"ბიბლუსში" სასკოლო სეზონი იწყება - კვირის პალიტრა

"ბიბლუსში" სასკოლო სეზონი იწყება

5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" დიდი სასკოლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

სად უფრო იაფი დაგიჯდებათ სასკოლო ნივთების შეძენა?

ჩემი მეზობელი რეზო ყოველდღე ჩანთამოკიდებული ეზოში გამოდის. რომ ჰკითხავ, ამ დილაადრიან საით გაგიწევიაო, სკოლაშიო, გიპასუხებს. ერთი წელია ასე გრძელდება. და აი, დადგა სანატრელი დრო - სამ დღეში რეზო 6 წლის გახდება და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება, 15 სექტემბერს ნამდვილ სკოლაში მიიყვანენ.

გუშინ დილითაც რეზო "სკოლაში" წასასვლელად ემზადებოდა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა... 22 წლის წინ რეზოსავით ზურგზე ჩანთამოკიდებულმა სკოლის ეზოში პირველად შევდგი ფეხი. იყო 1-ლი სექტემბერი, ზღვა სიხარული და მღელვარება, უცხო გარემო და ახალი წიგნების დაუვიწყარი სუნი. ყველაფერი გუშინდელ დღესავით მახსოვს და რატომღაც დღემდე ვინახავ სხვა ქვეყნიდან მშობლების ჩამოტანილ ფლომასტერებს. მაშინ ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება იყო, სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენაც ჭირდა, მაგრამ მშობლებმა შეძლეს და   ჩემი 1-ლი სექტემბერი მაინც  განსაკუთრებულ დღედ იქცა.

ცოტაც და, ახალი სასწავლო წელი დადგება. ჩემი პატარა მეზობლის, რეზოს მშობლებმაც უკვე დაიწყეს სასკოლო ნივთებზე ზრუნვა.

საინტერესოა, დაახლოებით რამდენი ლარი დაჯდება ბავშვების სკოლისთვის მომზადება? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენა აღარ უწევთ (განათლების სამინისტრო უფასოდ გადასცემს), მაინც ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლოდ მომზადება.

სად უფრო იაფი დაგიჯდებათ სასკოლო ნივთების შეძენა?

შარშანდლისგან განსხვავებით წელს პროდუქციის ნაირსახეობა წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" განსხვავებულია. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ სრული სასკოლო კომპლექტი  "ბიბლუსში" საშუალოდ 80 ლარი დაგიჯდებათ (ფასში შედის ზურგჩანთაც).

და მაინც, რამდენით განსხვავდება სხვა წიგნის მაღაზიებში სასკოლო ნივთები და "ბიბლუსის" ფასები?

მაგალითად,  PONTO-ს ფირმის 24-ფურცლიანი A5 ფორმატის რვეულის ფასი თუ სხვა მაღაზიებში 65-დან 75 თეთრამდე მერყეობს, "ბიბლუსში" მისი ფასი 50 თეთრია. იმავე ფირმის 16-ფურცლიანი A4-ის ზომის სახატავი რვეულის ფასი სხვა მაღაზიებში 1-დან 1,20 ლარამდე მერყეობს, "ბიბლუსში" კი მას 70 თეთრად შეიძენთ. თუ სხვაგან 12 ფერადი ფანქარი 1,55-დან 1,80 ლარამდე ღირს, "ბიბლუსში" მას ერთ ლარად და 15 თეთრად შეიძენთ. აკვარელის ფასი სხვაგან 2,40-დან იწყება და 2,50-მდე ადის, "ბიბლუსში" კი ლარად და 85 თეთრად შეიძენთ; ერთ-ერთ ყველაზე საჭირო სასკოლო ატრიბუტს, წიგნის არაკალს, "ბიბლუსში" 45 თეთრად შეიძენთ, სხვაგან კი 60-70 თეთრად. PONTO-ს ფირმის ყვითელი კალამი "ბიბლუსში" 10 თეთრი ღირს, სხვაგან - 15-დან 20 თეთრამდე. საწერი დაფის ფასი სხვაგან თუ 4,90-დან 5 ლარამდე მერყეობს, "ბიბლუსში" 3,30 ლარია.  ხშირად 5 და 10 თეთრი საერთო ჯამში არც თუ მცირე დანაზოგი გამოდის. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, სად უფრო ღირს თქვენი შვილების სასკოლოდ მომზადება.

"ბიბლუსში" სასკოლო სეზონი 1-ლი სექტემბრიდან იწყება. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, 5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" დიდი სასკოლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

კომპანია მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს ერთ სივრცეში შესთავაზებს, ამავე დროს კომპანიამ მშობლებსა და მათ პატარებზეც იზრუნა.

5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით "თბილისი ცენტრალში" შვილებთან ერთად მისულ მომხმარებელს სიურპრიზი ელოდება - მათი პატარების გართობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. გამოფენა-გაყიდვა სრული დატვირთვით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 9-დან საღამოს 10-მდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს "ბიბლუსმა" დაიწყო საბავშვო ნახატების კონკურსი სახელწოდებით "ჩემი ზაფხული", რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების ასაკი 6-დან 8 წლამდეა. ზაფხულის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, მშობლებს შეგიძლიათ კომპანიის ცენტრალურ ოფისში, კოსტავას #47-ში, ან მისი ელექტრონული (დასკანერებული) ვერსია იმეილზე biblusi@biblusi.ge გაგზავნოთ. საუკეთესო ნახატს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულ პატარას კომპანია სასკოლო ნივთების სრულ კომპლექტს გადასცემს, 15 სექტემბერს კი სკოლაში "ბიბლუსის" ბიჭუნა მიიყვანს.

სრული სასკოლო კომპლექტის გარდა, მომხმარებელს "ბიბლუსი" კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს  - "ბიბლუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე www.biblusi.ge  განთავსდება სპეცშეთავაზებები ორ საფასო კატეგორიაში: "გოგონებისათვის" და "ბიჭებისათვის". ერთი სახის კომპლექტი 87 ლარის ნაცვლად 65 ლარი  ეღირება, ხოლო მეორე კომპლექტი - 191 ლარის ნაცვლად 140 ლარი. კომპლექტის სრულ ჩამონათვალს მომხმარებელი "ბიბლუსის" ვებგვერდზე 1-ლი სექტემბრიდან  ნახავს.

მშობლებო, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. 15 სექტემბერი ყველა პირველკლასელისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, გაულამაზეთ ეს დღე თქვენს შვილებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი