რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ბავშვთა მინდობით აღზრდისთვის გაჭირვებულ ოჯახებს?!
22-09-2014
რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ბავშვთა მინდობით აღზრდისთვის გაჭირვებულ ოჯახებს?!
"არ არის გამორიცხული, ამ საკითხის შესწავლისას კორუფციული ფაქტები გამოიკვეთოს"

დღეს მინდობით აღმზრდელი ოჯახი (მინდობით აღზრდა - გარკვეული ვადით ბავშვის ოჯახურ გარემოში ინტეგრირება სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე) სახელმწიფოსგან გაცილებით მეტ თანხას იღებს, ვიდრე მზრუნველობამოკლებული ბავშვის ბიოლოგიური მშობელი. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, გაიოზ თალაკვაძე ესაუბრა:

- სახელმწიფო გაცილებით მეტს უხდის იმ ოჯახს, რომელსაც  მინდობით აღზრდაში გადაეცა ბავშვი, ვიდრე მას, ვისი შვილიც რეინტეგრირებულია (როცა ბავშვი
მიჰყავთ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში, პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი ბიოლოგიურ ოჯახს უბრუნებენ, რეინტეგრირებას ვუწოდებთ). სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ ბავშვ
ის მინდობით აყვანისა და რეინტეგრირების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსური დახმარებები განსხვავებულია და ამით რეინტეგრირებულ ბავშვთა უფლებები ირღვევა. სახალხო დამცველი ამ თანხების დაბალანსებას ითხოვს.

საქმე ის არის, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საფუძველი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ზოგს ჰგონია, რომ ეს მეტწილად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს უკავშირდება, რაც მართალი არ არის...

- არის შემთხვევები, როცა ბავშვის დროებით თავშესაფარში გადაყვანის აუცილებლობა დგება იმის გამო, რომ ოჯახს მისი გამოკვება უჭირს.
- არის ასეთი შემთხვევებიც... მოკლედ, რეინტეგრირების შემთხვევაში (როცა ბავშვი ოჯახს უბრუნდება) დღეს თითო ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 90 ლარს იღებს, (თუ ბავშვი უნარშეზღუდულია - 130 ლარს), ხოლო მინდობით აღზრდის შემთხვევაში - 450 ლარს (თუ ბავშვი უნარშეზღუდულია - 600 ლარს), რაც შეიძლება გასამრჯელოდაც ჩაითვალოს. 

საკითხი საჭოჭმანოა, ორივე  მხარეს არსებობს  ანგარიშგასაწევი არგუმენტები. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედია, ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომ საქმე სასამართლო განხილვამდე არ მივა.
თუ საქმე რეინტეგრირების ისეთ შემთხვევასთან გვაქვს, როცა ოჯახი მეტისმეტად გაჭირვებულია, მაშინ ის სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც არის. ჩვენი პროგრამით, ასეთი ოჯახი ბავშვის უკან დაბრუნების შემთხვევაში ყოველთვიურად ისევ 90 ლარს მიიღებს, მაგრამ ამას დაემატება სოციალური შემწეობაც (რაც ოჯახის უფროსზე თვეში 60 ლარის გაცემას, ყოველ დანარჩენ წევრზე კი 48-ლარიან დახმარებას გულისხმობს). მათ ყოველთვიურად კვების ვაუჩერებიც დაურიგდებათ. ახლახან კრიზისულ  მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამაც შევიმუშავეთ, რომელიც მალე ამოქმედდება. უახლოეს დღეებში გვეყოლებიან პირველი ბენეფიციარები, ისინი წელიწადში ერთჯერადი დახმარების სახით (1.000 ლარის ფარგლებში) მიიღებენ არა მარტო კვების პროდუქტებს, არამედ აუცილებელ ნივთებს, როგორიც არის საწოლი, კარადა, მაცივარი და სხვ.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სახელმწიფომ ნებისმიერი ბავშვის (რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ აღირიცხებიან) რეინტეგრირების შემთხვევაში თითოეულ ოჯახზე რომ 450 ლარი გასცეს, შესაძლოა, საქართველოში ოჯახების უმეტესობამ შვილები ბავშვთა თავშესაფრებს ჩააბარონ და მალევე უკან დაიბრუნონ, ესეც დასაფიქრებელია.

- მინდობით ბავშვის აყვანას რაც შეეხება, ხომ შეიძლება ფინანსურად უზრუნველყოფილ და თუნდაც უშვილო ოჯახებს ჩაჰბარდეს ბავშვი?

- ჩვენს სამსახურს მოქალაქეები წერილობით მომართავენ. არის შემთხვევები, როცა წერენ, ბავშვი გვყავდა მინდობით აღზრდაში, ყოველთვიურად ვიღებდით გასამრჯელოს, ახლა ის აღარ გვყავს და შიმშილით  ვიხოცებითო(!). და ხელახლა ითხოვენ ბავშვების მინდობით აყვანას. ჩვენი მიზანია, ის თანხა, რომელსაც გავცემთ, ბავშვს ნაწილობრივ მაინც მოხმარდეს... საჩივრების შესწავლით გამოიკვეთა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობისას ბავშვის მინდობით აღზრდისთვის იმ ოჯახებს აძლევდნენ უპირატესობას, რომლებსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ, უფრო შეძლებულ ოჯახებს კი იგნორირებას უკეთებდნენ. არადა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, პირიქით უნდა მომხდარიყო.  

- შეიძლება ამის უკან კორუფციული ფაქტებიც იმალებოდეს?
- არაფერია გამორიცხული. თუმცა, ვიდრე დაზუსტებული ფაქტები არა მაქვს, ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- ის მაინც გაგვიმხილეთ, დასკვნა რეზონანსული იქნება?
- იმედია, დასკვნა უკეთესი შედეგების მიღწევის საფუძველი გახდება. ჩვენ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, რათა სასარგებლო მოქალაქეებად აღიზარდონ.
alibe
30 სექტემბერი 2014 00:22
"მინდობით აღზრდის" თემა ნამდვილად შესასწავვლია... ერთი და იგივე ოჯახები ადვილად ახერხებენ ბავშვების "შოვნას", ზოგიერთი კი წლობით რიგში დგას. მეც 10 წელი ველოდე, თუცა არ შეძლება მაკლია, არც განათლება და არც ინტელექტი. ბოლოს წამოვიყვანე "პატარა მაუგლი", ანუ ველური, უზრდელი, ნერვიული ბავშვი, თანაც დაავადმყოფებული, რომელზედაც ბევრმა უარი თქვა და ამიტომ მოაღწია ჩემამდე... ვუმკურნალე, გამოვაჯანმრთელე, დამყავს კერძო სკოლაში, მუსიკაზე,ხატვაზე, სიმღერის გუნდში, საკმაოდ გონიერი გამოდგა, ისე დაიხვეწა და გალამაზდა, ვეღარ ცნობენ! სიამოვნებით ვიზრუნებდი კიდევ ერთ ან ორ ბავშვზე, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია ჩანს... და რატომ????? ამიხსნას ვინმემ
ia
25 სექტემბერი 2014 15:48
Gamarjobat,mec mindoda bavshvis mindonit ayvana, chemo bavshvebi mashin patarebi iyvnen da AR vmushaobdi, meugle mushaobda, arc gvichirda da 3 sartulian kerzo komfortul saxlshi vcxovrobt, gasaunrebaze iset dros damibares, bavshvi myavsa eqimtan zustad Im droistvis chacerili, vtxove gadaedot gasainreba cota xnit mainc, ramdenjerme davreke werilebic mivwere da uyuradgebod datoves chemo txovna, albat AR undat normalur, komfortul pirobebshi moxvdnen bavshvebi da sitbo da alersi miigon, samcuxaroa

რედაქტორის რჩევით