გიორგი ნაზღაიძე: "გვახსოვდეს, ყველა ჩვენგანში არის ცხოველი"
07-07-2014
გიორგი ნაზღაიძე: "გვახსოვდეს, ყველა ჩვენგანში არის ცხოველი"
"საერთოდ აღარ ვივლი რესტორანში, გული მერევა"

"სულში უნდა ჩაგაფურთხო, გარეწარო. ასეთს უნდა უჩივლოს იმ რესტორნის მფლობელმა, რომ სხვებმაც არ გაიმეორონ"

"როგორ შეიძლება ჩაფურთხების იმით გამართლება, რომ მიმტანს ამცირებდნენ?!"


"კლიენტთან მიტანამდე მის შეკვეთილ კერძში ვაფურთხებდი და დამცირებისთვის ასე ვუხდიდი სამაგიეროს", - "ნანუკას შოუში" კიდევ ერთხელ იამაყა თავისი გაუმართლებელი საქციელით მოდელმა გიორგი ნაზღაიძემ. წლების წინ ის სხვადასხვა კაფე-ბარში მუშაობდა მიმტანად(!).

- მიმტანი დილის ათი საათიდან გათენებამდე დგას ფეხზე, მუშაობს განუწყვეტლივ და ამ
დროს კლიენტი მაგიდაზე უწერს, რომ ის არის მამაკაცის სასქესო ორგანო, დედას აგინებს, უყვირის... თუ სასმლის მიტანა დააგვიანდა, მუშტს უღერებს. თან რომ გადაჰყვე, ასეთი კლიენტი რესტორნიდან გასვლის წინ მაინც უსაყვედურებს დირექტორს, ესა და ეს მიმტანი რატომ არ იღი
მებაო. ასეთი ადამიანები თავს ვერ იცავენ კლიენტებისგან, მათ ნაცვლად მე გადავუხადე იმ მოძალადეებს სამაგიერო. ჩემს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ სახეში ვერ შევაფურთხებდი სამსახურის დაკარგვის შიშით. მთავარია, რომ ჩემი განცხადებების შემდეგ მიმტანებს სხვანაირად ექცევიან, - თქვა გიორგი ნაზღაიძემ შოუში, "კვირის პალიტრასთან" საუბარში კი დაამატა: - სამი წლის განმავლობაში ბევრ ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ ერთ კაფეში, სადაც ხშირად დადიოდნენ ე.წ. "ფეისები" და წინადღეს გაყიდული ძროხის ფულით "გამდიდრებული" ადამიანები.

არასდროს გავამჟღავნებ მოძალადე კლიენტების ვინაობას, მაგრამ თვითონაც მშვენივრად გაიხსენებენ, ვინ რას აკეთებდა. იმ რესტორანში მაგიდებზე სუფრასთან ერთად გადაფარებული იყო ქაღალდიც, რომელსაც სუფრის ალაგებასთან ერთად ვცვლიდით.ამ ქაღალდზე წერდნენ ეს "ფეისი" კლიენტები ათას სიბინძურეს...
მე აგრესია გამოვავლინე არა მთელი საზოგადოების, არამედ კონკრეტული ტიპების მიმართ. ყველას რომ ასეთი რამ გაუკეთო, ავადმყოფი უნდა იყო. ჩემთვის მთავარია, მიმტანების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და ხალხმა მათი ვირული შრომის დაფასება ისწავლოს. გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენგანში არის ცხოველი, რომელიც არ უნდა გააღვიძო, თორემ შურს იძიებს...

ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი ამბობს, რომ საზოგადოების დაცვის ერთადერთი გარანტია მომსახურე პერსონალის კულტურა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიის პატივისცემაა.

მანუელი: ეს არის ანგარიშსწორების უმდაბლესი ფორმა. კლიენტის ამ პრობლემისგან დამცავი მექანიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობს - არც ვიდეოკამერების სახით, რომლებიც რესტორნებში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა დამონტაჟებული. სამზარეულოდან სტუმრის მაგიდამდე არსებობს ე.წ. მკვდარი ზონა, სადაც შეგიძლია კამერასთან ზურგით დადგე და რაც გინდა, ის ჩაიდინო... მოკლედ, თუ ბოროტება გაქვს განზრახული, ამას ყოველთვის მოახერხებ. საქართველოში მიმტანის პროფესია, შესაძლოა, პრესტიჟული არ არის, მაგრამ სულ უფრო დაფასებული ხდება. ხალხი მიხვდა, რომ ამ პროფესიას სჭირდება უნარების განვითარება, პროფესიონალიზმი, ზოგად განათლებას რომ თავი დავანებოთ, ენების ცოდნა... მიმტანმა უნდა იცოდეს, ესა თუ ის კერძი რისგან შედგება, როგორ მზადდება და ა.შ. ამასთან, სამსახურში მიღებამდე უნდა დადგინდეს პიროვნების ფსიქოტიპი, რომ მიხვდე,კლიენტთან ხომ არ შეგარცხვენს, ან ანტირეკლამას ხომ არ გაგიკეთებს და საერთოდ, გამოდგება თუ არა ამ საქმისთვის.

აღმოჩნდა, რომ ცნობილი თამადა ლადო კახაძეც კი უფრთხის არაკეთილსინდისიერ მიმტანებს, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.

- რესტორნის მენიუს ოჯახის სამზარეულო მირჩევნია... რაც თავი მახსოვს, ჩვენი სამეგობრო რესტორანში სულ ჩვენი ღვინით დავდივართ. როგორ შეიძლება ჩაფურთხების იმით გამართლება, რომ მიმტანს ამცირებდნენ?! ქირურგი რომ შეურაცხყოს პაციენტმა ან მისმა ჭირისუფალმა ოპერაციის წინ, მან სამაგიერო უნდა გადაუხადოს? ვიღაცამ გაწყენინა? ან უნდა ჰკითხო, რატომ გაწყენინა და ადეკვატურად მოიქცე, ან შენს თავს სცე პატივი და გაჩუმდე.

კიდევ ერთ ცნობილ თამადას - გივი სიხარულიძეს თურმე ბევრჯერ უნახავს, როგორ აყენებენ მიმტანებს შეურაცხყოფას.

- როგორი ნაგავიც უნდა იყოს კლიენტი, როგორ შეიძლება, კერძში ჩაუფურთხო! შენს თავს არ უნდა აკადრო ეს. შეიძლება გაარტყა და მიატოვო ყველაფერი, მშიერიც რომ მოკვდე, მაგრამ საჭმელში ჩაფურთხება როგორ უნდა იკადრო...

www.kvirispalitra.ge

იმიერი: "რატომ ლანძღავთ? ჩვეულებრივი რიგითი ქართველია და თან ჭკვიანი, ცოდვას აღიარებს, ჩადენილს ინანიებს".
ჯონი: "გამოგეცვალა უნიფორმა, გასულიყავი გარეთ და არასამუშაო ვითარებაში შეგეფურთხებინა ცხვირ-პირში თუ ტ.... გქონდა".
მარინა: "საერთოდ აღარ ვივლი რესტორანში, გული მერევა".
ნატია კისკისა: "ისე უნდა მოექცე ადამიანს, როგორც გექცევიან, ალბათ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და დაიმსახურეს ეს...".
ლანა: "ეს ტიპი არ მევასება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიმტანიც ადამიანია და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო..."
გია: "ეს რეგვენი დასაჭერია და საკანში მის თვალწინ უნდა ჩაუფურთხო ბალანდაში!. მერე მიხვდება, რა წამპალია!".
ნანო: "სულში უნდა ჩაგაფურთხო, გარეწარო. ასეთს უნდა უჩივლოს იმ რესტორნის მფლობელმა, რომ სხვებმაც არ გაიმეორონ".
ილია: "ამისთანას გაანგრევ ცემაში და მერე გეტყვიან, მოძალადე ხარო".
adamiani
19 ივლისი 2014 22:04
საქონელი საქონელია... მიმტანი , კლიენტი, შეფი პოვარი , მფლობელი, დირექტორი, მინისტრი...... რა მნიშვნელობა აქვს რომელ მხარეს იქნება, რა თანამდებობაზე ...
=============================================
ანიტა
18 ივლისი 2014 13:33

რა შუაშია სამშობლო? აუ, გადავირიე, ხალხს იმაზე აქვს რეაქცია, ასე რატომ იქცეოდაო და რომ იგინებიან და ამცირებენ ადამიანებს, ისინი თურმე სამშობლოს პატრიოტები და ქვეყნის მაშენებლები არიან. ვაი თქვენს პატრონს.
ანიტა
18 ივლისი 2014 13:29
აქ კონკრეტულად ერთ ადამიანზე კეთდება აქცენტი და იქნებ სხვა დამცირებული მიმტანებიც ასე იქცევიან? ასე მგონია, მხოლოდ ის ადამიანები გააღიზიანა ამ ნათქვამმა, ვინც ასე დამამცირებლად ექცევა მიმტანებს, მიმტანები ადამიანები არიან და არა ცხოველები. რეაქცია არ მქონია ამ ნათქვამზე, დარწმუნებული ვარ ასე არავინ მომექცეოდა, რადგან ყოველთვის თავაზიანად ვიქცევი და რამ გაგამწარათ? ამოიცანით საკუთარი თავები?

რედაქტორის რჩევით