"პრეზიდენტი” მსოფლიო აღიარების მოლოდინში - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი” მსოფლიო აღიარების მოლოდინში

ბევრი  მსახიობი ჰყავდა გასინჯული ამ როლზე, ბოლოს  ცნობილი ჰოლივუდის  ვარსკვლავიც   კი   დაამტკიცა.. , მაგრამ... მე გამიმართლა.  ღმერთის  ნება იყო  რომ ამ პროექტზე მემუშავა

ცნობილმა ირანელმა რეჟისორმა მოჰსენ მახმალბაფმა საქართველოში ფილმის ”პრეზიდენტი” გადაღებები დაასრულა, ფილმის პრეზენტაცია ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმ “პრეზიდენტში” რეჟისორს წარმოდგენილი ჰყავს ქართული კინოს 50-მდე მსახიობი. ნაწარმოებში მთავარ როლებს ახალბედა ტალანტი, უკვე მსახიობი დაჩი ორველაშვილი და ქართული კინოს ვარსკვლავები – მიშა გომიაშვილი და ია სუხიტაშვილი ასრულებენ. 27 აგვისტოს ვენეციის 71–ე კინოფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა.

მიშა გომიაშვილი და დაჩი ფილმის "პრეზიდენტის" შესახებ გვესაუბრენ:

მოჰსენ მაჰმალბაფს საქართველოში ბევრი არ იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცნობილი რეჟისორია.

კანის ფესტივალი იჩემებს, რომ  მოჰსენ მაჰმალბაფი  მათი აღმოჩენაა.

წლების წინ მისი ძალიან ცნობილი ფილმი – Kandahar  (ყანდაარი) 2001წ.

კანის ფესტივალზე იყო ნაჩვენები და მსოფლიოს ყველა დროის ას საუკეთესო ფილმთა  ნუსხაში  შევიდა.. ვიცოდი, რომ  სახელოვანი  რეჟისორია, ნანახი მქონდა მისი ფილმები, მაგრამ ვენეციაში, კინოფესტივალზე ყოფნისას ნათლად დავინახე, როგორი პატივისცემით ეპყრობიან მსოფლიო წამყვანი პროდიუსერები, რეჟისორები, კრიტიკოსები...  და მივხვდი, თუ ვისთან მქონია საქმე.. იქ მას  კლასიკოსს ეძახდნენ..

ჩვენი ურთიერთობა ძალიან უცნაურად დაიწყო.

მოსკოვის კინოფესტივალზე (სადაც მახმალბაფი ჟიურის თავმჯდომარე იყო) ნახა გარი ფარაჯანოვის ფილმი ‘’ყველა წავიდა’’  სადაც  მე დალაქის როლს ვასრულებ - ჟორა პარიკმახერს...

მოეწონა, და საქართველოში სანამ ჩამოვიდოდა, კასტინგის რეჟისორს უთხრა, ეს მსახიობი დამახვედრეთო. როცა ჩამოვიდა, ჩემი ფოტოები დაუდეს, უთქვამს ეს არ მინდა, იქ რომ თამაშობს, ის არტისტი მინდაო...  ეს ის არისო, უბრალოდ იქ  გრიმი აქვს გაკეთებულიო. შემდეგ  მომიწყვეს  მოჰსენ  მახმალბაფთან შეხვედრა და როცა მივედი და ვესაუბრებოდი, კარგა ხანს ვერ მიხვდა, ვინ ვიყავი.  ვერც ფილმიდან მიცნო და ვერც ფოტოებიდან..

როდესაც მითხრა,  ფილმი ინგლისურად იქნება და რამდენად შესძლებო, ვუპასუხე  პარიკმახერი პატარა როლია და დავიზეპირებ-მეთქი... რა პარიკმახერი, პრეზიდენტის  როლს  გთავაზობო... როგორც ახლა პროდიუსერი მეუბნება, იმ დღესვე გადაწყვიტა თურმე ჩემი გადაღება... ბევრი  მსახიობი ჰყავდა გასინჯული ამ როლზე, ბოლოს  ცნობილი ჰოლივუდის  ვარსკვლავიც   კი   დაამტკიცა.. , მაგრამ... მე გამიმართლა.  ღმერთის  ნება იყო  რომ ამ პროექტზე მემუშავა.

- რაც შეეხება გადაღებებს,  თავიდან ძალიან რთულად მიმდინარეობდა. რეჟისორმა ქართული არ იცის და მე სპარსული, მან ცოტა ინგლისური იცის, მე კი სულ არა. ორი თარჯიმანი გვყავდა...  ჩემი მეუღლე იცინოდა, ის სპარსულად საუბრობს, შენ ქართულად და ერთმანეთის  როგორ გესმითო?. როცა დავახლოვდით,  გამოხედვით, ჟესტით და ემოციით ვუგებდით ერთმანეთს.

მე არასოდეს არ მიმუშავია  რეჟისორთან, რომელიც ასეთ  ესთეტიკაში მუშაობს . თავიდან გამიჭირდა,..    კონფლიქტი... ნუ თითქმის არ იყო,.. მაგრამ  მე  ხშირად  ვეკამათებოდი  რომ  რაღაცეები   არ  იყო  სწორი,  რომ  რაღაც გადაწყვეტილებები  არალოგიკურია  ... მოდი ერთ რამეზე მოვილაპარაკოთო,  აბსოლუტურად არ მაინტერესებს ლოგიკა,  მე სხვა კინოს ვიღებო...

მისთვის მთავარია, რა ხდება კადრში, რისი თქმა სურს მას  ამ კადრით, ამას აკეთებს ყველა საშუალებით, თუ კი რამ არსებობს დედამიწის ზურგზე,  მისთვის არანაირი კანონი არ არსებობს, აქვს მიზანი და აღწევს! ალბათ ზუსტად  ეს არის მახმალბაფი,....ალბათ ეს ხიბლავს მსოფლიოს..

ფილმის მსოფლიო აღიარების რა მოგახსენოთ...