"ნარინჯისფერი" ქაოსი ანაკლიაში
25-08-2014
"ნარინჯისფერი" ქაოსი ანაკლიაში
"კაზანტიპი" იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის მიზანი გარყვნილების პროპაგანდაა"

"ანაკლიაში ვინმე მეძავს აუკრძალავ თუ არა გაშიშვლებას, ამას პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს"


"კაზანტიპის" "ნარინჯისფერი რესპუბლიკა" ანაკლიაში შეჩერდა. ამბობენ, კაზანტიპელები ბევრი რამით არიან უკმაყოფილო და აცხადებენ, რომ ასეთი ფესტივალი არ ახსოვთ - ცოტა ხალხი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სიძვირე და რაც მთავარია - "კაზანტიპში", მართალია, თიხის ფეხებით, მაგრამ მორალი "დაძრწის" და ცდილობს, "ნარინჯისფერი რესპუბლიკის" ცხოვრება შეცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ კარვებზე წარწერა - "ცხოვრება ტრუსების გარეშე"
კარგად გამოხატავს "კაზანტიპის" იდეოლოგიას, "ნარინჯისფერების" სამყაროში იკრძალება პლაჟზე შიშვლად ტანტალი, ან სულაც ცურვა საცვლების გარეშე. Aასევე მიუღებელია სქესობრივი კავშირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უკვე მრავლად არის ფაქტები, როდესაც სლავი ლამაზმანები დაცვის პოლიციის გაფრთხილებას - არ გაიხადონ საცვალი! - გამომწვევი ჟესტით პასუხობენ და მათ წინაშე ჯიუტად შიშვლდებიან.
სამართალდამცველებს ხშირად კრიმინალური პოლიციის დახმარებაც სჭირდებათ, რათა მაგალითად, ზღვაში ან პლაჟზე სექსი აღკვეთონ. მოკლედ, "ნარინჯისფერი რესპუბლიკის" მკვიდრთ ქართული სახელმწიფო თავისი კანონებით ცხოვრებას აიძულებს.

თავის დროზე "კაზანტიპის" საქართველოში ჩატარების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი სიგუამ გვამცნო.  ამტკიცებდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოსო. ახლა აღარც სიგუაა ძველ თანამდებობაზე (ამბობენ, რომ სწორედ "კაზანტიპის" ჩატარების იდეამ შეიწირა) და საქართველოს გამდიდრების პერსპექტივაც უტოპიური ჩანს. მაგალითისთვის მენიუს ფასებიც კმარა: ერთი ხინკალი 2 ლარი ღირს, შოთის პური - 3 ლარი. ნახევარლიტრიანი ბოთლით წყალი - 4, ლუდი კი 5 ლარი ღირს, ნახევარლიტრიანი "კოკა-კოლა" - 5 ლარი, ენერგეტიკული სასმელი - 6 ლარი, სხვადასხვა სახის კოქტეილი კი - 20 ლარი.
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რაც "კაზანტიპის" სახელით ანაკლიაში ხდება, "მუსიკალურ ფესტივალს" ამოფარებული ამორალობა და უგემოვნობაა. მოკლედ, დღეს აქტუალურია კითხვა - ვის რაში სჭირდებოდა "ნარინჯისფერი" ქაოსი ანაკლიაში?

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: - "კაზანტიპს" შეგიძლია ყველაფერი დაარქვა: ფესტივალიც, სურვილების გამოხატვაც, გამოფენაც, მაგრამ მთავარია, რას ემსახურება იგი. "კაზანტიპი" არ არის  მოვლენა, რომელიც მხოლოდ სადღაც ანაკლიაში იმართება. სამწუხაროდ, ის არის ტენდენციის ნაწილი, რომლის მიზანია გარყვნილების პროპაგანდა, საზოგადოებისთვის ამორალურობის თავს მოხვევა და ნელ-ნელა მიჩვევა. ეს დიდი ხანია დაიწყო. ანაკლიაში რომ არ წავიდეთ, აქვე, საპატრიარქოსა და სიონის გვერდით ვხედავთ "შანგრილასა" და სტრიპტიზბარებს, სადაც გარყვნილება და ნარკოტიკებით გაბრუება ჩვეულებრივი ამბავია.

ეს არის მცდელობა, ერმა იცვალოს სახე, დაკარგოს თვითმყოფადობა, ღირსება, თავმოყვარეობა, რადგან გაცილებით იოლად სამართავია ნარკოტიკსა თუ გარყვნილებას მიჩვეული ადამიანი.
ყველაფერი იმისათვის ხდება, რომ დაიბინდოს ადამიანთა გონება და გაიოლდეს მათი მართვა. ყველამ ვიცით, რომ თბილისის ყველა დისკოკლუბსა თუ ბარში ნარკოტიკები იყიდება. თითქოს ერთი მხრივ აკრძალულია ნარკოტიკის გაყიდვა, მეორე მხრივ კი ყველამ იცის, რაც ხდება. სად არიან ამ დროს სამართალდამცველები? სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი მოიშალა და ჩემი აზრით, მოიშალა მიზანმიმართულად.

- საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ "კაზანტიპის" საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება პროგრესული მოვლენაა.

- რა არის პროგრესი, ნარკოტიკების მოხმარება, სიშიშვლის დემონსტრირება? სიშიშვლე სამედიცინო ენაზე დაავადებას ნიშნავს. პროგრესი კი არა, ეს არის დეგრადირება და ფსიქიკის ნგრევა.

- ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი დააწესა ანაკლიაში. იკრძალება სიშიშვლე, სახალხოდ სქესობრივი ურთიერთობა...

- თუ ამას კრძალავდნენ, მაშ ეს "კაზანტიპი" რატომ გამართეს? იმისათვის, რომ ასეთი აკრძალვებით ჩვენი სამართალდამცავები საერთაშორისო მასშტაბით დასაცინი გამხდარიყვნენ? რა, არ იცოდა ხელისუფლებამ, რას ნიშნავდა "კაზანტიპი"?!

- თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ "კაზანტიპში"?
- როდესაც საზოგადოება, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომელსაც შედარებით სუსტი ფსიქიკა აქვს, ხედავს, რომ რაღაც არ არის აკრძალული და მიუღებელი სახელმწიფო პოლიტიკისთვის, იწყებს ღირებულებათა გადაფასებას, ინგრევა ზნეობა. ამიტომაც ანაკლიაში ვინმე მეძავს აუკრძალავ თუ არა გაშიშვლებას, ამას პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. ან რას ნიშნავს ეს აკრძალვა - "კაზანტიპი" ერთდროულად მისაღებიც არის და მიუღებელიც? ამ ტიპის ღონისძიებაა, ამ ტიპის გართობაა და როგორ არ გაიხდიან? ასეთი მოწოდებები აბსურდია, ახლა ვეღარაფერს აკრძალავ. ყველას ხომ ვერ გაეკიდება პოლიცია? ან რატომ უნდა გაეკიდოს?
განათლებული და გონიერი ადამიანი თავიდანვე არ გასცემს იმის ნებართვას, რაც მერე ასაკრძალი გაუხდება. 

- "კაზანტიპი" ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეირჩაო, ამბობენ... ანაკლიელები გადარჩენის წყაროდ მიიჩნევდნენ ამ ფესტივალს - ბანკებიდან კრედიტებიც კი გამოვიტანეთ ინფრასტრუქტურის მოსაწყობადო...

- როდესაც ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და დამშეულია, მაშინ უჩნდება ასეთი მიდრეკილებები. უჭირს ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ფიქრობს გადარჩენაზე. ეს არის დამშეული საზოგადოების თვისება. "კაზანტიპი" არის ერთი ფრაგმენტი იმისა, რაც 20 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანაში ხდება, ანუ მას შემდეგ, რაც თითქოს ქვეყანა თავისუფალი გახდა. თავისუფლება არ ნიშნავს გარყვნილებას და ამორალობას. ეს სხვა კატეგორიის მოვლენაა, თავის ფლობაა და არა - აღვირახსნილობა. თავისუფლება ის არის, როცა თავის კონტროლი, ზნეობრივი კატეგორიების პროპაგანდა და უკეთ განვითარება შეგიძლია და არა - დეგრადირება. ჩვენმა საზოგადოებამ ეს პირიქით აღიქვა, თითქოს ქვეყნის გათავისუფლებით დეგრადირების უფლება მოვიპოვეთ. როდესაც მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ უკან, სიბნელისკენ მივექანებით. ამის დამამუხრუჭებელი უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც რატომღაც კი არ ეწინააღმდეგება ასეთ პროცესებს, ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს.


"კაზანტიპური კონსტიტუცია"

"კაზანტიპი", როგორც ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი ანაკლიაში გამართულიყო. ფესტივალს სახელი ეწოდა კაზანტიპის კონცხის მიხედვით, სადაც 1995-1999 წლებში ტარდებოდა. ფესტივალის პრეზიდენტი, შემქმნელი და ინიციატორია ნიკიტა მარშუნოკი. კაზანტიპელები მიიჩნევენ, რომ ეს ფესტივალი კი არა, აზროვნებისა და ქცევის სტილია და მისი შექმნის იდეა გაუჩნდა ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდა ნაცრისფერი და მოსაწყენი სამყარო, ამიტომ გადაწყვიტა, შეექმნა "ნარინჯისფერი ქვეყანა", საკუთარი კანონებითა და ცხოვრების წესით(?!). კაზანტიპელების დევიზია - "ზაფხული მთელი წლის განმავლობაში და ცხოვრება ტრუსების გარეშე", '"აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება". კაზანტიპელებს ჰყავთ პრეზიდენტი, მთავრობა, საბაჟო, უსაფრთხოების სამსახურები... აქვთ "კონსტიტუცია" და "სისხლის სამართლის კოდექსი". აქვთ ტრადიციები და რელიგია(?). ქადაგებენ ქცევის თავისუფალ წესებს, თავისუფალ სიყვარულს, თუმცა, ამას სულაც არ მიიჩნევენ სექსუალურ აღვირახსნილობად. "სისხლის სამართლის კოდექსი" არეგულირებს მონაწილეთა ქცევას და მათ შორის, თავისუფალი სიყვარულის ნორმებსაც. მოქმედებს ე.წ. FAშთ  MAღღIED  - ორ ადამიანს (ერთსქესიანებსაც), რომელთაც ერთმანეთი  შეუყვარდებათ, შეუძლიათ იქვე იქორწინონ, რისთვისაც არსებობს სპეციალური რიტუალი. ქორწინებათა რაოდენობა შეზღუდული არ არის...
nato
05 სექტემბერი 2014 18:29
მტავრობამ ბევრი ტკუილი აკადრა ტავის ხალხს, ტავხედები არიან და არა მტავრობა, მეზავები სამოიკვანეს და ეს აკოტებული ფული და ეს აკოტებულები ვიტომ ფესტივალად გასაგება მოინდომეს, დავარდა ტკვენი რეიტინგი და მიკევიტ მაგ კაზანტიპს მეტი რეიტინგი არ გეგირსებატ ასი სუტინიორებო.
bebilo
02 სექტემბერი 2014 19:23
ვინც ელემენტარულად ის არ იცის რომ, "დედა ენა" ცალ-ცალკე იწერება, თავი დაანებეთ ქართული ენისა და ლიტერატურაზე ლაპარაკს. ბევრი იმასაც ამტკიცებს რომ "სხვა და სხვა"-ც ერთად იწერება.თქვენი ვერსიით მაშინ "მშობლიური ენა"-ც, ერთად უნდა დავწეროთ? ერთი, ძალიან საშინელი და ალბათ ძნელად განსაკურნი ვირუსი შემოიჭრა ქართულ დამწერლობაში, სიტყვების გაერთიანება და იცით რატომ, ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსულ თაობას , სამწუხაროდ, ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში არ ასწავლეს. დღეისათვის კი იმდენად შეამცირეს ქართული ენისა და ლიტერატური გაკვეთილები რომ, მალე ალბათ იმაზე დავიწყებთ დავას არის თუ არა "დედა ენა" ქართული სიტყვა.
რაც შეეხება "კაზანტიპს".თავს რესპუბლიკად აცხადებენ. ადგნენ და მოძებნონ სადმე უკაცრიელი კუნძული დაარსონ თავიანთი ნამდვილი რესპუბლიკა, ვინ უშლით. იარონ დღე და ღამე ტიტლიკანებმა და სადაც უნდათ, როგორც უნდათ და ვისთანაც უნდათ ისე დაიკმაყოფილონ თავიანთი ცხოველური ჟინი. დაინტერესებულნი კი, საშვებით შეუშვან თავიანთ რესპუბლიკაში და გადაახდევინონ იმდენი ფული რომ, მერე იქნებ ტანსაცმელიც შეიკერონ დაგროვილი ფული. ამით ამ ღონისძიების მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც ხომ კმაყოფილნი იქნებიან?!"ბოზნესი", (ჩემი გამოგონილი სიტყვაა)ბიზნესი არ არის, ამიტომ საქართველოში უნდა უნდა აიკრძალოს ყველანაირი "ბოზნესი" და არა მარტო კაზანტიპი.
nini-s
02 სექტემბერი 2014 14:06
ცნობისათვის, არსებობს ასეთი, ფრიად ავტორიტეტული წყარო - "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი".

მოიძიეთ:

დედაქალაქი, დედამიწა, დედაბოძი, დედააზრი,... დედაენა (დედა ენა არის მშობლიურ ენა, "დედა ენა" - სახელმძღვანელო).

ასოების დათვლისა რა მოგახსენოთ და ქალბატონი ელენეს კომენტარებში უამრავი ე ლ ე მ ე ნ ტ ა რ უ ლ ი შეცდომის აღმოჩენის ბედნიერება თქვენთვის დამითმია!
საკუთარი ენის მიმართ ასეთი უპატივცემულობის გამოჩენა არავის ეპატიება, განსაკუთრებით კი იმ პიროვნებას, რომელიც ე რ ი ს მ ო ძ ღ ვ რ ი ს როლზე აცხადებს პრეტენზიას!

შემდეგ, თუ მე რას მივიჩნევ ღვთიურ კანონებად, მოდით, ეს ეს საქმე თქვენს მონა-მორჩილს მიანდეთ. ისე, კვლავ ცნობისათვის, ბიბლიაში წერია!

მაგრამ საინტერესოა, როდესაც ჩემს დიდ ეჭვს იწვევს, რომ 21-ე საუკუნეში ღ ვ თ ი უ რ კანონად ჩავთვალოთ ქალბატონებისათვის მასწავლებლის და უამრავი სხვა სპეციალობის აკრძალვა (სკოლაში შესანიშნავი ქალი მასწავლებლები არ გყოლიათ? მე პირადად დიდებული ქალბატონი მასწავლებლები მყავდა!) და ამის გამო უცნობ პიროვნებას "ათეიეტურ-სატანურ, ფსევდოჰუმანურ და ტყულ-მართლით შეკაზმულ" რაშზე ამხედრება დავაბრალოთ, ასეთი საქციელი თქვენი ინტელექტუალობის (მით უფრო ღ ვ თ ი მ ო ს ა ო ბ ი ს!) დასტურად ნამდვილად არ გამოდგება.

ბევრი არაფერი რჩება "მწვალებლების შესახურებლად" კოცონების აგიზგიზების მოთხოვნამდე!!!

დ ა ვ ფ ი ქ რ დ ე თ !

ეს არ არის გზა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს!!!

p.s. ნინი, ალბათ, ნ ი ნ ო გქვიათ!
ჰოდა,ძვირფასო ნინი (ნინო), ქართული ენის გრამატიკის შესწავლა არც თქვენ გაწყენდათ - საკმაოდ ბევრი ელემენტარული შეცდომა გაქვთ დაშვებული შედარებით მოკლე კომენტარში! ნუთუ თქვენ და ელენე ერთ ნორმალურ ქართულის მასწავლებელს მაინც არ იცნობთ? თუ ბოიკოტს უცხადებთ, რადგანაც ისინი მასწავლებლობისათვის "აკრძალული სქესის" წარმომადგენელნი და შესაბამისად, ღვთის პირიდან გადავარდნილნი ბრძანდებიან?!!




რედაქტორის რჩევით