"პალიტრის თარო" 100-წიგნიან საგანძურს ელის
02-06-2014
"პალიტრის თარო" 100-წიგნიან საგანძურს ელის
ამიერიდან თაროები წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გაიყიდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სამი ფერის - თეთრი, შავი და ყავისფერი

"მიხარია, რომ ჩემი ოჯახის ლიტერატურულ საგანძურს ამ თაროზე დავაბინავებ"


წიგნის მოყვარულთ ყოველთვის ერთი პრობლემა აქვთ - სად დაალაგონ ახალი წიგნები. ახალ გამოცემებზე საუბრისას კი, ბუნებრივია, ასოციაცია  "პალიტრა L"-თან ჩნდება, რომელიც მუდამ ანებივრებს თავის მკითხველს ინოვაციებითა და საუკეთესო წიგნებით.

პროექტმა "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მკითხველის წიგნთან დაბრუნება შეძლო,
მაგრამ წიგნს მოწყურებულთათვის 50 წიგნი არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ გამომცემლობამ კიდევ 49 წიგნს პლუს ბიბლია დაამატა, რომელიც  საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში შევიდა. 100 წიგნი კი პატარა ბიბლიოთეკაა და მას განსაკუთრებული ადგილის მიჩენა ნამდვილად სჭირდება. "პალიტრა  L"-მა არც აქ მიატოვა მკითხველი - 29 მაისიდან 1-ელ ივნისამდე
გამართულ წიგნის ფესტივალზე წიგნების თაროს პრეზენტაცია მოაწყო. სხვადასხვა დიზაინის თაროებზე ზუსტად 50 წიგნს+ბიბლია +49 წიგნი ეტევა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებით დავტკბეთ.

თამარ გელოვანი ფესტივალის სტუმარი: "ასეთ კარგ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდი. ვიცი, რომ "პალიტრა  L" ყოველთვის გამორჩეულ სიურპრიზებს გვთავაზობს, მაგრამ ამან მოლოდინს გადააჭარბა. რაც მთავარია, ეს თარო ძვირი სულაც არ არის და მისი შეძენა ყველას შეუძლია. მე უკვე ვიყიდე და მიხარია, რომ ჩემი ოჯახის ლიტერატურულ საგანძურს ამ თაროზე დავაბინავებ. ჯერჯერობით, "49 წიგნი" არ დასრულებულა და თაროზე ადგილები დარჩება, მაგრამ ნელ-ნელა შეივსება"."

თაროს დიზაინი კონკურსის საფუძველზე შემუშავდა. 400-მდე კონკურსანტიდან ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა. უმთავრესი მოთხოვნა იყო, თაროზე წიგნები ისე განლაგებულიყო, რომ კითხვის სურვილი აღეძრა.
გიორგი დოლიძე (ფესტივალის სტუმარი): "ჩემს შვილიშვილს "50 წიგნი" უკვე სრულად შევუგროვე, ბიბლიაც ვუყიდე, 49 წიგნს" ახლა ვყიდულობ და ეს თარო სწორედაც მისწრებაა. ყველა ძალიან ლამაზი დიზაინის არის და ვერ გადამიწყვეტია, რომელი შევიძინო. გმადლობთ, რომ არასოდეს გავიწყდებათ თქვენი მკითხველი. ჩემი შვილიშვილი ახლა 5 წლის არის და როცა გაიზრდება, თავისი წიგნის თარო ექნება. გმადლობთ ასეთი საჩუქრისთვის".
წიგნის ფესტივალზე განსაკუთრებით პატარების სიმრავლე შეიმჩნეოდა, ათვალიერებდნენ და მშობლებს საბავშვო წიგნების შეძენას სთხოვდნენ. რამდენიმემ თაროსთან სურათის გადაღების სურვილიც გამოთქვა.

ამიერიდან თაროები წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გაიყიდება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება, შეიძინოს სამი ფერის - თეთრი, შავი და ყავისფერი თარო. წიგნის ფესტივალი 1997 წლიდან იმართება და წელს ყველაზე წარმომადგენლობითი გახლდათ. წინა წლების მსგავსად გამომცემლობა "პალიტრა  L" ყველაზე დიდი სტენდით იყო წარმოდგენილი (დაახლოებით 1 800 დასახელების წიგნი). ფესტივალს უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ. გამომცემლობა სტუმრებს 75%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა და ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ სტენდის გარშემო მუდამ ხალხმრავლობა იყო.  
ნინო სვანიძე, ფესტივალის სტუმარი: "პალიტრა  L"-ის ყველა წიგნი მაქვს, მაგრამ ფესტივალზე მაინც მოვედი, რადგან გადავწყვიტე, ჩემს ახლობლებსაც ვუყიდო საჩუქრად"."

P.S. "პალიტრა- L" მკითხველზე ზრუნვას აგრძელებს და მომავალში კვლავაც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
ლადო გოგოლაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით