ზურა ყიფშიძე: "უზრდელი ყოფილა ეგ ერდოღანი და მეტი არაფერი!"
ზურა ყიფშიძე: "უზრდელი ყოფილა ეგ ერდოღანი და მეტი არაფერი!"
"მე ქართველად მომიხსენიებდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენ, - ისინი მე სომეხს მეძახდნენ, თუმცა მე თურქი ვარ" - ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა... პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ამგვარმა გამონათქვამმა თურქეთის მედიასა და სოციალურ სივრცეში აღშფოთება გამოიწვია.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ცნობილ ქართველ მსახიობ ზურა ყიფშიძეს...

- უზრდელი ყოფილა ეგ ერდოღანი და მეტი არაფერი...
შეეძლო ეთქვა, თურქი ვარო და ნორნალური ფორმით ეთქვა, რომ არ არის ქართველი, ან
სომეხი... რას ჰგავს ასეთი განცხადება - ქართველს მეძახდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენო?! არაფრის თქმა არ შემიძლია იმის გარდა, რომ ძალიან უცნაური კაცი ყოფილა ვიღაცაა ეგ ბიძია-ბაბუა ერდოღანი...

- ამ დროს ქართულ სატელევიზიო არხებზე სულ თურქული სერიალები გადის...

- მე არ ვუყურებ ამ სერიალებს, მაგრამ
მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ხალხი უყურებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ ეს სერიალები. თუმცა ამ მხრივ პრობლემა საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ერდოღანი კი არა...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
maka
13 აგვისტო 2014 16:59
ზურა გარეგნობით კარგი ბიჭი იყავი, მაგრამ ნიჭიერებით, განათლებით და ჭკუით არც შენ გამოირჩეოდი....
izo
13 აგვისტო 2014 00:06
თურქეთში ქართველები რასაც ჩადიან, ამის გამო მთელი საქართველო ან მთელი სასომხეთი სამარცხვინოა ერდოღანისთვის, ბორდელი და მეძავები არც თურქეთშია ნაკლებად და ამისთვის მთელი თურქეთი.... იცით რა ერდოღან ბიძიას მგონი კლიმაქსი აწუხებს.


პასუხი სტამბულიდან წერილის გამომგზავნ სინდბადს.
SINDBADI
11 აგვისტო 2014 09:50
მართალია ერდოღანი,ქართველებს ცუდი სახელი აქვთ თურქეთში,.... ბორდელები სავსეა არასრულწლოვანი ქართველი მეძავებით, სტამბულში კი,გარეთაც დგანან და ისე ვაჭრობენ საკუთარი სხეულებით,....კაცები კი....ქურდებით ირჩენენ თავს, იქ თურქს რომ უთხრა შე ქართველოო, შეურაცყოფილად იგრძნობს თავს, სამწუხაროდ ესეა და სტამბულიდან გწერთ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები