ცოდვის კუნძული
21-07-2014
ცოდვის კუნძული
რას აპროტესტებს უტოიაზე მოკლული ქართველი გოგონას დედა

ნორვეგიის მოქალაქე ანდერს ბრეივიკმა ჯერ ქვეყნის დედაქალაქ ოსლოში სამთავრობო შენობებთან 8 კაცი გამოასალმა სიცოცხლეს, შემდეგ კი  კუნძულ უტოიის საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდები დახოცა. ბანაკში ქართველი გოგონები, ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანიც იყვნენ. ჩხეტიანი სასწაულით გადარჩა, თამთა ლიპარტელიანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. თამთას  დედამ ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წევრებისგან წერილი მიიღო.

"გვსურს  უტოია იყოს არა იმ ტრაგედიის მოგონების ადგილი, რაც მოხდა 2011 წელს, არამედ
განგაში იმისა, რომ 22 ივლისი აღარასოდეს განმეორდეს.  გვინდა ამ ადგილას დაიწეროს იმ ადამიანების სახელები, რომლებიც დაიღუპნენ, ასევე მათი, ვინც დასახიჩრდა და ვისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა. ხსოვნის ადგილი არ უნდა იყოს მიუწვდომელი, ამიტომ გვინდა მშობლებისა და დაზარალებულების აზრიც გავითვალისწინოთ. ადგილი, სადაც მემორიალი დაიდგმება, მზიანი და ლამაზია.
ეს იქნება ახალი თაობების შეკრებისა და დემოკრატიული ღირებულებების განხილვის, შესწავლის ადგილი".


ლეილა ასათიანი, "თამთა ლიპარტელიანის დედა: -  სამწუხაროდ, თამთა ხანმოკლე, ლამაზ გაელვებად დარჩა ჩვენს ცხოვრებაში.

- მეორე წელია გოგონა იშვილეთ...

- ასე მგონია, ნინიკოს მთელი ცხოვრება ვზრდიდი. თავიდან დეიდას მეძახდა, მერე, რომ დაგვიახლოვდა, დედიკო დამიძახა, ჩემს მეუღლეს კი - მამიკო. .

- მიიღებთ მონაწილეობას მემორიალის გახსნაში?

- არ ვაპირებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. 77 ბავშვი დაუნდობლად ჩახოცა ერთმა ავადმყოფმა, მაგრამ მათ სახელზე დღემდე უბრალო წარწერაც არსად გაკეთებულა. სამი წლის შემდეგ მომწერეს, რომ თურმე ჩემი აზრიც აინტერესებთ, რადგან უტოიაზე  დაღუპულების გასახსენებლად მემორიალის გაკეთება მოუფიქრებიათ. ჩვენს სახლთან თამთას გარდაცვალებიდან მალევე გააკეთეს მემორიალი. დაფაზე აწერია  ციფრი 77, დაბლა კი ჩემი შვილის სახელი - თამთა. როცა ნორვეგიის ელჩმა მემორიალი ნახა, გაუხარდა, თუმცა, 77 რომ დაინახა, ვერ გაიგო, რატომ ეწერა ეს ციფრი. როცა ავუხსენით, რომ ამით ყველა დაღუპულის ხსოვნას მივაგეთ პატივი, გაუკვირდა, მათთვის უცხოა სხვისი ტკივილის გაზიარება.

- თუ გაქვთ სხვა დაღუპულთა ოჯახებთან კავშირი.

- ვფიქრობ, მათ შეძლეს ამ ტრაგედიის სიმწარის გადალახვა. პროტესტი არ გამოუთქვამთ არც სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებაზე და არც იმაზე გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ სამოთხე მოუწყვეს ტერორისტს ციხეში. ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდის დედას ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია ნორვეგიის მთავრობის მიდგომა მკვლელისადმი. ამის საპასუხოდ შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, ჩვენ ორ ერს შორის, ალბათ, კულტურული განსხვავების ბრალია, რომ თქვენ ასეთი გაღიზიანებული ხართ ბრეივიკის მიმართ, რას ჰქვია, სწავლის საშუალება არ მივცეთ, ის გამოსწორებული და განათლებული უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებასო.

- სასამართლო პროცესს ესწრებოდით, რას ჰყვებოდა ეს კაცი?

- ჩემს მეუღლეს წინ მანეკენი დაუდეს და დეტალურად უჩვენეს, თუ სად მოახვედრა მკვლელმა ტყვია. ჩემმა მეუღლემ ვეღარ გაუძლო და გარეთ გავიდა. დაღუპულთა მშობლები და ახლობლები ურეაქციოდ შეხვდნენ  განაჩენს. მხოლოდ დაღუპული თურქი ახალგაზრდის ძმამ გაიხადა ფეხსაცმელი და ბრეივიკს ესროლა.

- როგორ ხვდებით 22 ივლისს?
- ლოცვებით ვიწყებთ თამთას სულის მოხსენიებას, გავდივართ საფლავზე. წლები გადის, მაგრამ ჩვენს ტკივილს არაფერი შველის. გაუსაძლისია შვილის დაკარგვა, მაგრამ ორმაგად მძიმეა იმის გახსენება, როგორ დაიღუპა. როცა გავიფიქრებ, რა შეიძლება განეცადა იმ დროს, გული მეწვება. ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, მის ადგილას რომ შემძლებოდა ყოფნა, ოღონდ ეს ტკივილი ამერიდებინა მისთვის.

სისხლიანი დღე

- მე ამოვიღე პისტოლეტი და გავიფიქრე, ახლა ან არასოდეს,- გაიხსენა  ბრეივიკმა. მისივე თქმით, პირველივე გასროლის შემდეგ ის უკვე შოკურ მდგომარეობაში იყო და ცოტა რამ ახსოვს. თუმცა ეს მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. სამაგიეროდ ახსოვს, რომ ყველა მოკლულს საკონტროლო ტყვია ესროლა. - იქ იყო პატარა ბიჭი, რომელიც იდგა და ტიროდა. ის პატარად გამოიყურებოდა, მაგრამ შესაძლოა, 16 წლის იყო. მე ვიფიქრე, კარგი, ყველაფერი კარგად მიდის - და სრულიად მოვეშვი...

უტა ბიწაძე

ირინე
23 ივლისი 2014 11:30
ჯანდაცვის სამინისტრო არის საქმის კურსში? იქნებ მიაწვდინოთ ხმა.
murka
21 ივლისი 2014 23:18
დედა,მტკივა.
- ვიცი შვილო.
- დედა ძალიან მტკივა,მიშველე რამე.
- მოგიკვდეს დედა.
- დედა,მეც უნდა მოვკვდე? როგორც თენგო და გოგა.
- არა დედა,შენ კარგად იქნები.
- დედა ,შენ თენგოსაც მაგას ეუბნებოდი.
- ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება გიორგი,შენ კარგად იქნები.
- დედა როდის წავალთ გერმანიაში,ვეღარ ვუძლებ.
- მალე,გპირდები მალე წაგიყვან.
- ფული რომ არ გვაქვს?
- ვიშოვით დედა გენაცვალოს.
- მამა რატომ ტირის?
- იმიტომ,რომ ძალიან უყვარხარ.
- არ იტირო დედა,არ მინდა რომ ტირიხართ.მეც მიყვარხართ.
- აღარ ვტირი.გაგიარა გიორგი?
- არა. დე...მეშინია,არ მინდა თენგოსთან,შენთან მინდა. არ მინდა სიკვდილი,მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ.უთხარი ხალხს რა.
- ვეტყვი შვილო.
- ჰო,უთხარი და დამეხმარებიან.მე ვიცი. დე,მზე ამოვიდა,ლამაზია მზე.
- კი ლამაზია.
- დე,თენგოსაც უყვარდა მზე.
- კი ,უყვარდა შვილო,მზე ყველას უყვარს.
- არა,მე ყველაზე მეტად მიყვარს.
დამეხმარებიან.მე ვიცი. გამავრცელებინეთ,მომეხმარეთ ყველას გთხოვთ.
11 წლის გიორგი ჯიშკარიანს 30 000 ევრო აქვს კლინიკის ანგარიშზე და ვერ მიდის გერმანიაში რადგან გამგზავრების და იქ გამოკვლებებისას საცხოვრებელი ხარჯები 10 000 ევროს აღწევს. პირველ ეტაპზე 5 000 საკმარისია,რომ გაემგზავროს. ასევე აუცილებელია მისი მამის გამგზავრება კვლევებისათვის,რომ გიორგის საბოლოო დიაგნოზი დაუდგინონ.ბავშვის მდგომარეობა უარესდება. უნდა მოვასწროთ გაშვება სანამ გიორგის მგზავრობა შეუძლია. თუ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა , გადაყვანის ხარჯები მინიმუმ 20 000 ევროთი გაიზრდება,ამიტომ გთხოვთ ყველას,ნუ გადადებთ,დაეხმარეთ ვისაც როგორ შეგიძლიათ.ამ ოჯახმა უკვე ორი ანგელოზი დაკარგა და მესამე შვილის გადასარჩენად იბრძვის
ყველა საქველმოქმედ ფონდს მოგმართავთ,გავერთიანდეთ გიორგის ირგვლივ და გაერთიანებული ძალებით გადავარჩინოთ პატარა
არავის არ მოგნიშნავთ,ეს პოსტი ყველას ეხება
ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში:GE55BG0000000294612100
მიმღები დედა: ია კოხრეიძე.პირადი ნომერი 60001055881
მობილურის ნომერი 595 530 270

რედაქტორის რჩევით