"ხეების ასაკი ხმობის მიზეზი ვერ იქნება"
25-08-2014
"ხეების ასაკი ხმობის მიზეზი ვერ იქნება"
"ქალაქის მერიას ხელოვნური ტყეების მოსავლელად არც სპეციალისტები ჰყავს და არც თანხები გააჩნია"

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას", რომელიც თბილისსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების ინტენსიური ხმობის პრობლემას შეეხებოდა. სტატიას მკითხველი აქტიურად გამოეხმაურა. მიიჩნევენ, რომ ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტის ახალი უფროსის, ბიძინა გიორგობიანის მიერ ნაჩქარევად გამოტანილი დასკვნა, თითქოს ხეების ხმობის მიზეზი მათი ასაკოვნებაა, მც
დარია. ამ აზრს სპეციალისტთა ნაწილიც იზიარებს და აცხადებენ, რომ ღრმა და მასშტაბური კვლევის გარეშე შეუძლებელია სწორი დიაგნოზის დასმა. თბილისში მწვანე ნარგავების ხმობა აღმაშენებლის ხეივანში (დედაქალაქის ე.წ. დასავლეთის კარიბჭე) ყველაზე მეტად შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ აქ შედარებით ახალგაზრდა ნარგავებია...

გია გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე: - ბიძინა გიორგობიანს საუკეთესო სპეციალისტად მივიჩნევ, მაგრამ დასკვნა, რომ ხეების ხმობის მიზეზი
მათი ასაკია, სარწმუნო არ მგონია. თბილისში თუ მის შემოგარენში გამწვანების ინტენსიური აქციები გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და 1965 წლამდე გაგრძელდა. ანუ არც წიწვოვან და არც ფოთლოვან ხეებს არ აქვს ის ასაკი, რომ მათი ხმობა ამას დავაბრალოთ. 2011 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ შეისწავლა ეს პრობლემა. დადგინდა, რომ ხმობის მიზეზი დაავადებებია. მაგალითად, სოკოვანი დაავადება, რომელსაც თან ერთვის რამდენიმე სახის მავნებელი. მკურნალობისთვის გარკვეული თანხაც გამოიყო,  ხეების შესაწამლად შესაბამისი პრეპარატიც უნდა შერჩეულიყო... მოვლენების შემდგომ განვითარებაზე აღარაფერი მსმენია. ხმობის პროცესი კარგა ხნის დაწყებულია და დაავადებაც მასშტაბური გახდა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ხელოვნურად გაშენებული ტყეებისგან აღარაფერი დარჩება. მის ხელახლა განაშენებას დიდი დრო და სახსრები სჭირდება.

2010 წელს, უგულავას მერობისას თბილისის შემოგარენში ხელოვნურად გაშენებული ტყეები, რომელიც სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა, ამოიღეს ფონდიდან და დედაქალაქს გადასცეს, რაც შეცდომა იყო. ეს რატომ მოხდა, იცით?

- ტყის ფონდის მიწების პრივატიზება არ შეიძლება... ტყეს სტატუსიც შეუცვალეს, მწვანე ნარგავები დაარქვეს, რათა სარფიანად გაესხვისებინათ ეს ტერიტორიები.

- ოქროყანის მოსახლეობის ეჭვი, რომ დაავადებულ ხეებს მიზანმიმართულად არ უმკურნალეს, საფუძვლიანია?
- რა თქმა უნდა! მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც ნარგავებს ცეცხლი გაუჩინეს... მივმართავ ქალაქის მერს დავით ნარმანიასა და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს ბიძინა გიორგობიანს, - თბილისის შემოგარენის ტყეები სასწრაფოდ დაუბრუნონ სატყეო ფონდს. მერიას მის მოსავლელად არც სპეციალისტები ჰყავს და არც თანხები გააჩნია. სატყეო დეპარტამენტი კი შექმნილ პრობლემებს უკეთესად მიხედავს...

- აღმაშენებლის ხეივანში ხეების ხმობა უფრო მოუვლელობის ბრალია, ვიდრე ასაკისა?

- დიახ. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ევალება ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა - როგორც ახალი ნარგავების მოვლა, ისე ზრდასრული ხეების მკურნალობა და მავნებლებისგან დაცვა. უგულავას მერობისას ხეებს კი რგავდნენ, მაგრამ უმეტესად ხმებოდა. გმირთა მოედნის ესტაკადა რომ გააკეთეს და იპოდრომთან გზა გადაიყვანეს, იქ უამრავი ნერგი დარგეს, რომელიც ორ თვეში გახმა, რადგან არ უვლიდნენ, არ რწყავდნენ... როგორც ჩანს, ნერგებიც არაკონდიციური იყო, მოკლედ, ფული დახარჯეს... თბილისის გამწვანების შესახებ არსებობს აუდიტის დასკვნა, სადაც ვიგებთ, რომ 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით თბილისში ოფიციალურად 18 000 ძირი ხის მოჭრაზეა ნებართვა გაცემული.(!) არაოფიციალურად კიდევ რამდენია, ხომ წარმოგიდგენიათ?! მათ ინტერესში იყო, რაც შეიძლება მეტი ხის გახმობა... გამხმარ ხეებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ საჭიროა დროულად მოჭრა, რათა დაავადება უფრო არ გავრცელდეს. ასევე დროულად უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება.

ცნობისთვის

თბილისსა და მის შემოგარენში ხელოვნურად გამწვანებულ ტერიტორიაზე მეტწილად შავი ფიჭვი გვხვდება, რომლის ბიოლოგიურ დახასიათებაშიც ვკითხულობთ, რომ შესაბამის ბუნებრივ პირობებში ხის ასაკი 350-400 წელს აღწევს...

ნათია დოლიძე
koka
03 სექტემბერი 2014 11:10
"მცენარეს უყვარს ბუნებრივი საფარი, რაც აღმაშენებელზე საერთოდ აღარ არსებობს. რკინა-ბეტონი კი მათ სუნთქვის საშუალებას არ აძლევს". გვამცნობს bebilo. "გენიალური" ნათქვამია. კაკ გავარიტსია, ნეჩევო ნე სკაჟიშ.
კოსტა
03 სექტემბერი 2014 11:08
bebilo-ს. გეტყობა რომ არ ხარ თბილიოსელი, წინაამღდეგ შემთხვევაში არ იტყოდი "დავით აღმაშენებლის ხეივანი(ყოფილი პლეხანოვი)". აღმაშენებლის ხეივანი დიღომში, ქალაქის შემოსასვლელსია, ხოლო დავით აღმაშენებლის გამზირი (ყოფილი პლეხანოვი), დიდუბე ჩუღურეთის თერიტორიაზე. იწყება საარბრიუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)და მტავრდება დინამოს სტადიონთან. რაც შეეხება ე.წ. შხამიან საღებავებს", მათი მომწამვლელი ქმედება შეღებიდან მის სრულ გაშრობამდე თუ მოქმედებს (მაქსიმუმ 2 საათი). ასე რომ ღრმად შეგიძლია ისუნთქო პლეხანოვზე სეირნობისას.
*******
03 სექტემბერი 2014 10:46
გინდა უცხოეთიდან შემოიტანე და გინდა აქაური დარგე, თუ არ მოუარე, არაფერი არ გაიხარებს. მარტო დარგვა არ შველის, წყალიც უნდა იმას. ჯერ ისედაც ქვაბშია თბილისი. იხარშება მთელი ქალაქი და კიდევ უჟანგბადობა? "დღეს ვიცხოვროთ" პრინციპია ეს.

რედაქტორის რჩევით