"მიხეილ ჯავახიშვილის წამებას ლავრენტი ბერია ესწრებოდა" - ლმობიერი "შინსახკომელი" ფეხბურთელები თუ სასტიკი მწამებლები?
"მიხეილ ჯავახიშვილის წამებას ლავრენტი ბერია ესწრებოდა" - ლმობიერი "შინსახკომელი" ფეხბურთელები თუ სასტიკი მწამებლები?
"ლევან აბაშიძეს ჯავახიშვილისთვის საფეთქელში ისე დაურტყამს, რომ მაგიდის ქვეშ შევარდნილა. ბერიას ჩუმად უთქვამს, ასე აღარ დაარტყაო..."

უიღბლობა უფრო იყო, რომ თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს და სპორტსმენები, პარალელურად შინსახკომის თანამშრომლები იყვნენ. ხშირად ფეხბურთის მოყვარულ ახალგაზრდას "დინამოში" თამაში რომ შესძლებოდა, მუშაობა უნდა დაეწყო სტრუქტურაში, რომელიც ყველაზე მძიმე მითითებებს ასრულებდა - მასზე იდგა კიდეც ტოტალიტარიზმი. ამ ფაქტმა შეიძლება ბევრი პიროვნული ტრაგედია შვა. მათ შესახებ ვეღარაფერს გავიგებთ, რადგან ასეთ საკითხებზე
არავინ წერდა, წინ იყო სისხლიანი 30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლები... ვიდრე მოგახსენებდეთ, "დინამოზე" წერა რატომ დავიწყე, ოდნავ შორიდან მოვუვლი:

ქალბატონ ნინო ბაგრატიონს პირადად ვიცნობდი. ის იმერეთის სამეფო შტოს ბაგრატიონთა ჩამომავალი გახლდათ. არასდროს დამავიწყდება მისი მოზომილი, დარბაისლური საუბარი, დიდსულოვნება მოყვასის მიმართ... ერთხელ, როცა ქალბატონი ნინო მშობლების დაპატიმრების
ამბავს მიყვებოდა, გადასახლებიდან დაბრუნებული ქალებიც გაიხსენა. ქალებს საშინლად ექცეოდნენ. შინსახკომელებს შორის ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებსაც უნდა დაეკითხათ ისინი და "არაკეთილსაიმედო" მოქალაქეებიც გამოეტეხათ... თუმცა ყველა ერთნაირი მაინც არ იყო. ზოგი ინდობდა ქალებს. ორ ფეხბურთელს ახსენებდნენ დადებითად: ლევან აბაშიძესა და მიხეილ ასლამაზოვს.
- ქალები ამბობდნენ, ლევან აბაშიძე რომ შემოდიოდა დაკითხვაზე, ისე დააბრახუნებდა მაგიდაზე, ისე იქცეოდა, თითქოს გვცემდა, სინამდვილეში გვანიშნებდა, არ შეიმჩნიოთო... ლევან აბაშიძემ ვერ გაუძლო ასე ცხოვრებას და თავი მოიკლა...

თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მიხეილ ასლამაზოვმაც, როგორც ჰყვებიან, როცა მას ქალების წამებას ავალებდნენ, ყოველთვის უარს ამბობდა. ვიღაცამ დაასმინა, ცხადია, ბრალდება დაუმატეს კიდეც... ფანჯრის მინა გატეხა და გადახტა - მიამბო ქალბატონმა ნინომ.

გარუნ აკოფოვი, ჟურნალისტი, წიგნის ავტორი "დინამოს" ისტორიაზე:

-  მაშინ 14 წლის ვიქნებოდი. მშობლები გადასახლებული მყავდა. ქვეყანაში საშინელება ტრიალებდა. ასლამაზოვს რაღაც პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს, სასამართლოზე ფანჯარა გატეხა, გადახტა და დაიღუპა. ლევან აბაშიძეზე არაფერი ვიცი...

ლევან აბაშიძე და მიხეილ ასლამაზოვი... რა ვიცით მათ შესახებ? მონათხრობითა და ზეპირი გადმოცემებით, აბაშიძე და ასლამაზოვი შეძლებისდაგვარად რბილად ექცეოდნენ ადამიანებს. თუმცა, მეორე მხრივ არსებობს გამოძიების ოქმები და ის საშინელი ამბავი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის წამებას ეხება.


რეზო კვერენჩხილაძე, ისტორიკოსი:
- კა-გე-ბეს არქივში მწერალთა საქმეების 50 ტომი მაქვს ნანახი. გამომძიებელი, რომელმაც დასაკითხად ქვიშხეთიდან წაიყვანა მიხეილ ჯავახიშვილი, ჰყვება: ჩვენთან შემოვიდა ლევან აბაშიძე, ხელში მეჭირა დაკითხვის ოქმების ჩანაწერები. ხელი მოაწერეო, - მითხრა. როგორ მოვაწერო, თავი და ბოლო გაუგებარია-მეთქი. გაიღიმა - ერთი შენი თავიც ისე მაცემინა, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ვცემეო...

ცნობილია, რომ მიხეილ ჯავახიშვილის წამებას ლავრენტი ბერია ესწრებოდა და იცინოდა. ლევან აბაშიძეს ჯავახიშვილისთვის საფეთქელში ისე დაურტყამს, რომ მაგიდის ქვეშ შევარდნილა. ბერიას ჩუმად უთქვამს, ასე აღარ დაარტყაო... ლევან აბაშიძე შემდეგ დახვრიტეს - სტალინს საქართველოდან დასახვრეტთა სიებს უგზავნიდნენ. იქიდან მოსული თანხმობის შემდეგ აღასრულებდნენ განაჩენს. მათში ლევან აბაშიძის სახელი და გვარიც იყო... არსებობს ვერსია, თითქოს თავი მოიკლა, თუმცა რაკი იმ სიებში იყო, გამოდის, დახვრიტეს...

ზაზა აბაშიძე, ისტორიკოსი:
- მსმენია, რომ მიხეილ ასლამაზოვი და ლევან აბაშიძე იყვნენ ფეხბურთელები. ამბობდნენ, შედარებით ლმობიერად იქცეოდნენო. ლევანი თურმე მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვებს ესწრებოდა, ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, თუმცა ვერ გეტყვით, ზუსტად როგორ იყო...

ლევან აბაშიძეზე, როგორც გამომძიებელზე, რომელიც თანაგრძნობას იჩენდა პატიმრის მიმართ, ერთ-ერთ ინტერვიუში ლაპარაკობს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია: "მამა რომ დაიჭირეს, დედა ჩემზე ორი კვირის ფეხმძიმე იყო... რომ დავიბადე, მამა უკვე დახვრეტილი ჰყავდათ... სისხლიან რეპრესიებს ვერც პაპაჩემი (დედის მამა), ბაგრატ ვირსალაძე გადაურჩა. 1937 წელს, 69 წლის ასაკში დაიჭირეს. პაპაჩემის რეაბილიტაციის ცნობა არ მოგვსვლია, ვეჭვობ, წამების დროს შემოაკვდათ. დეიდაჩემს (პროფესორი ელენე ვირსალაძე. - ავტ.) კარგი გამომძიებელი შეხვდა, ლევან აბაშიძე, მას შეეცოდა დეიდაჩემი, იცოდა, რომ 3 წლის შვილი ობლად ჰყავდა მიტოვებული და დახვრეტასაც გადაარჩინა, გამოშვებით ვერ გამოუშვა, მაგრამ 5 წლით გადაასახლა. ეს იყო ყველაზე დიდი შეღავათი, რაც კი შეიძლებოდა მას გაეკეთებინა"...

ვინ იყვნენ ისინი - ლმობიერი "შინსახკომელები" თუ სასტიკი მწამებლები? ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, მიხეილ ასლამაზოვი და ლევან აბაშიძე - ორი ფეხბურთელი, ორი "დინამოელია", რომელთა შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. სასამართლო ოქმებით ბევრს ვერაფერს იტყვი, საშინელი წამების დროს ვინ რაზე აწერდა ხელს და ვინ რას "აღიარებდა", ძნელი სათქმელია... 

P.S. სიამოვნებით ჩავიწერ ამ ფეხბურთელებზე მოგონებებს მათი შთამომავლებისგან.
მკითხველის კომენტარი (16)
ლილი
21 მაისი 2018 20:10
დავითი და ნაპოლეონი.მასე გაიხარეთ როგორც ბედუკაძე იყო კეთილი და მიშა ბოროტი.თანაც გბარჯიშიაბად მაგ სიმართლით იხარეთ.
levani
21 მაისი 2018 17:35
vep1963-ს

,,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ის ცხოვრება რაც ეხლა გვაქვს სწორედ რომ ამ დროისა და დროების ექო და გამოძახილია,,

აი სიმართლე, თვითმყოფადობა დაგვაკარგინეს ...
zaza tbilisi
21 მაისი 2018 16:04
...ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა ჩურჩულით ლაპარაკს ვერ გადაეჩვია,...
...ვიცოდი враг народа-ს შვილობის შეგრძნება ტანჯავდა,...
...90-იანების შუაში, მისი სიკვდილის მერე შევეცადე გამეგო რა მოხდა,...
...ვიპოვე ყველაფერი,...
...წევადან გაუყვანია ჟორდანიას მთავრობა მატარებლით,...
...მამას წერილებს წერდა გადასახლებაში და თურმე დაპატიმრებიდან მე-12 დღეს დახვრეტილი იყო უკვე,...
...ისიც ვიპოვე ვინ აწერდა ხელს დახვრეტის ოქმს და ისიც ერთ-ერთის შვილიშვილი სად ცხოვრობდა თბილისში,...
...ჩემზე უფროსი იყო 12 - 14 წლით, დაბადების დღეზე მივადექი,...
...ახლა ვნანობ ამ საქციელს, მორალურად მოვკალი პრაქტიკულად - ოქმები ვაჩუქე დაბადების დღეზე, წინაპრის ხელმოწერილი ხალხის დახვრეტის ოქმები,...
...მაგრა ვნანობ,...
daviti
21 მაისი 2018 14:12
ჩემი ახლობელი იჯდა გლდანის ციხეში. ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ადამიანურად რომ ექცეოდა პატიმრებს ბედუკაძე იყოო. ციხეში 6 თვე ერთმანეთს ჩურჩულით ველაპარაკებოდითო. ჩვეულებრივ ხმაზე ლაპარაკის გულისათვის შეიძლებოდა შემოვარდნილიყვნენ და ეცემათ ყველა. 2-3 დღეში 1 კაცი კვდებოდა ცემისგან, და უწერდნენ დიაგნოზს გულის ინფაქტი სისხლის ჩაქცევა და ა.შ. ესეც შენი დემოკრატიული წყობილება და დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულება.
napoleoni
21 მაისი 2018 00:51
დღევანდელი საჯარო სექტორი სხვა კი არაფერია ,ჩვეულებრივი შინსახკომია ტროიკა რაც გინდა ის დაარქვით.მთელი სისტემა დასმენა ჩაშვებაზეა.ჩაუშვი ჩაუშვი და კიდევ ჩაუშვი.მიშას დროს ჩამოყალიბდა და ამათ დროს მწვერვალები დაიპყრო. . .ბოლშევიზმის ზეობააა დღეს ქვეყანაში ყველა მიმართულებით.
რაღაცა
01 აგვისტო 2015 21:10
ყოველი მეორე დამსმენი იყო. ვინცა არა, ცხოვრებით იტანჯებოდა.
lali
08 იანვარი 2015 06:48
გაუსვრელი ის ადამიანები დარცნენ ვისაც უგიმგამო და უინტელექტო ცხოვრება ქონდა, ცოტა პროცენტი ვისაც გაუმარტლა. გაისვარა ის სასოგადოება ბინც რაგაც დოზიტ რამეს წარმოადგენდა, გააკეტებინებდნენ რამე სიბინზურეს და ამიტ იყვნენ უკვე სჰებოჯილები. ტავიანტი გაკეტებული საქმე ბოჯავდა. სჰეეწინააგმდეგებოდნენ დ. .... ბოლო ცხადი იყო.
lali
08 იანვარი 2015 06:48
გაუსვრელი ის ადამიანები დარცნენ ვისაც უგიმგამო და უინტელექტო ცხოვრება ქონდა, ცოტა პროცენტი ვისაც გაუმარტლა. გაისვარა ის სასოგადოება ბინც რაგაც დოზიტ რამეს წარმოადგენდა, გააკეტებინებდნენ რამე სიბინზურეს და ამიტ იყვნენ უკვე სჰებოჯილები. ტავიანტი გაკეტებული საქმე ბოჯავდა. სჰეეწინააგმდეგებოდნენ დ. .... ბოლო ცხადი იყო.
vep1963
31 აგვისტო 2014 01:51
საქმეც სწორედ იმაშია,რომ კომუნისტურ-ტოტალიტარულ სისტემაში ძალზედ მცირე იყო იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც გაუსვრელნი დარჩნენ.უმრავლესობა ადამიანებისა მეტნაკლებად გასვრილი იყო რეჟიმისაგან.მათ შორის ცვენდა სამწუხაროდ უამრავი ცნობილი საამაყო სპორტსმენები და პიროვნებები იყვნენ.რას იზამ ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ.მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ის ცხოვრება რაც ეხლა გვაქვს სწორედ რომ ამ დროისა და დროების ექო და გამოძახილია.დრო ყველაფერს ჩამოწერს.ეხლა მთავარი ისაა რომ როგორმე მოვახერხოთ ისევ რუსების წიაღში აღარ მოვხვდეთ თორემ ისევ იგივე დატრიალდება ჩვენს თავს რაც ადრე იყო და შეიძლება უფრო უარესიც და ვივლით ასე წრეზე თუ მარტო ეს გვაკმარეს და საბოლოოდ არ გაგვარუსეს.იმედია ღმერთი გადმოგვხედავს და გვიშველის.
???
27 აგვისტო 2014 20:46
ხალხო ასეთ სტატიებს რომ ვკითხულობ მხოლოდ ერთი კითხვა მებადება,ნეტავ ვინმე თუ გვყავდა წარსულსი ისეთი ვაჟკაცი რამე მაქინაციაში არ ყოფილიყო გაბული?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა