ყველა გზა "ბიბლუსთან" მიდის - კვირის პალიტრა

ყველა გზა "ბიბლუსთან" მიდის

მალე! "ბიბლუსის" ქსელში დიდი საზაფხულო ფასდაკლება  დაიწყება!

ბათუმის საზღვაო ბიბლიოთეკას ივლისის შუა რიცხვებში გავხსნით და აგვისტოს ბოლომდე იმუშავებს. ეს არის უფასო ბიბლიოთეკა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და წაიკითხოს სასურველი წიგნი

ერთი თვეც და შვებულებაში გავალ. ალბათ, ისევ ზღვაზე წავალ. ბოლო რამდენიმე თვეა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, წიგნის წაკითხვას ვეღარ ვახერხებ, ამ დანაკლისის ანაზღაურებას კი შვებულებაში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრი ფიქრობს, თუმცა, ყველას ერთი კითხვა გვაწუხებს: რა წავიკითხოთ? ზოგი ფიქრობს, რომ ზაფხულში კარგია მსუბუქი ჟანრის ლიტერატურა, ზოგიერთი კი, პირიქით, თუმცა, ვისთვის როგორ...

რა ტიპის ლიტერატურა წავიკითხოთ დასვენების დროს? ამ კითხვით რამდენიმე მწერალს მივმართეთ:

თეონა დოლენჯაშვილი: "კარგი იქნება, თუ მუშაობით დაღლილი დასასვენებლად წასული ადამიანი ფსიქოლოგიურ და სააზროვნო ლიტერატურას წაიკითხავს. დასვენება მარტო გართობას ხომ არ გულისხმობს? არა აქვს მნიშვნელობა, მთაში დაისვენებთ თუ ზღვაზე, წიგნის წასაკითხად ორივე ადგილი იდეალურია".

გელა ჩარკვიანი: "მე, როდესაც დასასვენებლად მივდიოდი, მხატვრულ ლიტერატურას ვანიჭებდი უპირატესობას. მყავს საყვარელი მწერლები, რომლებსაც მუდმივად ვკითხულობ... დავაფიქსირე, რომ რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო აინტერესებს მემუარები... ჩემი შვილიშვილის ასაკის ბავშვებს ვურჩევ, წაიკითხონ საყმაწვილო ლიტერატურა, მათ ცივილიზებულ სამყაროსთანაც უნდა ჰქონდეს კავშირი, ამიტომ უცხოური ლიტერატურაც წავაკითხოთ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რაც შეიძლება ბევრი ქართული ლიტერატურა ვაკითხოთ".

გიორგი კეკელიძე: "ჩემს ბავშვობაში პოპულარული იყო მაინ რიდი, დიუმა და სხვ. ვფიქრობ, ზაფხულისთვის სწორედ ასეთი ტიპის ლიტერატურაა შესაფერისი. კარგი იქნება, თუ ძველ გამოცემებს წავიკითხავთ, რადგან წინ დიდი სიამოვნება გველის.  გასათვალისწინებელია ისიც, სად ვისვენებთ. ხშირად ხდება, წიგნი ისე არ გვამახსოვრდება, როგორც ის გარემო, სადაც წავიკითხეთ. ასე რომ, წიგნს ეს მაგიაც აქვს".

კომპეტენტური პირებისგან რჩევები მიღებულია. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რას გვთავაზობს საქართველოში ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", სადაც წიგნების ფართო არჩევანია. "ბიბლუსში" აცხადებენ, რომ ზაფხულში ბევრი ღონისძიება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსს" საქართველოს მასშტაბით 45 მაღაზია აქვს, აქედან 27 რეგიონებშია. ასე რომ, სადაც უნდა წახვიდეთ, "ბიბლუსი" ყველგან დაგხვდებათ და ჩემსავით კითხვამოწყურებულებს ნაყოფიერი დასვენება გელით.

თათა დგებუაძე, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი:

- ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, "ბიბლუსი" რეგიონულ ღონისძიებებს  იწყებს. მკითხველს საშუალება ექნება, შეხვდეს მწერლებსა და პოეტებს. პირველი ღონისძიება 5 ივლისს, დუშეთშია დაგეგმილი. გამოვკითხეთ ადგილობრივი მოსახლეობა, თუ ვისთან ისურვებდნენ შეხვედრას და უმრავლესობამ ტარიელ ხარხელაური დაასახელა. ასე რომ, დუშეთში, 5 ივლისს, დუშეთის კულტურის ცენტრში, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართება. საღამოზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ავტორთან გამართონ დიალოგი. მოეწყობა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც. გარდა ამისა, სტუმრებს სიურპრიზსაც ვუმზადებთ.

- საღამოზე დასწრება ყველას შეუძლია?

- 3 ივლისიდან დუშეთის "ბიბლუსის" მაღაზიაში მოსაწვევები გაიცემა. სამწუხაროდ, ადგილები შეზღუდულია და მსურველებს ვურჩევთ, იჩქარონ. ასეთივე შეხვედრები პოეტებსა და მწერლებთან სხვა რეგიონებშიც გაიმართება, რაც წინასწარ დაანონსდება. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებების ფარგლებში,  @"@@ბიბლუსის@ რეგიონულ მაღაზიებში განსაკუთრებული ფასდაკლება იმოქმედებს.

- კიდევ რა ღონისძიებებს გეგმავთ?

- ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიება იქნება, რომელსაც "ბიბლუსი" ზაფხულობით ატარებს. ეს არის ბათუმის საზღვაო ბიბლიოთეკა, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებში გავხსნით და აგვისტოს ბოლომდე იმუშავებს. ეს არის უფასო ბიბლიოთეკა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და წაიკითხოს სასურველი წიგნი. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის მოუთმენლად ელოდება სეზონურ, საახალწლო და საზაფხულო ფასდაკლებას. ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ ორივე სეზონზე 50%-მდე ფასდაკლებას ვთავაზობთ ჩვენს პროდუქციაზე. დიდი საზაფხულო ფასდაკლება "ბიბლუსის" ქსელში  მალე დაიწყება.

ასე რომ, თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, სად დაისვენებთ ან რას წაიკითხავთ, გახსოვდეთ, რომ "ბიბლუსი" ყველგან გელით. აქ ყველაზე პრეტენზიული მკითხველის გემოვნებასაც აკმაყოფილებენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი