრს?
sofo
19 მაისი 2014 11:24
რა ეღირება თარო?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები